Find program results

აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები (31 05 03)

Allocated 53.2 c

Program implementer

ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

Program description

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება. სასოფლო-სამეურნეო კულტურების ...

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, ფერმერებისთვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება. სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზღვევის განხორციელება სადაზღვევო კომპანიების მიერ, ხოლო პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს სადაზღვევო პრემიების თანადაფინანსებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.

აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარება; ფერმერებისათვის შემოსავლების შენარჩუნება და რისკების შემცირება;
·         პროექტში ჩართულია ყველა მსხვილი სადაზღვევო კომპანია, რითაც ხელი შეეწყო სადაზღვევო ბაზრის განვითარებას. ბენეფიციარების მხრიდან აქტივობა მზარდია, შესაბამისად უფრო მეტი ფერმერის რისკები იქნა დაზღვეული.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2014-2017 წლებში სულ გაიცა 60,000 -მდე პოლისი და დაზღვეული მიწის ფართობია 47000 ჰა; მიზნობრივი მაჩვენებელი - დაზღვეულ იქნება დაახლოებით 20,000 ჰა-მდე მიწის ფართობი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10 %; შესაძლო რისკები - ბენეფიციარების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი: ·         2014-2017 წლებში სულ გაიცა 68 879 -მდე პოლისი, დაზღვეული მიწის ფართობია 59 856 ჰა. მიზნობრივი მაჩვენებელი: ·         20 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაზღვევა. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აღნიშნული პროგრამის 2018 წლის „მიზნობრივი მაჩვენებლები“ იგივეა. მიღწეული მაჩვენებელი ·         გაიცა 12 574 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება შეადგენს 85 781.3 ათას ლარს, სააგენტოს გადასახდელი პრემიის წილი 4 474.9 ათას ლარს. დაზღვეული მოსავლის ფართობი - 11 557 ჰექტარს. ·         2014-2017 წლებში აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაიცა 68 879 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულებამ შეადგინა 465 585.0 ათასი ლარი, სააგენტოს გადახდილი პრემიის წილი 29 379.6 ათასი ლარი. დაზღვეული მოსავლის ფართობმა შეადგინა - 59 856 ჰა. ანაზღაურებული ზარალის ოდენობამ - 29 697.2 ათასი ლარი. ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: საანგარიშო პერიოდში დაიზღვა 11 557 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 4 787.5 ათასი ლარი; ცდომილების მაჩვენებელი (%აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსსებულ განსხვავებებზე დაზღვეული ფართობის ოდენობის შემცირება გამოიწვია შემდეგმა გარემოებამ: 2018 წლის აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაიცემოდა სადაზღვევო პოლისი მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთ(ებ)ის დასაზღვევად, რომელ(ებ)იც რეგისტრირებული იყო სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. აღნიშნული შეზღუდვა წინა წლების პროექტში არ იყო განსაზღვრული. დაზღვევის მსურველების უმეტესობას მიწის ნაკვეთები რეგისტრირებული არ ჰქონდათ.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022