უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და ...
უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმირება და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნა და განვითარება. მონაცემების გახსნილი, დეცენტრალიზებული, მაგრამ, ამავე დროს, კოორდინირებული მართვა, რომელიც ორიენტირებულია მრავალფუნქციურ მოხმარებასა და გაზიარებაზე. მაღალი ხარისხის ჰარმონიზებული სივრცითი მონაცემების წარმოება და ვებპორტალის (გეოპორტალის) საშუალებით სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობა; ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს სანავიგაციო სისტემის მიმართ შიდა და გარე მომხმარებლების არსებულ მოთხოვნებს და თავსებადი იქნება გლობალურ სანავიგაციო სისტემებთან. მომხმარებლებისთვის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების გაადვილება, დახმარება დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევაში მინიმალური დროის ან მინიმალური მანძილის კრიტერიუმების გათვალისწინებით; სახელმწიფო პროექტის „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაცია“ ფარგლებში მიწის ნაკვეთების სპორადული რეგისტრაციის განხორციელება, რაც გულისხმობს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლებისა და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას პირის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებული იურიდიული პირების სარეგისტრაციო მასალათა დამუშავება, ბაზებში არსებული არაზუსტი მონაცემების შესწორება და ციფრულ მატარებლებზე გადატანა, ,, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა დიგიტალიზებული საარქივო დოკუმენტაცია განთავსება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა; IT ინფრასტრუქტურის სრულყოფა, რაც უზრუნველყოფს არსებული ელექტრონული სერვისების უწყვეტად და სწრაფად მიწოდებას, ასევე, სამომავლო მზარდი დატვირთვებისთვის ინფრასტრუქტურის გაფართოებას; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება: სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის რეკონსტრუქცია/რემონტი, ახალი საცავების მშენებლობა და სათანადო დონეზე აღჭურვა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022