თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშეწყობა; ...
თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის ხელშეწყობა; ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერების დაუშვებლობა; ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპების დაცვა, რომელიც ითვალისწინებს: დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების დაუშვებლობას; კონკურენციის შემზღუდავი ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული ქმედებების დაუშვებლობას; სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ კონკურენციის არამართლზომიერად შემზღუდავი ექსკლუზიური უფლებამოსილების მინიჭების დაუშვებლობას; კონკურენციის შემაფერხებელი სახელმწიფო დახმარებების დაუშვებლობას; კონკურენციის სააგენტოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების საჯაროობის, ობიექტურობის, არადისკრიმინაციულობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ქვეყნის კონკურენციის მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფა.
Rotate your device!
Last Update: 15.08.2022