მოძებნე პროგრამის შედეგები

გარემოს დაცვის სფეროში მონიტორინგი, პროგნოზირება და პრევენცია (31 14)

გამოყოფილია 210353 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო;

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც სტანდარტული, ასევე სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოება: რადარული და აეროლოგიური დაკვირვებების აღდგენა, ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზების სრულყოფა; ...

საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც სტანდარტული, ასევე სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის გაფართოება: რადარული და აეროლოგიური დაკვირვებების აღდგენა, ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზების სრულყოფა; ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების ხარისხის ამაღლება და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ დროული და ეფექტური გაფრთხილებების მომზადება და გავრცელება; გეოლოგიური მონიტორინგი (გაზაფხული–შემოდგომა) და ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სტიქიური გეოლოგიური პროცესების შეფასების ანალიზისა და განზოგადების საფუძველზე საინფორმაციო ბიულეტენის შედგენა; თბილისის ტერიტორიაზე გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი და სხვა) ზონირების რუკის შედგენა, რომელიც მომავალში იქნება ქალაქის დაგეგმარების და მდგრადი მართვის ერთ-ერთი საფუძველი; მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი; გეოლოგიური აგეგმვა.

ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესებული ხარისხი, თავიდან აცილებული /შერბილებული სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები; გეოლოგიური სტიქიის გართულებების თავიდან აცილებისათვის შექმნილი ადრეული გაფრთხილების საიმედო სისტემა; გეოლოგიური სტიქიისაგან მაქსიმალურად დაცული საქართველოს მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები. მიწისქვეშა მტკნარ სასმელ წყლებზე მონიტორინგული კვლევებისათვის აღდგენილი სახელმწიფო ჰიდროლოგეოლოგიური ქსელი; გამოცემული საინფორმაციო ბიულეტენი, 1:200000 მასშტაბის გეოლოგიური რუკების კომპლექტი, ელექტრონული ვერსიაში გადაყვანილი გეოლოგიური ინფორმაცია და შესაბამისი გეოლოგიური ანგარიში; ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების დადგენილი ხარისხი; შეძენილი და დამონტაჟებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ახალი სადგურები; გამოკვლეული იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ზღვის ძუძუმწოვრები და ასოცირებული ფაუნა; ყველა მნიშვნელოვანი წყალსატევისა და მათი უბნების განსაზღვრული გარემოსდაცვითი სტატუსი და ამ სტატუსის შესახებ ინფორმირებული მოსახლეობა; დამტკიცებული თევზჭერის კვოტები.
·         განხორციელებული ღონისძიებების შედეგად: გაზრდილია მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების პროგნოზირება. შერბილებულია სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენებით გამოწვეული ეკონომიკური ზარალი; ·         მინიმუმამდე იქნა დაყვანილი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენებით გამოწვეული ადამიანთა შესაძლო მსხვერპლი; ·         ჩატარებულია საველე გეოლოგიური კვლევები და მომზადებულია „დიდი თბილისის“ გეოლოგიური საფრთხეების ზონირების წინასწარი რუკა; ·         განხორციელებული ღონისძიებეის შედეგად გაუმჯობესებულია საქართველოში შავი ზღვის სანაპიროსა და შიდა წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, გაზრდილია გარემოს დაბინძურებისა და ბიორესურსების შესახებ ინფორმაციის სანდოობა და საიმედოობა; ·         ამოქმედებული იქნა ატმოსფერულ ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურები ქალაქ ქუთაისსა და ბათუმში. უწყვეტი დაკვირვების განხორციელებით მიღებული იქნა საქართველოს ქალაქების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეალური სურათი; ·         შედგენილი იქნა 1:200000 მასშტაბის გეოლოგიური რუკების კომპლექტი და გეოლოგიური ანგარიში (ყაზბეგის და დარიალის ფურცლების (K-38-XV-IX)), ამასთან ჩატარებული იქნა საველე გეოლოგიური კვლევების პირველი ეტაპი და კამერალური სამუშაოები (რუსთავის და ლაგოდეხის ფურცლის (კახეთის მხარე)); ·         4 ჭაბურღილზე დამონტაჟებული იქნა თანამედროვე ჰიდროგეოლოგიური აპარატურა, მონიტორინგი მიმდინარეობდა 55 წყალპუნქტზე (49 ჭაბურღილი, 6 წყარო).
