Find program results

სტატისტიკური სამუშაოების სახელმწიფო პროგრამა (47 02)

Allocated 128.4 c

Program implementer

სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქსტატი

Program description

ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა (საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის) და ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაანგარიშება; ...

ქვეყნის საგარეო ვაჭრობისა (საქონლისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის) და ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაანგარიშება; სამომხმარებლო ფასებისა და მწარმოებელთა ფასების ინდექსების გაანგარიშება; ბიზნეს სექტორში (აგრეთვე არაკომერციულ ორგანიზაციების სექტორში) მიმდინარე მოვლენების და პროცესების ანალიზი; ენერგორესურსების მოხმარების შესახებ სტატისტიკური გამოკვლევის განხორციელება და საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შემუშავება; არაფინანსური კორპორაციების ფინანსური მაჩვენებლების გაანგარიშება; სამაცივრე, სასაკლაო მეურნეობებისა და ელევატორების საქმიანობის გამოკვლევა; შრომის სტატისტიკის მაჩვენებლების გაანგარიშება; მიმდინარე დემოგრაფიული კვლევა; საქართველოს შინამეურნეობების შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები, მოსახლეობის სიღარიბის და უთანაბრობის მაჩვენებლები და სხვა); საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება; საქართველოს რეზიდენტი და უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების შესახებ მონაცემების მოპოვება, დამუშავება და გავრცელება; საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება შინამეურნეობებსა და ბიზნესში; საწარმოთა ინოვაციური აქტივობის გამოკვლევა.

მიღებულ იქნება ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სახეების მიხედვით შეფასების მაღალი ხარისხის მაჩვენებლები, რომელთა ბაზაზეც გაიანგარიშება ძირითადი სტატისტიკური ინდიკატორები; მიღებული იქნება მოსახლეობის სიღარიბისა და უთანაბრობის მაჩვენებლები, მოსახლეობის ცხოვრების დონის და (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები) მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები (დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები), ეროვნული ანგარიშების მაჩვენებლების გასაანგარიშებლად საჭირო მონაცემები, სამომხმარებლო კალათის დადგენისათვის საჭირო მონაცემები; მიღებული იქნება როგორც მიმდინარე (წინასწარი), ასევე საბოლოო მრავალფეროვანი სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ. მიღებულ იქნება მონაცემები ინოვაციური აქტივობების და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ სხვადახვა სექტორში. მიღებული იქნება სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს რეზიდენტი და უცხოელი ვიზიტორების შესახებ.
·         ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სახეების მიხედვით მიღებულ იქნა შეფასების მაღალი ხარისხის მაჩვენებლები, რომელთა ბაზაზეც მოხდა ძირითადი სტატისტიკური ინდიკატორების გაანგარიშება; ·         განხორციელდა მოსახლეობის უთანაბრობის მაჩვენებლების, ცხოვრების დონის (შინამეურნეობების შემოსავლები და ხარჯები), ეკონომიკური აქტივობის (დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლები), ეროვნული ანგარიშების მონაცემების მაჩვენებლების გაანგარიშება და სამომხმარებლო კალათის დასადგენად საჭირო მონაცემების მოპოვება; ·         მიღებულ იქნა როგორც მიმდინარე (წინასწარი), ასევე საბოლოო მრავალფეროვანი სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და აკვაკულტურის შესახებ; ·         მიღებულ იქნა მონაცემები სხვადასხვა სექტორში ინოვაციური აქტივობების და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - მონაცემთა ანალიზი და შედარებები; საერთაშორისო ექსპერტული შეფასებები; ერთობლივი საკონტროლო ღონისძიებების რაოდენობა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად; სხვადასხვა ჭრილში დამატებით ახალი მონაცემების გამოქვეყნების შესაძლებლობა
მიზნობრივი მაჩვენებელი - მონაცემთა ანალიზი და შედარებები; საერთაშორისო ექსპერტული შეფასებები; ერთობლივი საკონტროლო ღონისძიებების რაოდენობა ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად; სხვადასხვა ჭრილში დამატებით ახალი მონაცემების გამოქვეყნების შესაძლებლობა; მიღწეული მაჩვენებელი - ჩატარებული საკონტროლო ღონისძიებები ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელ სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად; ექსპერტული შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022