საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის ...
საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა; საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით კონფლიქტის ესკალაციის პრევენცია და მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის პოლიტიკის განხორციელება; საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება; საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშეწყობა; ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა; ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება; ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა; აშშ–თან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება და აშშ-ს როლის გაძლიერება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში; საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) ფარგლებში საქართველოსთან დაკავშირებული თემების შენარჩუნება და აქტუალიზაცია; აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება; რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია; აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა/საქართველოს ცნობადობის გაზრდა. პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ქართული ექსპორტისა და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების, საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ჩართულობით, მრავალმხრივ ფორმატებში ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების დაცვა; საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და ინტელექტუალური პოტენციალის წარმოჩენის ხელშეწყობა; დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა; საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველწლიურად არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022