1 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არასაკმარისი სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტების (სადგურების, საგუშაგოების) რაოდენობა; ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სამუშაოების (აეროლოგიური დაკვირვებები) არწარმოება, რადარული მეტეოროლოგიური დაკვირვებებით გაუშუქებელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, დაბალი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სივრცული და დროითი გარჩევადობა, ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის წარმოდგენილი ელექტრონული ვერსიის სახით; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაფართოებული სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ქსელი (ყოველწლიურად 10 ერთეული მეტეოროლოგიური და 10 ერთეული ჰიდროლოგიური სადგურების შეძენა, დამონტაჟება და გამართვა). აღდგენილი ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სამუშაოები (2 ერთეული აეროლოგიური კომპლექსის შეძენა, დამონტაჟება და გამართვა). გაფართოებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოები (მდინარეებზე წყლის ხარჯის გაზომვა, ჰიდრომეტრული, ტოპოგრაფიული და გლაციოლოგიური სამუშაოები,). ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების გაზრდილი სივრცითი და დროითი გარჩევადობა. ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის დასრულებული სამუშაოები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მეტეოროლოგიური სადგურების შეძენაზე 10%; ჰიდროლოგიური სადგურების შეძენაზე 10%; აეროლოგიური კომპლექსების შეძენაზე 50%; ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოების კუთხით 20%. ქაღალდის მატარებელზე არსებული ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის კუთხით 10%; შესაძლო რისკები - შესაძენი ხელსაწყო-დანადგარების ფასების შესაძლო გაძვირება; სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირის გაზრდის შემთხვევაში გეგმით გაუთვალისწინებელი ექსპედიციური სამუშაოების წამოების აუცილებლობის შედეგად შრომითი რესურსების უკმარისობა; საქართველოს ტერიტორიაზე რთული (ძნელადპროგნოზირებადი) ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების განვითარება, ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვრვების პუნქტების უკმარისობა; ჰიდრომეტეოროლოგიურ ინფორმაციულ მომსახურებაზე მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი სამუშაოების მოცულობების გაზრდის გამო შრომითი რესურსების უკმარისობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - ხორციელდება სტიქიური გეოლოგიური პროცესების ყოველწლიური მონიტორინგი და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათი ოპერატიული შეფასება; მიმდინარეობს კვლევები თბილისის ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოდინამიკური ზონირების რუკის შედგენის მიზნით; მიწისქვეშა წყლების მონიტორინგისათვის სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა შეადგენს 51 ერთეულს; განახლებულია გეოლოგიური რუკების კომპლექტი და ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანილია გეოლოგიური ინფორმაციის 70%; მზადდება წლიური ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები შესაბამისი რეკომენდაციებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 8%-ით გაზრდილი დასახლებული პუნქტების გეოლოგიური მონიტორინგის არეალები; 4%-ით გაზრდილი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების ოდენობა; თბილისის ტერიტორიის ფარგლებში 100%-ით შესრულებული საინჟინრო-გეოდინამიკური რუკა; 20 ერთეულით გაზრდილი მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - შესრულებული სამუშაოების რაოდენობა დამოკიდებულია გეოლოგიური სტიქიის აქტიურობის ხარისხზე და კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობაზე; გამზომი ხელსაწყოების მწყობრიდან გამოსვლა 3 საბაზისო მაჩვენებელი - ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგის წერტილების არსებული რაოდენობა - 158; დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც ტარდება ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი - 45; ქ. ქუთაისსა და ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების კონტროლი აღწევს 50%-ს, ხოლო ბათუმსა და რუსთავში - 30%-ს. ინდიკატორული გაზომვები ტარდება საქართველოს 20 დასახლებულ პუნქტში; ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა 50%-ით შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს; მიზნობრივი