Find program results

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა (31 01)

Allocated 89.7 c

Program implementer

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

Program description

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება; ...

ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და რეფორმების განხორციელება; აგრარული სექტორის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და შესაბამისი პროგრამების შემუშავება; სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების მართვა და ადმინისტრირება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია. გარემოს დაცვისა და მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა; ქვეყანაში გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, გარემოსდაცვითი კანონმდებლობით დადგენილი შეფასებითი და სტრატეგიული დოკუმენტების მომზადება; გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის სრულყოფა საერთაშორისო ვალდებულებებთან ჰარმონიზების მიზნით; სკრინინგისა და სკოპინგის პროცედურების ეროვნულ კანონმდებლობაში დანერგვა; სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის დანერგვა; ტრანსსაზღვრო პროცედურების შემოღება; საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პრინციპების შემოღება, ორჰუსის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად; გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ობიექტების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, წინასწარი და მოსალოდნელი რისკების კომპლექსურად დადგენა; გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და გარემოს დაცვის ნორმების გათვალისწინებით, ექსპერტიზას დაქვემდებარებულ საქმიანობებზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნების მომზადება; ევროკავშირის მოთხოვნებისა და საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შემუშავება ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში; ნარჩენების, ქიმიური ნივთიერებების, წყლის, ატმოსფერული ჰაერის, ბიომრავალფეროვნების სახელმწიფო მართვა; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა; მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა; სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანაგარიშების განხილვა, დამტკიცება და სახელმწიფო ბალანსზე აყვანა; მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებები; მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემის გაუმჯობესება ეკონომიკის სხვადასხვა დარგიდან დაბინძურების წყაროების და მათი გაფრქვევების ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდოლოგიის დანერგვის გზით; ოზონდამშლელი ნივთიერებების (ოდნ-ების) მოხმარების ეტაპობრივად შემცირების და საბოლოოდ შეწყვეტის მიზნით, მათი მოხმარების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება; გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაგეგმილი საქმიანობების შესწავლა და დასაბუთებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება; ეფექტური გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით გარემოზე ზემოქმედების გამომწვევი ფაქტორების ამსახველი ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნა; საინფორმაციო კამპანიებისა და ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო, არასამთავრობო, ბიზნეს და საერთაშორისო სექტორთან თანამშრომლობის გაძლიერება, ასევე ყველა დაინტერესებული მხარეებისათვის სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული მცენარეთა და ცხოველთა (მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების) აღრიცხვის და მდგომარეობის შეფასების საფუძველზე მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა; წითელი ნუსხის მიღმა დარჩენილი ცხოველთა სახეობების მდგომარეობის შეფასება, სანადირო სახეობებად განსაზღვრისა და რიგ შემთხვევაში დაცვის უფრო ქმედითი ზომების დანერგვა; თეთრყვავილას შერჩეულ პოპულაციებზე საბაზისო ინფორმაციის მოძიება მოპოვების ზეგავლენის დადგენის მიზნით, რომელიც რესურსის მდგრადი მოპოვების კვოტების დადგენის საშუალებას იძლევა.

აგრარული სექტორის განვითარება; ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ზრდა; გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფოს ერთიან ხედვასა და სტრატეგიასთან შესაბამისობაში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკა; კანონმდებლობის რეგულაციის ქვეშ მოქცეული ყველა ის საქმიანობა, რომელიც მნიშვნელოვან მავნე ზემოქმედებას ახდენს გარემოზე; ეფექტური გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი ერთიანი ელექტრონული სისტემა; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების, ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვის გაუმჯობესება ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო მოთხოვნებთან ჰარმონიზაციის გზით; კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები; ეტაპობრივად შემცირებული მიწის დეგრადაციის მასშტაბები; სახელმწიფო ბალანსზე არსებული წიაღის დაზუსტებული რაოდენობა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე, გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართული საზოგადოება; ცხოველთა, მათ შორის საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების საწყის მონაცემთა განახლებული ბაზა, საქართველოს ფლორისა და ფაუნის სახეობათა გავრცელების არეალის მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი საკონსერვაციო/აღდგენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.
