Find program results

ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება (26 06)

Allocated 54.2 c

Program implementer

სსიპ - სმართ ლოჯიქი

Program description

სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათზე გაწეული დანახარჯების შემცირება, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ...

სახელმწიფოს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, მათზე გაწეული დანახარჯების შემცირება, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; სახელმწიფო უწყებების მომსახურება IT სერვისების სრული სპექტრით, რაც მოიცავს ქსელურ უზრუნველყოფას, ელფოსტის სერვისს, ონლაინკომუნიკაციის საშუალებებს, ტელევიდეოკონფერენციას, დროისა და დავალებების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას, უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის გატარებას, არასასურველი და მავნე ელექტრონული ფოსტის, პროგრამებისა და ვირუსებისგან დაცვას, სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ერთიანი IT მხარდაჭერის ქოლცენტრის შექმნასა და ინციდენტების მართვას, ციფრული ტელეფონიის სერვისს, სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულთა კომპიუტერული ტექნიკის ადგილზე მომსახურებას; სახელმწიფო ორგანიზაციებში პროცესების ავტომატიზებისა და ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლის მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და დამკვეთის ბიზნესპროცესებზე მორგებული კონკრეტული ინოვაციური ბიზნესგადაწყვეტილებების შემუშავება; ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და არსებულის გაუმჯობესება; დანერგილი ქლაუდტექნოლოგიის (ღრუბლოვანი ტექნოლოგია) მიმართულებით ტექნოლოგიის განვითარება როგორც პროგრამული, ისე გამოთვლითი სიმძლავრეებისა და მასშტაბების კუთხით. დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის ქლაუდინფრასტრუქტურით (IaaS) სარგებლობის უზრუნველყოფა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების მომსახურებების მიმღები ორგანიზაციების რაოდენობის ზრდა.
·   გაიზარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების მომსახურებების მიმღები ორგანიზაციების რაოდენობა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - მომსახურება გაეწია 47 ორგანიზაციას; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელი - მომსახურება გაეწევა 53 ორგანიზაციას 2019 წელი - მომსახურება გაეწევა 59 ორგანიზაციას 2020 წელი - მომსახურება გაეწევა 65 ორგანიზაციას 2021 წელი - მომსახურება გაეწევა 70 ორგანიზაციას; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3 ორგანიზაცია; შესაძლო რისკები - 1. მომსახურებაზე აყვანილი ორგანიზაციის ბიუჯეტის დეფიციტი 2. ბაზარზე კონკურენტი ორგანიზაციის მიერ ფასების შემცირება (თვითღირებულებაზე ქვემოთ) 3. მომსახურებაზე აყვანილი ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის მიდგომის ცვლილება აუთსორსიდან საკუთარ IT ჯგუფზე გადასვლაზე
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მომსახურება გაეწია 47 ორგანიზაციას; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელი - მომსახურება გაეწევა 53 ორგანიზაციას 2019 წელი - მომსახურება გაეწევა 59 ორგანიზაციას 2020 წელი - მომსახურება გაეწევა 65 ორგანიზაციას 2021 წელი - მომსახურება გაეწევა 70 ორგანიზაციას; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს მომსახურება გაეწია 52 ორგანიზაციას.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022