მაჩვენებელი - 15%-ით გაზრდილი ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგის წერტილები (158 წერტილიდან 181 წერტილამდე); 22%-ით გაზრდილი ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის პუნქტი (45-დან 55 დასახლებულ პუნქტამდე), შეფასებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე საქართველოს 25 დასახლებულ პუნქტში; ქალაქ ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ჭიათურაში ავტომატური სადგურის მეშვეობით განხორციელდებული 100%-იანი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებისადმი 100%-იანი შესაბამისობის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები, ან გამზომი ხელსაწყოების მწყობრიდან გამოსვლა. ინდიკატორული გაზომვების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მილაკების დაზიანება/დაკარგვის გამო ან ტექნიკური შეუსაბამობის მიზეზით 4 საბაზისო მაჩვენებელი - არ არის საკმარისი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე და შიგა წყალსატევებში არსებული ბიოლოგიური მონიტორინგის სიხშირე და პუნქტების რაოდენობა, არ წარმოებს ბიოლოგიური მონიტორინგის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის ანალიზი; მიზნობრივი მაჩვენებელი - განხორციელებული იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ზღვის ძუძუმწოვრების და ასოცირებული ფაუნის (წყლის ფრინველები, წავი, ნუტრია, წყლის ქვეწარმავლები, ამფიბიები და სხვა) კვლევა და მონიტორინგი - საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების ყველა მნიშვნელოვან ლოკალიტეტზე, სათანადო სიხშირითა და ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრის გაანალიზებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ადამიანური რესურსების შესაძლო უკმარისობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - არ წარმოებს წყალსატევებისა და მათი უბნების გარემოსდაცვითი სტატუსის განსაზღვრა - ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნათა შესაბამისად, მოსახლეობის ინფორმირება სანაპიროსა და შიგა წყალსატევების გარემოსდაცვითი სტატუსის შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი წყალსატევსა და მათი უბნებზე განსაზღვრული გარემოსდაცვითი სტატუსი - ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნათა შესაბამისად, ინფორმირებული მოსახლეობა სანაპიროსა და შიგა წყალსატევების გარემოსდაცვითი სტატუსის შესახებ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ადამიანური რესურსების სიმცირე 6 საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების რესურსების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება სრულად მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად სარეწაო ობიექტის - ქაფშიის შემთხვევაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების შეფასებული რესურსი და სარეწაო პროგნოზი - წარმოებული ევროკავშირის საერთო მეთევზეობის პოლიტიკის (Common Fisheries Policy (CFP)), ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის კომისიის (GFCM) და შავი ზღვის კომისიის (BSC) მოთხოვნების/რეკომენდაციების შებამისად, ექოსაუნდერის და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ადამიანური რესურსების შესაძლო უკმარისობა
1.    საბაზისო მაჩვენებელი ·         საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არასაკმარისი სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების პუნქტების (სადგურების, საგუშაგოების) რაოდენობა; ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სამუშაოების (აეროლოგიური დაკვირვებები) არწარმოება, რადარული მეტეოროლოგიური დაკვირვებებით გაუშუქებელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია, დაბალი ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სივრცული და დროითი გარჩევადობა, ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის წარმოდგენილი ელექტრონული ვერსიის სახით; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         გაფართოებული სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ქსელი (ყოველწლიურად 10 ერთეული მეტეოროლოგიური და 10 ერთეული ჰიდროლოგიური სადგურების შეძენა, დამონტაჟება და გამართვა). აღდგენილი ატმოსფეროს ვერტიკალური ზონდირების სამუშაოები (2 ერთეული აეროლოგიური კომპლექსის შეძენა, დამონტაჟება და გამართვა). გაფართოებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოები (მდინარეებზე წყლის ხარჯის გაზომვა, ჰიდრომეტრული, ტოპოგრაფიული და გლაციოლოგიური სამუშაოები,). ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების გაზრდილი სივრცითი და დროითი გარჩევადობა. ისტორიული ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების ელექტრონულ ფორმატში გადაყვანის დასრულებული სამუშაოები; სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის აქტივობა: ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების წარმოება და დაკვირვების ქსელის გაფართოება - შეძენილი და გამართული 5 ერთეული მეტეოროლოგიური და 4 ერთეული ჰიდროლოგიური დაკვირვების სადგური. მიღწეული მაჩვენებელი ·         გაფართოვდა სტანდარტული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ქსელი - მუდმივად მიმდინარეობდა სტიქიური მოვლენების შესახებ წინასწარი გაფრთხილების სისტემის სამოქმედო გეგმის შემუშავება, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ამსახველი ანგარიშებისა და რუკების შექმნა; რეგულარულად, დღეღამურ რეჟიმში წარმოებდა დაკვირვებები 149 ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურსა და საგუშაგოზე;. გაფართოვდა ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშაოები - საქართველოს ძირითადი მდინარეების: ენგურის, აჭარისწყალის, რიონის, სუფსის, მტკვრის, არაგვის, ქციას, ალაზნის, ხანისწყლის და მათი შენაკადების აუზების ზემო წელში და ქვეყნის 8 უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიებზე (16 მარშრუტზე) ჩატარდა თოვლის საფარის აგეგმვის ექსპედიციური სამუშაოები, რის საფუძველზეც მომზადდა და მომხმარებელს მიეწოდა გაზაფხულის წყალდიდობის პროგნოზი. ელექტრონულ ფორმატში გადაყვანილი იქნა ქაღალდის მატარებელზე არსებულ მეტეოროლოგიურ მონაცემთა 35%, ხოლო ჰიდროლოგიურ მონაცემთა 25%. აღნიშნული მონაცემები განთავსდა ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზებში; სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის აქტივობა: დამონტაჟდა და გაიმართა 3 ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური და 5 ჰიდროლოგიური (მდინარის წყლის მზომი სადგური) სადგური; 2.              საბაზისო მაჩვენებელი ·         ხორციელდება სტიქიური გეოლოგიური პროცესების ყოველწლიური მონიტორინგი და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მათი ოპერატიული შეფასება; მიმდინარეობს კვლევები თბილისის ტერიტორიაზე საინჟინრო-გეოდინამიკური ზონირების რუკის შედგენის მიზნით; მიწისქვეშა წყლების მონიტორინგისათვის სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა შეადგენს 51 ერთეულს; განახლებულია გეოლოგიური რუკების კომპლექტი და ელექტრონულ ვერსიაში გადაყვანილია გეოლოგიური ინფორმაციის 70%; მზადდება წლიური ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნები შესაბამისი რეკომენდაციებით; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         8%-ით გაზრდილი დასახლებული პუნქტების გეოლოგიური მონიტორინგის არეალები; 4%-ით გაზრდილი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების ოდენობა; თბილისის ტერიტორიის ფარგლებში 100%-ით შესრულებული საინჟინრო-გეოდინამიკური რუკა; 20 ერთეულით გაზრდილი მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა; სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის აქტივობები: ყოველწლიური გეოლოგიური მონიტორინგის განხორციელება - 2017 წელთან შედარებით 5%-ით გაზრდილი დასახლებული პუნქტების გეოლოგიური მონიტორინგის არეალები; გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოების ჩატარება - დასრულებული ჯვარი-ყაზბეგის გეოლოგიური ფურცლის აგეგმვა; მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის განხორციელება - 2017 წელთან შედარებით 5 ერთეულით გაზრდილი მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა; მიღწეული მაჩვენებელი ·         სტიქიური გეოლოგიური პროცესების შეფასება საქართველოს მასშტაბით განხორციელდა 3 668 დასახლებული პუნქტიდან 1 640 პუნქტში (დასახლებული პუნქტების შეფასება დამოკიდებულია გეოლოგიური სტიქიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების დინამიკაზე); 42%-ით გაზრდილი ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების ოდენობა (351); თბილისის ტერიტორიის ფარგლებში 70%-ით შესრულებული საინჟინრო-გეოდინამიკური რუკა; 4 ერთეულით გაზრდილი მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა; შედგენილი 1:200000 მასშტაბის გეოლოგიური რუკების კომპლექტი და გეოლოგიური ანგარიში (ყაზბეგის და დარიალის ფურცელები -K-38-XV-IX); სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის აქტივობები: 2017 წელთან შედარებით 10%-ით გაიზარდა დასახლებული პუნქტების გეოლოგიური მონიტორინგის არეალები; დასრულებული ჯვარი-ყაზბეგის გეოლოგიური ფურცლის აგეგმვა - მომზადდა ყაზბეგის ფურცლის (K-38-XV) გეოლოგიური ანგარიში შესაბამისი რუკებით (მასშტაბი 1:200 000). ამასთან იგივე მონაცემია მითითებული მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობაზე. შენიშვნა: 2017 წელთან შედარებით 4 ერთეულით გაზრდილი მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობა; (1 ერთეულით შემცირება გამოიწვია ბიუჯეტის კორექტირებამ შემცირების კუთხით.) 