·         ქართული პროდუქცია წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 7 სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ 7 საგამოფენო ღონისძიებაზე; ·         ქვეყნის შიგნით მოეწყო 3 გამოფენა-დეგუსტაციის ღონისძიება; ·         2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 959.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 23.2%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, შესაბამისად გაზრდილია ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობა; ·         დადგენილი იქნა თეთრყვავილას მოპოვების 2019 წლის კვოტა და მომზადდა სალიცენზიო პირობები 2019-2023 წლებისათვის თეთრყვავილას მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით. ინფორმაცია მოპოვების კვოტის და სალიცენზიო პირობების თაობაზე მიეწოდა ლიცენზიის გამცემ უწყებას. პროექტის ფარგლებში შეგროვებულ საბაზისო ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდა სატენდერო დოკუმენტაცია 2019 წელს თეთრყვავილას პოპულაციებზე მოპოვების ზეგავლენის კვლევის განხორციელებისათვის; ·         სოფელ ცანას ყოფილ დარიშხანის სამთამადნო წარმოების და გადამუშავების ობიექტებზე (ცანა1, ცანა 2 და ცანა 3), დარიშხანის შემცველი მავნე ნივთიერებების გაუვნებელყოფის მიზნით უსაფრთხო სარკოფაგების მოწყობისათვის შედგენილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობა; სექტორში დასაქმებულ ფერმერთა რაოდენობა; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომლიც ამოქმედდება 2018 წლიდან. ტრანსასაზღვრო პროცედურების განხორციელების კუთხით ამჟამად რეგულირება არ არსებობს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი კანონის შესაბამისად დანერგილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამჭვირვალე პროცედურები, უზრუნველყოფილი ზემოაღნიშნულ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი სტანდარტი, შემოღებული სტრატეგიული დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; ობიექტებზე, რომლებმაც შესაძლოა მოახდინონ ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების ვადების გადაწევა; შესაძლო რისკები - შეთანხმების პროცედურების შეფერხება 3 საბაზისო მაჩვენებელი - მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის, წყლისა და ჰაერის ხარისხის რეგულირების, მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტების კუთხით არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს; 2017 წელს საქართველო მიუერთდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ავალდებულებს კონვენციის მხარე ქვეყნებს 2019 წლის ბოლომდე მოამზადონ და კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინონ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ განახლებული დოკუმენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ახალი კანონის შესაბამისად დანერგილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამჭვირვალე პროცედურები, უზრუნველყოფილი ზემოაღნიშნულ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი სტანდარტი, შემოღებული სტრატეგიული დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; ობიექტებზე, რომლებმაც შესაძლოა მოახდინონ ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების მიღების ვადების გადაწევა; შესაძლო რისკები - შეთანხმების პროცედურების შეფერხება 4 საბაზისო მაჩვენებელი - ლიცენზიანტი საბადოს დამუშავების დაწყებამდე სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ ანგარიშს დასამტკიცებლად წარუდგენს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორის კომისიას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე ხდება მარაგის სახელმწიფო ბალანსზე აყვანა; მიზნობრივი მაჩვენებელი - სახელმწიფო ბალანსზე აყვანილი საშუალოდ 24 ერთეული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიში წელიწადში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ლიცენზიანტის მიერ ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - მიღებულია ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ რომელიც მოქმედებს 2015 წლის იანვრიდან. თუმცა, ჯერჯერობით სრულად არ არის შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები; დღეისათვის საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა და არც ამის სამართლებრივი ვალდებულება არსებობდა კოდექსის მიღებამდე. მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმები; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული ნარჩენების კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები ნარჩენების მართვის სფეროში; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ჩატარებული სწავლებები მუნიციპალური ნარჩენების გეგმების შემუშავების ხელშეწყობისათვის; შეთანხმებული ყველა მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - კანონის