Find program results

საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა (24 14 02)

Allocated 79.4 c

Program implementer

სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

Program description

500კვ „ქსანი-სტეფანწმინდა“ გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლის საშუალებით განხორციელდება ელექტროენერგიის გამოტანა მშენებარე დარიალის, ლარსის და აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომავალში ასაშენებელი სხვა ...

500კვ „ქსანი-სტეფანწმინდა“ გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომლის საშუალებით განხორციელდება ელექტროენერგიის გამოტანა მშენებარე დარიალის, ლარსის და აგრეთვე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მომავალში ასაშენებელი სხვა ჰიდროელექტროსადგურებიდან და მათი მიერთება ქსელში. 220 კვ ჯვარი-ხორგას ქსელის მშენებლობა, რომლის საშუალებით განხორციელდება ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ენერგომომარაგების უზრუნველყოფა.

500/220 კვ ქვესადგური ჯვარის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, 220 კვ ეგხ-ს ჯვარი-ხორგას მშენებლობისა და 500 კვ ეგხ კავკასიონის ქვესადგურ ჯვარში შეჭრის სამუშაოები. ყაზბეგი, ლარსისა და მშენებარე დარიალი ჰესების სიმძლავრის ქსელში შემოყვანის ხელშეწყობა.
·         „ელექტროგადამცემი ხაზი „ჯვარი-ხორგა“ პროექტის მიმდინარე მშენებლობის პროგრესი შეადგენს დაახლოებით 92%-ს; ·         „500 კვ ეგხ-ის „ქსანი-სტეფანწმინდა“ მშენებლობა“ პროექტის მიმდინარე მშენებლობის პროგრესი შეადგენს დაახლოებით 83.5%-ს.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყაზბეგი, ლარსისა და მშენებარე დარიალი ჰესების საერთო სიმძლავრით 133 მგვტ ქსელში შემოყვანის ხელშეწყობა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-15 % ვადები; შესაძლო რისკები - ბუნებრივი პირობები
1. საბაზისო მაჩვენებელი - მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყაზბეგი, ლარსისა და მშენებარე დარიალი ჰესების საერთო სიმძლავრით 133 მგვტ ქსელში შემოყვანის ხელშეწყობა; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი - „500 კვ ეგხ-ის „ქსანი-სტეფანწმინდა“ მშენებლობა“ პროექტის მიმდინარე მშენებლობის პროგრესი შეადგენს დაახლოებით 83.5%-ს; ცდომილების მაჩვენებელი - „500 კვ ეგხ-ის „ქსანი-სტეფანწმინდა“ მშენებლობა“ პროექტი - სოფელ ჭართლის მიმდებარე ტერიტორიაზე (125-133 ანძების მონაკვეთი) მოსახლეობის პროტესტის გამო კონტრაქტორმა ვერ განახორციელა კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები შესაბამის ვადებში. KFW-სთან შეთანხმებით მოიძებნა ალტერნატიული შემოვლითი გზა და მიმდინარეობს საპროექტო და გარემოსდაცვითი სამუშაოები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022