3.              საბაზისო მაჩვენებელი ·         ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგის წერტილების არსებული რაოდენობა - 158; დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც ტარდება ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი - 45; ქ. ქუთაისსა და ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების კონტროლი აღწევს 50%-ს, ხოლო ბათუმსა და რუსთავში - 30%-ს. ინდიკატორული გაზომვები ტარდება საქართველოს 20 დასახლებულ პუნქტში; ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა 50%-ით შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         15%-ით გაზრდილი ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგის წერტილები (158 წერტილიდან 181 წერტილამდე); 22%-ით გაზრდილი ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის პუნქტი (45-დან 55 დასახლებულ პუნქტამდე), შეფასებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონე საქართველოს 25 დასახლებულ პუნქტში; ქალაქ ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ჭიათურაში ავტომატური სადგურის მეშვეობით განხორციელებული 100%-იანი ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებისადმი 100%-იანი შესაბამისობის შენარჩუნება; სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის აქტივობა: გარემოს დაბინძურების მონიტორინგი - 158 წერტილიდან 166 წერტილამდე გაზრდილი ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგის წერტილების რაოდენობა; 45-დან 50-მდე გაზრდილი დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც ჩატარდება ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი; მიღწეული მაჩენებელი ·         გაზრდილია ზედაპირული წყლების მონიტორინგის ქსელი. მდინარეებსა და ტბებზე აღებულია წყლის სინჯების რაოდენობა - 984. ნიადაგის მონიტორინგი განხორციელდა 50 დასახლებულ პუნქტში; საქართველოს 25 ქალაქში ჩატარდა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 559 ინდიკატორული გაზომვა; ქალაქ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, ბათუმსა და ჭიათურაში ავტომატური სადგურის მეშვეობით განხორციელებული 100%-იანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა 100% შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს; სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის აქტივობა: 166 წერტილზე განხორციელდა ზედაპირული წყლების (მდინარეებისა და ტბების) მონიტორინგი; 50 დასახლებულ პუნქტში ჩატარდა ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგი; 4.              საბაზისო მაჩვენებელი ·         არ არის საკმარისი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე და შიგა წყალსატევებში არსებული ბიოლოგიური მონიტორინგის სიხშირე და პუნქტების რაოდენობა, არ წარმოებს ბიოლოგიური მონიტორინგის ზოგიერთი მნიშვნელოვანი პარამეტრის ანალიზი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         განხორციელებული იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური, ზღვის ძუძუმწოვრების და ასოცირებული ფაუნის (წყლის ფრინველები, წავი, ნუტრია, წყლის ქვეწარმავლები, ამფიბიები და სხვა) კვლევა და მონიტორინგი - საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების ყველა მნიშვნელოვან ლოკალიტეტზე, სათანადო სიხშირითა და ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრის გაანალიზებით; მიღწეული მაჩვენებელი ·         განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური (ჰიდრობიოლოგია, მიკრობიოლოგია) მონიტორინგი ყოველთვიური დაკვირვების 4 სადგურზე (სარფი, ბათუმი, ბათუმის პორტი, მწვანე კონცხი). მთლიანობაში აღებული და გაანალიზებულია 240 სინჯი; ·         განხორციელდა საქართველოს სანაპიროს კლდოვანი კლიფების და საპორტო ნაგებობების აუფვუქსის მონიტორინგის (მაკროფიტების და მაკროუხერხემლოები) მიზნით 3 ექსპედიცია: 5.              