და კანონქვემდებარე აქტების შემუშავება საჭიროებს ექსპერტულ დახმარებას. შეთანხმების პროცედურების შეფერხება 6 საბაზისო მაჩვენებელი - აღინიშნება ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღი, ეწყობა თემატური შეხვედრები, მზადდება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ვრცელდება ვიდეო-რგოლები, პრომო ვიდეოები და სხვა. ეწყობა საინფორმაციო ეკო და მედია ტურები და პრეზენტაციები; მიზნობრივი მაჩვენებელი - აღინიშნება ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღი, მოწყობილი 20-მდე თემატური შეხვედრა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მაღალი ჩართულობა გარემოსდაცვითი თარიღების აღნიშვნისა და პოპულარიზაციის მიზნით. ყოველწლიურად მომზადებული და გავრცელებული 4-5 საინფორმაციო მასალა (ვიდეო-რგოლები; პრომო ვიდეოები და სხვა). სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აქტუალურობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად გამოყოფილი 3-მდე პრიორიტეტის ფარგლებში მომზადებული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა სახის 10-მდე ღონისძიება - საინფორმაციო ეკო და მედია ტურები და პრეზენტაციები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - გარემოსდაცვითი მწვანე თარიღისთვის ღონისძიებების ორგანიზების თვალსაზრისით შექმნილი ხარვეზები; საზოგადოების დაბალი ინტერესი 7 საბაზისო მაჩვენებელი - ამ ეტაპზე შეუძლებელია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის დაზუსტებით შეფასება; მონაცემების შეგროვებას სახეობების, ჰაბიტატებისა და ეკოსისტემების შესახებ არ აქვს სისტემატური ხასიათი; ირმის (Cervus elaphus maral), როგორც გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სრულყოფილი პოპულაციების აღდგენისათვის აღწარმოების ღონისძიებებია გასატარებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - შეფასებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მცენარეთა სახეობების პოპულაციები და დადგენილი მდგრადი მოპოვების კვოტები. ირმის ხელოვნური აღწარმოების პროგრამისა და გეგმის მიხედვით შერჩეულ ტერიტორიებზე გაშვებული გამრავლების ცენტრში გამოყვანილი სულ მცირე, 10 ინდივიდი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - მხარეებს შორის შეთანხმების პროცედურების შეფერხება, ირმის სადედე ინდივიდების მოპოვების გაძნელება, დაავადებების გავრცელება
1.          მიზნობრივი მაჩვენებელი ·         წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობა; ·         სექტორში დასაქმებულ ფერმერთა რაოდენობა; ·         სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელი. მიღწეული მაჩვენებელი ·         2018 წელს (წინასწარი მონაცემებით) აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტი განხორციელდა 96 ქვეყანაში; ·         აგროსასურსათო პროდუქციის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: რუსეთი - 243.6 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი - 155.3 მლნ დოლარი, ევროკავშირი - 148.0 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა - 83.1 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი - 67.9 მლნ აშშ დოლარი, სომხეთი - 53.6 მლნ აშშ დოლარი და ირანი - 36.6 მლნ აშშ დოლარი; ·         2018 წელს (წინასწარი მონაცემებით) საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 148 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 6%-ით (8 მლნ აშშ დოლარი) აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2018 წელს აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში ევროკავშირის ქვეყნების წილი 15.4%-ს შეადგენს; ·         2018 და 2017 წლებში საქართველოდან ევროკავშირში განხორციელებულ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტში თუ მხედველობაში არ მივიღებთ თხილის ექსპორტს, ევროკავშირის ქვეყნებში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი აღნიშნულ პერიოდში 25.6 მლნ აშშ დოლარით (30%-ით) არის გაზრდილი. აღნიშნული ზრდა განსაკუთრებით ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ლიტვაში ფიქსირდება. 2. საბაზისო მაჩვენებელი ·         მიღებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომლიც ამოქმედდება 2018 წლიდან. ტრანსასაზღვრო პროცედურების განხორციელების კუთხით ამჟამად რეგულირება არ არსებობს; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         ახალი კანონის შესაბამისად დანერგილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამჭვირვალე პროცედურები, უზრუნველყოფილი ზემოაღნიშნულ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი სტანდარტი, შემოღებული სტრატეგიული დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; ·         ობიექტებზე, რომლებმაც შესაძლოა მოახდინონ ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება. მიღწეული მაჩვენებელი ·         ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვარს; ·         გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოდექსის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის 1 ივლისს; ·         ტრანსსასაზაღვრო გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტრანსსასაზღვრო სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურები ამოქმედდება „ტრანსსასაზღვრო კონტექსტში გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ კონვენციისა და მისი „სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ“ ოქმის საქართველოსთვის ძალაში შესვლისთანავე. 