მოძებნე პროგრამის შედეგები

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (26 12)

გამოყოფილია 385536 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და ...

უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნა და განვითარება. მონაცემების გახსნილი, დეცენტრალიზებული, მაგრამ, ამავე დროს, კოორდინირებული მართვა, რომელიც ორიენტირებულია მრავალფუნქციურ მოხმარებასა და გაზიარებაზე. მაღალი ხარისხის ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოება და ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობა; ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სანავიგაციო სისტემის მიმართ შიდა და გარე მომხმარებლების არსებულ მოთხოვნებს და თავსებადი იქნება გლობალურ სანავიგაციო სისტემებთან. მომხმარებლებისთვის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების გაადვილება, დახმარება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში მინიმალური დროის ან მინიმალური მანძილის კრიტერიუმების გათვალისწინებით; სახელმწიფო პროექტის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაცია“ ფარგლებში მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციის განხორციელება, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო მასალათა დამუშავება, ბაზებში არსებული არაზუსტი მონაცემების შესწორება და ციფრულ მატარებლებზე გადატანა, ,, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა დიგიტალიზებული საარქივო დოკუმენტაცია განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა; IT ინფრასტრუქტურის სრულყოფა, რაც უზრუნველყოფს არსებული ელექტრონული სერვისების უწყვეტად და სწრაფად მიწოდებას, ასევე, სამომავლო მზარდი დატვირთვებისთვის ინფრასტრუქტურის გაფართოებას; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის რეკონსტრუქცია/რემონტი, ახალი საცავების მშენებლობა და სათანადო დონეზე აღჭურვა.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურისა და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა; მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; სარეგისტრაციო მასალების სისტემატიზაცია და ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა;
·   მომზადდა „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განახლებული ვერსია, რომელმაც უნდა გაიაროს ექსპერტიზა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტის შესაბამისი პროფილის კადრების მიერ. შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სივრცითი მონაცემების ნაკრებებისა და სივრცით მონაცემებთან დაკავშირებული ელექტრონული სერვისების აღწერის, მოძიების, მიღებისა და გამოყენების მიზნით, მეტამონაცემების შექმნის, განახლებისა და შენახვის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც გავლილი აქვს აუდიტი სამინისტროების შესაბამისი სპეციალისტების მიერ. შეიქმნა გეოგრაფიული მონაცემების პროდუქტის სპეციფიკაციის სტანდარტი; ·   მიმდინარეობდა მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ·   განხორციელდა სარეგისტრაციო მასალების სისტემატიზაცია და ერთიანი ელექტრონული ბაზი შექმნა. რეგისტრირებული მონაცემები და ელექტრონულ ფორმატში გადატანილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ვერსია v1.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 1.0 ვერსია; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v2.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 2.0 ვერსია; 2019 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v3.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 3.0 ვერსია; 2020 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v4.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 4.0 ვერსია; 2021 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v5.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 5.0 ვერსია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - ცდომილების ალბათობა პირდაპირპროპორციულია გაწერილი შესაძლო რისკების არსებობაზე; შესაძლო რისკები - პოლიტიკური მხარდაჭერის შესუსტება; საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან ტექნიკური და ფინანსური დახმარების შეწყვეტა; სხვადასხვა უწყების ფუნქცია-მოვალეობების არასრულფასოვნად შესრულება 2 საბაზისო მაჩვენებელი - წარმატებით დასრულდა 100 000 განცხადება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოქალაქეთამოთხოვნის 90% შემთხვევაში დაურეგისტრირებელიმიწისნაკვეთებისრეგისტრაცია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქალაქის მიერ წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაცია 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსთვის დამუშავებული, დაახლოებით, 83 193 საქაღალდე, არქივირებული - 39 100 საქმე; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - დამატებით 12 834 საქაღალდის დამუშავება; დამატებით 18 000 საქმისდაარქივება; 2019 წელს - დამატებით 4664 საქაღალდის დამუშავება; დამატებით 18 000 საქმისდაარქივება; 2020 წელს - დამატებით 18 000 საქმისდაარქივება; 2021 წელს - დამატებით 18 000 საქმისდაარქივება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3%; შესაძლო რისკები - ადამიანური რესურსის გადინება
1.     დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ვერსია v1.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 1.0 ვერსია; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v2.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 2.0 ვერსია; 2019 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v3.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 3.0 ვერსია; 2020 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v4.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 4.0 ვერსია; 2021 წელს - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის v5.0; ეროვნული სანავიგაციო სისტემის 5.0 ვერსია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს შემუშავდა ეროვნული გეოპორტალის 0.4 ვერსია, მეტამონაცემების რედაქტორის 0.4 ვერსია, მეტამონაცემების კატალოგის 0.4 ვერსია. 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - წარმატებით დასრულდა 100 000 განცხადება მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მოქალაქეთა მოთხოვნის 90% შემთხვევაში დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მოქალაქეთა მოთხოვნის 71%-ის შემთხვევაში განხორციელდა დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსთვის დამუშავებული, დაახლოებით, 83 193 საქაღალდე, არქივირებული - 39 100 საქმე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - დამატებით 12 834 საქაღალდის დამუშავება; დამატებით 18 000 საქმის დაარქივება; 2019 წელს - დამატებით 4664 საქაღალდის დამუშავება; დამატებით 18 000 საქმის დაარქივება; 2020 წელს - დამატებით 18 000 საქმის დაარქივება; 2021 წელს - დამატებით 18 000 საქმის დაარქივება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს დამატებით დამუშავდა 9 213 საქაღალდე, დაარქივდა 18 794 საქმე. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ·   ბაზარზე არსებული შესაბამისი პროფილის პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო ვერ მოხერხდა დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევა; ·   დაგეგმილ და მიღწეულ მაჩვენებლებს შორის ცდომილება გამოწვეულია თვითნებურად დაკავებულ მუნიციპალიტეტის მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაგზავნილ განაცხადებებზე გადაწყვეტილების მიუღებლობით; მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით მოქალაქის მიერ წარმოდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციის მოწოდებით; ზოგ შემთხვევაში ვერ ხორციელდება უძრავი ნივთის იდენტიფიკაცია უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან მიმართებით ან არსებობს კანონით/ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება რეგისტრირებულ ან წარმოებაში მყოფ მონაცემებთან; ·   2018 წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და გაციფრულების  პროექტის მიმდინარეობა შეჩერდა, რაც განაპირობა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში მომატებული განცხადებების გამო აღნიშნულ პროექტში დასაქმებული ადამიანური რესურსის გამოყენებამ. 2018 წლის ნოემბრიდან პროექტის მიმდინარეობა განახლდა შემცირებული ადამიანური რესურსით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019