საბაზისო მაჩვენებელი ·         არ წარმოებს წყალსატევებისა და მათი უბნების გარემოსდაცვითი სტატუსის განსაზღვრა - ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნათა შესაბამისად, მოსახლეობის ინფორმირება სანაპიროსა და შიგა წყალსატევების გარემოსდაცვითი სტატუსის შესახებ; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი წყალსატევსა და მათი უბნებზე განსაზღვრული გარემოსდაცვითი სტატუსი - ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) და ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის (MSFD) მოთხოვნათა შესაბამისად, ინფორმირებული მოსახლეობა სანაპიროსა და შიგა წყალსატევების გარემოსდაცვითი სტატუსის შესახებ; მიღწეული მაჩვენებელი ·         ევროკავშირის წყლის ჩარჩო დრექტივის და საზღვაო ჩარჩო დირექტივის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ბიოლოგიური მონიტორინგის და გარემოსდაცვითი სტატუსის შეფასების მიზნით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ანაკლიის, ფოთის, ქობულეთის, ჩაქვის, ბათუმის და გონიოს ტრავერსებზე განხორციელდა საზღვაო ჰიდრობიოლოგიური ექსპედიცია. ექსპედიციისას აღებულ იქნა მაკრო და მეიოზოობენთოსის, მეზო, მაკრო (ჟელესებრი) და იქთიოპლანქტონის, ფიტოპლანქტონის (პლანქტონური ალგოფლორა) და მიკრობიოტას სინჯები, ასევე განსაზღვრულია თანმდევი პარამეტრების, სულ 300 მდე სინჯი და განზომილება; ·         განხორციელდა ნურის ტბის (ბათუმი ცენტრალური პარკის ტერიტორია) და არდაგანის ტბის (ბათუმის ბულვარის ტერიტორია) კომლექსური დიაგნისტიკური კვლევა. კვლევის მიზანი იყო ტბაში არსებული ევტროფული ფონის და თევზების მასიური დაღუპვის ფაქტების, შეფასება. კვლევა მოიცავდა მიკრობიოლოგიურ, ჰიდრობიოლოგიურ და წყლის ხარისხობრივი სინჯების აღებას ტბის სხვადასხვა წერტილში. აღებული სინჯები დამუშავების შედეგად მომზადდა სიტუაციის ამსახველი ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაცები; ·         პალიასტომის ტბაზე განხორციელებული ექსპედიციის საფუძველზე დადგინდა, რომ პალიასტომის ტბაში სახეზეა კობრის ჰემორაგიული სეპტიცემიის (Septicemia hemoragica cyprinorum, იგივე კობრის აერომონოზი. ხალხური სახელწოდება ,,წითურა“) ქრონიკული ფორმის ენზოოტია თევზ კარასში. შემუშავდა შესაბამისი დასკვნა და რეკომენდაციები; 6.              საბაზისო მაჩვენებელი ·         საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების რესურსების შეფასება და სარეწაო პროგნოზირება სრულად მიმდინარეობს მხოლოდ ძირითად სარეწაო ობიექტის - ქაფშიის შემთხვევაში; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების შეფასებული რესურსი და სარეწაო პროგნოზი - წარმოებული ევროკავშირის საერთო მეთევზეობის პოლიტიკის (Common Fisheries Policy (CFP)), ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის კომისიის (GFCM) და შავი ზღვის კომისიის (BSC) მოთხოვნების/რეკომენდაციების შებამისად, ექოსაუნდერის და თანამედროვე კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით; მიღწეული მაჩვენებელი ·         თურქეთის რესპუბლიკის სამეცნიერო კვლევითი გემით ,,RV Surat Arastirma 1” მიერ (RV Surat Arastırma 1. Imo: 8529636. MMSI: 271017013. Call sign: TC7089. length: 28 m. width: 9.6 m. Anchor : 1 (5 Shackles). Port side gross tone: 154. Net Tone 46. draft max: 2.5 m. Hull color: Blue), ხმელთაშუა ზღვის თევზჭერის გენერალური კომისიის (GFCM) პროექტის (BlackSea4Fish) ფარგლებში განხორციელდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვაო სექტორში სამეცნიერო-კვლევა, რომელიც მოიცავდა აკუსტიკურ კვლევას და თევზჭერებს პელაგიური ტრალის გამოყენებით. კვლევის მიზანი იყო საქართველოს საზღვაო წყლებში თევზის რესურსების შეფასება, რაც წარმოადგენს რესურსების დაცვის, გონივრული მართვისა და პროგნოზირების საფუძველს. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე რამდენადაც მწვანე კლიმატის ფონდის გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის გაფართოება, ამ მიზნით სააგენტოს ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრები გამოყენებულ იქნა ჰიდრომეტეროლოგიის სფეროში სხვა მწვავედ აუცილებელი საჭიროებების დასაფინანსებლად, კერძოდ შეკეთდა/განახლდა ავტომატურ ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებსა და საგუშაგოებზე (ნოქალაქევი, ჭრებალო, ხიდი, დუშეთი, ხარაგაული და მუხრანი) მზის პანელები, აკუმულატორები და ძაბვის მცველები და შეკეთდა ჰიდრომეტეროლოგიური პარამეტრების მზომი ხელსაწყოები (თბილისი, ფოთი, ონი, კასპი და იანეული).

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019