მოძებნე პროგრამის შედეგები

გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვა (25 02 02)

გამოყოფილია 102 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია; ...

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდების რეაბილიტაცია; საავტომობილო გზების პერიოდული-მიმდინარე შეკეთება და რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია და განვითარება; ავტომაგისტრალის განათება; სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების ლიკვიდაცია.

აშენებული, მოდერნიზებული და რეაბილიტირებული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. ასევე, შეკეთებული-აღდგენილი ხიდები და განათებული ავტომაგისტრალი.
·      განხორციელდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, რაიონულ და საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან ასევე, მოსაზღვრე ქვეყნებთან მისასვლელი საავტომობილო გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია-მოდერნიზაცია და განვითარება. ჩატარდა სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით განსახორციელებელი, ასევე მდინარეთა ნაპირსამაგრი სამუშაოები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - რეკონსტრუირებული-რეაბილიტირებული: საავტომობილო გზა - 1,072.9 კმ; სახიდე გადასასვლელი - 143; პერიოდული-მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6,000 კმ; პერიოდული შეკეთება - 162 კმ; განათებული 155 კმ საავტომობილო გზა; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 70 ობიექტზე; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებელი სამუშაოები - 79 ობიექტზე; ამორტიზირებული: საავტომობილო გზა - 528 კმ; ხიდი - 1; მომზადებული დეტალური საპროექტო დოკუმენტაციები; დაწყებული სამშენებლო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - აშენებული-რეკონსტრუირებული-რეაბილიტირებული: საავტომობილო გზა - 283 კმ; ხიდი - 31; გვირაბი - 1.7 კმ; მიმდინარე შეკეთება-შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6,000 კმ-მდე; პერიოდული შეკეთება: საავტომობილო გზა - 50 კმ; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 25-მდე ობიექტზე; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებელი სამუშაოები - 20-მდე ობიექტზე; განათებული 39 კმ საავტომობილო გზა; სამშენებლო-სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება; მოწყობილი სატრანსპორტო კვანძი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) (200 მეტრამდე საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი (ესკალატორით), 6 კმ-მდე შიდა დაქსელვის გზა და 2 ავტოსადგომი); რიკოთის საუღელტეხილო გვირაბისა და საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე არსებული გვირაბების ოპტიმალური ფუნქციონირება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები და დამატებითი სამუშაოები
საბაზისო მაჩვენებელი: აშენებული-რეკონსტრუირებული-რეაბილიტირებული: საავტომობილო გზა - 606.1 კმ; ხიდი - 98; გვირაბი - 2; პერიოდული-მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6 000 კმ; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 35 ობიექტი; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებელი სამუშაოები - 20 ობიექტი. მიზნობრივი მაჩვენებელი: აშენებული-რეკონსტრუირებული-რეაბილიტირებული: საავტომობილო გზა - 283 კმ; ხიდი - 31; გვირაბი - 1.7 კმ; მიმდინარე შეკეთება-შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6 000 კმ-მდე; პერიოდული შეკეთება: საავტომობილო გზა - 50 კმ; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 25-მდე ობიექტზე; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებელი სამუშაოები - 20-მდე ობიექტზე; განათებული 39 კმ საავტომობილო გზა; სამშენებლო-სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება; მოწყობილი სატრანსპორტო კვანძი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) (200 მეტრამდე საფეხმავლო სახიდე გადასასვლელი (ესკალატორით), 6 კმ-მდე შიდა დაქსელვის გზა და 2 ავტოსადგომი); რიკოთის საუღელტეხილო გვირაბისა და საავტომობილო გზის ჩაქვი-მახინჯაურის მონაკვეთზე არსებული გვირაბების ოპტიმალური ფუნქციონირება. მიღწეული მაჩვენებელი: აშენებული-რეკონსტრუირებული-რეაბილიტირებული: საავტომობილო გზა - 236.8 კმ; ხიდი - 38; გვირაბი -2; პერიოდული-მიმდინარე შეკეთება და შენახვა ზამთრის პერიოდში: საავტომობილო გზა - 6 000 კმ; სანაპირო ზონების ნაპირსამაგრი სამუშაოები - 24 ობიექტი; სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო და პრევენციის მიზნით ჩატარებული სამუშაოები - 19 ობიექტი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019