მოძებნე პროგრამის შედეგები

მეწარმეობის განვითარება (24 07)

გამოყოფილია 94.1 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - აწარმოე საქართველოში

პროგრამის აღწერა და მიზანი

კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა და იმ სფეროების ეფექტიანი ფუნქციონირების ...

კერძო სექტორის, როგორც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალის ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა, მისი კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა და იმ სფეროების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, სადაც კერძო სექტორის შესაძლებლობები სუსტი და შეზღუდულია; ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, მეწარმეობის (მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის) განვითარება, კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, საქართველოს ეკონომიკის რეგიონული და გლობალური კონკურენტუნარიანობის ამაღლება; საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, DCFTA-ს მოთხოვნებთან შესაბამისობის კუთხით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების ზრდა. ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციის შექმნისკენ მიმართული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობა; თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და მომსახურების სფეროს განვითარება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჩართულობას ეკონომიკური განვითარების პროცესებში; ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ქართული კომპანიების უცხოურ ბაზრებზე წარდგენა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, რაც მნიშვნელოვანია უცხოელ იმპორტიორებთან ურთიერთობის დამყარებისათვის. კომპანიების დახმარება ბაზრის კვლევების კუთხით, რომელიც მათ ხელს უწყობს ექსპორტის დაგეგმვასა და მიზანმიმართულ განვითარებაში. ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისათვის რეგულარული კომუნიკაციის განხორციელება და დახმარების გაწევა ექსპორტის დასაგეგმად საჭირო მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების კუთხით; საქართველოს საწარმოო პოტენციალის პოპულარიზაცია, მასშტაბური საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების წარმოებისა და პროდუქციის/მომსახურების პოპულარიზაციის გზით. მეწარმეობის განვითარების წახალისება, დამწყები და არსებული მცირე და საშუალო საწარმოების პროდუქტიულობის ზრდა და სათანადო ხელშეწყობა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისათვის; საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ. მიზნობრივი ბაზრების იდენტიფიცირება, პოტენციურ ინვესტორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობა და ინვესტიციების განხორციელებაში დახმარების გაწევა.

კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოება, გაზრდილი საექსპორტო პოტენციალი; გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სამუშაო ადგილები.
·         სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით (სასტუმროს გარდა) მხარდაჭერილია 65 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღემატება 124.9 მლნ ლარს, საიდანაც კომერციული ბანკების სესხების და სალიზინგო კომპანიების დამტკიცებული პროექტების მოცულობა ჯამში აღემატება 77.9 მლნ ლარს და შეიქმნება 2 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი; ·         სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით მხარდაჭერილია 36 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 90.2 მლნ ლარზე მეტს. კომერციული ბანკების მიერ დამტკიცებული სესხების მოცულობა ჯამში აღემატება 56.7 მლნ ლარს. მხარდაჭერილი სასტუმროები შექმნიან 900-ზე მეტ დამატებით ოთახს და 800-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს; ·         საერთაშორისო ბრენდის გამოყენების წლიური გადასახადის თანადაფინანსებაზე გაფორმებულია ორი ხელშეკრულება; ·         ტექნიკური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში გაფორმებულია 13 ხელშეკრულება გაწეული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე; ·         2018 წლის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებულია 972 ბენეფიციარი და გადამზადებულია 2 346 ბენეფიციარი (დაფინანსებული ბენეფიციარების 43% სტარტაპია და დაფინანსებული ბენეფიციარების 45% ქალია); ·         პროგრამას კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში დაემატა 8 პროექტი; ·         ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 184-ზე მეტი ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება აღემატება 1.6 მლნ აშშ დოლარს; ·         პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ხელშეწყობის მიმართულებით, 2018 წელს უცხოელი ინვესტორების მიერ დაიწყო 7 ახალი საინვესტიციო პროექტი; ·         საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად შექმნილია 1000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის დაფინანსებული იქნება 5 000-მდე ერთეული ბიზნეს-პროექტი, ტექნიკური მხარდაჭერა გაწეული იქნება 12 000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - თანადაფინანსებული 1000-მდე ერთეული ბიზნეს-პროექტი, ტექნიკურად მხარდაჭერილი 600-მდე ბენეფიციარი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - 2018-2021წწ -ბიზნეს პროექტის განაცხადების სიმცირე 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2017წწ. ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილე კომპანიების ექსპორტის მოცულობაა 22 მლნ-მდე აშშ. დოლარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილე კომპანიების ექსპორტის მოცულობის ზრდა - 40 მლნ-მდე აშშ. დოლარი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - 2018-2021წწ - მწარმოებელი კომპანიების დაბალი აქტივობა; არასტაბილური ეკონომიკური ვითარება 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოს საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად შექმნილი იქნება ახალი 1000-მდე სამუშაო ადგილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - შეიქმნება ახალი 3600-მდე სამუშაო ადგილი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15%; შესაძლო რისკები - 2018-2021წწ - ცვლილებები მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური ბიზნეს გარემო; სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა
1. საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის დაფინანსებული იქნება 5 000-მდე ერთეული ბიზნეს-პროექტი, ტექნიკური მხარდაჭერა გაწეული იქნება 12 000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - თანადაფინანსებული 1000-მდე ერთეული ბიზნეს-პროექტი, ტექნიკურად მხარდაჭერილი 600-მდე ბენეფიციარი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წ. - თანადაფინანსებულია 1000-ზე მეტი ერთეული ბიზნეს-პროექტი, ტექნიკურად მხარდაჭერილია 2 350-მდე ბენეფიციარი (მათ შორის სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 15 საწარმოს და 28 სასტუმროს პროექტი). 2. საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2017წწ. ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილე კომპანიების ექსპორტის მოცულობაა 22 მლნ-მდე აშშ დოლარი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილე კომპანიების ექსპორტის მოცულობის ზრდა - 40 მლნ-მდე აშშ დოლარი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს ექსპორტის ხელშეწყობის ნაწილში საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილე კომპანიების ექსპორტის მოცულობის ზრდა - 49 მლნ-მდე აშშ დოლარი. 3. საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოს საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად შექმნილი იქნება ახალი 1000-მდე სამუშაო ადგილი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ - შეიქმნება ახალი 3600-მდე სამუშაო ადგილი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის ბოლოს საინვესტიციო პროექტების განხორციელების შედეგად შექმნილია ახალი 1 000-მდე სამუშაო ადგილი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019