3.              საბაზისო მაჩვენებელი ·         მოქმედი ეროვნული კანონმდებლობა წყლის რესურსების მართვის, წყლისა და ჰაერის ხარისხის რეგულირების, მონიტორინგისა და შეფასების სტანდარტების კუთხით არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს; ·         2017 წელს საქართველო მიუერთდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ავალდებულებს კონვენციის მხარე ქვეყნებს 2019 წლის ბოლომდე მოამზადონ და კლიმატის ცვლილების გაეროს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს წარუდგინონ „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ განახლებული დოკუმენტი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         ახალი კანონის შესაბამისად დანერგილი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გამჭვირვალე პროცედურები, უზრუნველყოფილი ზემოაღნიშნულ პროცედურებში საზოგადოების მონაწილეობის მაღალი სტანდარტი, შემოღებული სტრატეგიული დაგეგმარების ახალი ინსტრუმენტი - სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება; ობიექტებზე, რომლებმაც შესაძლოა მოახდინონ ტრანსსასაზღვრო გარემოზე ზემოქმედება, გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხორციელება; მიღწეული მაჩვენებელი ·         შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც ქმნის აუცილებელ სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვისათვის. შემუშავებულია „წყლის რესურსების მართვის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის ქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებიც ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან; ·         ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რეგულირების მიზნით მომზადდა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 ნოემბრის N550 დადგენილებით ცვლილებები შევიდა „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 დეკემბრის №238 დადგენილებაში. შემუშავდა და საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N383 დადგენილებით დამტკიცდა “ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების დადგენის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი”; ·         ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის შემუშავების მიზნით ეკონომიკის სექტორებისთვის გადაითვალა „სათბურის გაზების“ ემისიის არსებული რაოდენობა და განხორციელდა ემისიის პროგნოზირება 2030 წლისთვის. შემუშავდა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის დოკუმენტის სტრუქტურა და შინაარსი. NDC ის განხორციელების მიზნით მომზადდა "კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის 2021- 2030" წინასწარი სამუშაო ვერსია სატრანსპორტო სექტორისთვის. 4.    საბაზისო მაჩვენებელი ·         მიღებულია ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ რომელიც მოქმედებს 2015 წლის იანვრიდან. თუმცა, ჯერჯერობით სრულად არ არის შემუშავებული კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები; დღეისათვის საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული ნარჩენების მართვის დაგეგმვის სისტემა და არც ამის სამართლებრივი ვალდებულება არსებობდა კოდექსის მიღებამდე. მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიმუშაონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმები; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         შემუშავებული ნარჩენების კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები ნარჩენების მართვის სფეროში; მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ჩატარებული სწავლებები მუნიციპალური ნარჩენების გეგმების შემუშავების ხელშეწყობისათვის; შეთანხმებული ყველა მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმები; მიღწეული მაჩვენებელი ·         შემუშავებულია და დამტკიცებულია ნარჩენების კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი შემდეგი კანონქვემდებარე აქტები („ტექნიკური რეგლამენტი − ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის პირობების დამტკიცების თაობაზე“ (N325 - 08.06.2018) და „ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ (N 472 -14.09.2018)) ·         შემუშავებულია ნარჩენების კოდექსის სრული იმპლემენტაციისათვის აუცილებელი შემდეგი კანონქვემდებარე აქტების პროექტები (6 პროექტი). ·         მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებისათვის ჩატარებულია 16 ტრენინგი მუნიციპალური ნარჩენების გეგმების შემუშავების ხელშეწყობისათვის; ·         ყველა მუნიციპალიტეტს (გარდა ქ. თბილისისა) შემუშავებული და დამტკიცებული აქვს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, რომელიც შეთანხმებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ქ. თბილისისათვის მიმდინარეობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება. 5.              