Find program results

დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა (34 03)

Allocated 85.2 c

Program implementer

სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

Program description

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ...

დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; საცხოვრებლით უზრუნველყოფილ დევნილთა სასოფლო სამეურნეო და/ან თვითდასაქმებაზე ორიენტირებული სოციალური პროექტების დაფინანსება; სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში დევნილთა ჩარიცხვის ხელშეწყობა და ჩარიცხული დევნილების ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; დევნილთა ცნობიერების ამაღლება საარსებო წყაროების შექმნის/გაუმჯობესებისაკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება
·         ჩატარდა 4 საინფორმაციო კამპანია; ·         განხორციელდა „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულთა თვითდასაქმების ხელშეწყობას მათთვის სახელობო იარაღების შესყიდვის გზით; ·         სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხული დევნილებს აუნაზღაურდათ ტრანსპორტირების ხარჯი; ·         შეიქმნა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად განხორციელდა „განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“; ·         შეიქმნა და პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად განხორციელდა „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა“ .
1 მიზნობრივი მაჩვენებელი - 200-მდე ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება საარსებო წყაროებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა დაბალი ინტერესი 2 საბაზისო მაჩვენებელი - 300 იძულებით გადაადგილებულ პირს აუნაზღაურდა ტრანსპორტირების ხარჯი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 500-მდე იძულებით გადაადგილებული პირს აუნაზღაურდება ტრანსპორტირების ხარჯი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - პროფსიულ კოლეჯებში ჩარიცხულ დევნილთა მომართვიანობის დაბალი დონე 3 საბაზისო მაჩვენებელი - მოეწყო 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ, რის შედეგადაც ინფორმირებულ იქნა 230 000 პირი, რომელთაგანაც 40% ქალია; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოეწყობა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ, რის შედეგადაც ინფორმირებულ იქნა 170 000 პირი; შესაძლო რისკები - სამიზნე მოსახლების დაბალი ინტერესი
1.საბაზისო მაჩვენებელი - მიზნობრივი მაჩვენებელი - 200-მდე ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იქნება საარსებო წყაროებით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს სააგენტომ გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ორ საერთაშორისო ორგანიზაციასთან (USAID & GIZ), რომლებთან ერთადაც განახორციელა ორი პროგრამა. სააგენტომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) პროექტ „ზრდა საქართველოში“ (შემდგომში - ზრდა) ერთად განახორციელა „განსახლებულ დევნილთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“, რომლის ფარგლებში 15 ოჯახისთვის (შინამეურნეობის 45 წევრი) მოეწყო 240 კვ.მ. ზომის სასათბურე მეურნეობები. სააგენტომ „მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“ ორგანიზაციასთან ერთად განახორციელა „მეწარმე სუბიექტთა მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის ფარგლებში დევნილებმა, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას მიიღეს მხარდაჭერა არანაკლებ 7 500 ლარისა და არაუმეტეს 10 000 ლარის ფარგლებში, იმ პირობით, რომ დაასაქმებენ ადგილობრივ მინიმუმ ერთ მოწყვლად პირს. საერთო ჯამში მხარდაჭერა მიიღო 20-მა მეწარმე სუბიექტმა. ასევე, პროგრამის მოთხოვნის შესაბამისად, დამატებით მინიმუმ ერთი მოწყვლადი პირის დასაქმებით, დაფინანსებული ბენეფიციარების გარდა, საარსებო წყარო შეექმნა დამატებით მინიმუმ 20 ოჯახს. სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოკლევადიანი პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამის კურსდამთავრებულ დევნილებს თვითდასაქმების მიზნით გადაეცათ სახელობო იარაღები. პროგრამის ერთ ბენეფიციარზე დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 1 600 ლარია. შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური განაცხადის შევსება. დაფინანსების ოდენობაც განმცხადებელთა პროპორციულად იცვლება. ჯგუფური განაცხადი შედგება მაქსიმუმ სამი დევნილისგან. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერა მიიღო 44-მა განმცხადებელმა (შინამეურნეობის 154 წევრი). 2. საბაზისო მაჩვენებელი - 300 იძულებით გადაადგილებულ პირს აუნაზღაურდა ტრანსპორტირების ხარჯი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 500-მდე იძულებით გადაადგილებული პირს აუნაზღაურდება ტრანსპორტირების ხარჯი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - „დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დევნილებს, რომლებიც სწავლობენ პროფესიულ პროგრამებზე უნაზღაურდებათ ტრანსპორტირების ხარჯი. წლის განმავლობაში პროგრამით ისარგებლა 363 დევნილმა; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 72,6%. დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის, არსებული განსხვავება განაპირობა პროფსიულ კოლეჯებში ჩარიცხულ დევნილ სტუდენტთა ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურების შესახებ მომართვიანობის დაბალმა დონემ. 3.საბაზისო მაჩვენებელი - მოეწყო 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ, რის შედეგადაც ინფორმირებულ იქნა 230 000 პირი, რომელთაგანაც 40% ქალია; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოეწყობა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ, რის შედეგადაც ინფორმირებულ იქნება 170 000 პირი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ჩატარდა 4 საინფორმაციო კამპანია საარსებო წყაროების პროგრამების და მათი მიმწოდებლების შესახებ.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022