საბაზისო მაჩვენებელი ·         აღინიშნება ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღი, ეწყობა თემატური შეხვედრები, მზადდება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ვრცელდება ვიდეო-რგოლები, პრომო ვიდეოები და სხვა. ეწყობა საინფორმაციო ეკო და მედია ტურები და პრეზენტაციები; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         აღინიშნება ყველა გარემოსდაცვითი მწვანე თარიღი, მოწყობილი 20-მდე თემატური შეხვედრა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მაღალი ჩართულობა გარემოსდაცვითი თარიღების აღნიშვნისა და პოპულარიზაციის მიზნით. ყოველწლიურად მომზადებული და გავრცელებული 4-5 საინფორმაციო მასალა (ვიდეო-რგოლები; ·         პრომო ვიდეოები და სხვა). სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების აქტუალურობიდან გამომდინარე, ყოველწლიურად გამოყოფილი 3-მდე პრიორიტეტის ფარგლებში მომზადებული საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა სახის 10-მდე ღონისძიება - საინფორმაციო ეკო და მედია ტურები და პრეზენტაციები; მიღწეული მაჩვენებელი ·         აღინიშნა 11-მდე გარემოსდაცვითი ღონისძიება მწვანე თარიღი, რომელშიც მონაწილეობდნენ 3 არასამთავრობო და 5-მდე სამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. ·         ატმოსფერული ჰაერის მონაცემების მონიტორინგისა და ავტომატური, მობილური და ინდიკატორული გაზომვების, ასევე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის შექმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, დამზადდა 1 ვიდეო-რგოლი; ·         მოეწყო 10 - მდე სხვადასხვა სახის ცნობიერების ასამაღლებელი გარემოსდაცვითი ღონისძიება; ·         კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით ღონისძიებების შესახებ მოეწყო 1 ბრიფინგი. განხორციელდა 3 შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. სამინისტროს ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი თანამშრომლობით, რეგიონებში მასშტაბური დასუფთავების აქციები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას სამინისტროს წარმომადგენლებიც იღებდნენ. ნარჩენების მართვის თემატიკასთან და კოდექსის სიახლეების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.  სანერგეში სკოლის მოსწავლეებისთვის მოეწყო 2 ტური, სადაც მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს ზოგადად მცენარეების, წითელი ნუსხის სახეობის მცენარეთა, ცხოველთა და ფრინველთა შესახებ. ასევე, მათთვის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოეწყო პრეზენტაციები; ·         გაიმართა 3 პრეზენტაცა დაინტერესებული პირებისთვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით. 6.              საბაზისო მაჩვენებელი ·         ამ ეტაპზე შეუძლებელია ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მდგომარეობის დაზუსტებით შეფასება; ·         მონაცემების შეგროვებას სახეობების, ჰაბიტატებისა და ეკოსისტემების შესახებ არ აქვს სისტემატური ხასიათი; ·         ირმის (Cervus elaphus maral), როგორც გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის სრულყოფილი პოპულაციების აღდგენისათვის აღწარმოების ღონისძიებებია გასატარებელი; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         შეფასებული ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მცენარეთა სახეობების პოპულაციები და დადგენილი მდგრადი მოპოვების კვოტები. ირმის ხელოვნური აღწარმოების პროგრამისა და გეგმის მიხედვით შერჩეულ ტერიტორიებზე გაშვებული გამრავლების ცენტრში გამოყვანილი სულ მცირე, 10 ინდივიდი; მიღწეული მაჩვენებელი ·         არსებობს ინფორმაცია თეთრყვავილას ველური პოპულაციების და კერძო ნაკვეთების შესახებ, მათ შორის რესურსის ოდენობა და სიმჭიდროვე. ·         დადგენილია თეთრყვავილას მოპოვების 2019 წლის კვოტა, შემუშავებულია რეკომენდაციები მომდევნო წლებში კვოტის დადგენის კუთხით. ·         შემუშავებულია სამოქმედო გეგმა სამომავლო აქტივობების და მონიტორინგის განხორციელებისათვის, მათ შორის თეთრყვავილას პოპულაციებზე მოპოვების ზეგავლენის კვლევის კუთხით.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022