Find program results

ფიზიკურ და იურიდიულ პირთა (მათ შორის ქონების), დიპლომატიური წარმომადგენლობების, ეროვნული საგანძურის დაცვის და უსაფრთხოების დონის ამაღლება (30 02)

Allocated 94.6 c

Program implementer

სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

Program description

კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებისაგან იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების და პირადი დაცვის უზრუნველყოფა; ...

კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებისაგან იურიდიულ და ფიზიკურ პირთა ქონების და პირადი დაცვის უზრუნველყოფა; დასაცავი ობიექტებიდან შეუფერხებელი, ხარისხიანი სიგნალის მიწოდების უზეუნველსაყოფად, ციფრული კავშირგაბმულობითა და დასაცავი ობიექტების თანამედროვე დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემებით აღჭურვა; ოპერატიული რეაგირების, დაცვა-გაცილების და ინკასაციის ჯგუფების, ასევე დასაცავი ობიექტების უზრუნველყოფა თანამედროვე საშუალებებით; ავტოპარკის მუდმივი განახლება; სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, შენობა-ნაგებობების რებილიტაცია-მშენებლობა.

მეტად დახვეწილი და გამართული დაცვითი მომსახურება; თანამედროვე და მაღალი ხარისხის დაცვითი სისტემებით აღჭურვილი დასაცავი ობიექტები; თანამედროვე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფილი ოპერატიული რეაგირების, დაცვა-გაცილების და ინკასაციის ჯგუფები ასევე დასაცავი ობიექტები; თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად რეაბილიტირებული და აშენებული დეპარტამენტის ბალანზე რიცხული შენობა-ნაგებობები.
· გამართული დაცვითი მომსახურება; · განახლებული ცენტრალური დაკვირვების პულტი თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით; · შეძენილია: ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა-ინკასაციისთვის განკუთვნილი დაჯავშნილი ავტომანქანები, ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისთვის, არაგაბარიტული ტვირთებისა და სხვა ფასეულობათა დაცვა-გაცილებისთვის მსუბუქი ავტომანქანებ, ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისთვის მაღალი გამავლობის ავტომანქანები; · დეპარტამენტის ბალანსზე გარემონტებული არსებული შენობების 6%.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს 12 905 ობიექტის დაცვას. აქედან საპოლიციო ძალით დაცულია 722 ობიექტი, ტექნიკური საშუალებებით - 11688 ობიექტი, შერეული დაცვა (საპოლიციო ძალა+ტექნიკური საშუალებები) ხორციელდება 277 ობიექტზე, პირადი დაცვით უზრუნველყოფილია 218 ფიზიკური პირი. GPS-ით დაცული ავტომანქანების რაოდენობაა - 1995; მიზნობრივი მაჩვენებელი - 10%-ით გაზრდილი არსებული მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 40%; შესაძლო რისკები - დასაცავი ობიექტების რაოდენობისა და დაცვის მომსახურების ხარისხის შემცირება 2 საბაზისო მაჩვენებელი - AES და SIS პროგრამული მომსახურება უზრუნველყოფს საქართველოს მაშტაბით 12 000-მდე აბონენტის გამართულ მუშაობას, თანამედროვე ციფრული რადიოკავშირგამულობის საშუალებებით უზრუნველყოფილია ქ. თბილისი და მისი შემოგარენი, აჭარის რეგიონი, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო და ოპერატიული რეაგირების ჯგუფები. გასაახლებელია დაცვის სიგნალის გადაცემისა და მიღების სისტემა სრულად, რეგიონალურ დანაყოფებში სიგნალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა (არსებული კომპიუტერული ტექნიკა ამორტიზირებულია), ასევე ქ. თბილისში მდებარე დაცვაში არსებული ობიექტებისთვის SMS შეტყობინებების დაგზავნის სერვისი. საჭიროა აბონენტთა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების 14 000-მდე გაზრდა. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებშიტექნიკურად გასაახლებელია ვიდესამეთვალყურეო სისტემები, დასანერგია გარე პერიმეტრის დაცვის სისტემები; მიზნობრივი მაჩვენებელი - სრულად განახლებული დაცვის სიგნალის გადაცემისა და მიღების სისტემა, რეგიონალურ დანაყოფებში განახლებული სიგნალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, დაცვის ქვეშ მყოფი აბონენტებისთვის SMS შეტყობინებების გაუმჯობესებული, მყისიერი დაგზავნის სერვისი, გადაიარაღებული ქსელური ინფრასტრუქტურა (კომპიუტერული ტექნიკა, საჰაერო ქსელური მოწყობილობა, სერვერები); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - დასაცავი ობიექტების რაოდენობის მკვეთრი ცვლილება, ახალი უფრო მეტად თანამედროვე სპეც. ტექნიკის ბაზარზე გამოჩენა და დამკვეთისგან მისი მოთხოვნა 3 საბაზისო მაჩვენებელი - დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულია 337-მსუბუქი ავტომობილი, 81 ჯიპი და პიკაპი, 12-სამგზავრო (ავტობუსი, მიკროავტობუსი), 1 სატვირთო ავტომობილი, 109 - ბრონირებული მანქანა, 2-სპეც ტექნიკა (ევაკუატორი). ზენორმატიული დატვირთვის გამო ინკასაციის მანქანები ხშირად გამოდის მწყობრიდან, ასევე ოპერატიული რეაგირების მანქანები მიეკუთვება მაღალი რისკის ჯგუფს და ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები, შესაბამისად ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების ჯგუფის მანქანებს ხშირად ესაჭიროებათ ჩანაცვლება; მიზნობრივი მაჩვენებელი - შეძენილი ან ჩანაცვლებული ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა-ინკასირებისათვის 20 ერთეული დაჯავშნილი ავტომანქანა, ოპერატიული რეაგირების ჯგუფების და მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებისათვის 20 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა, ოპერატიული რეაგირების ჯგუფების და დასაცავი ობიექტებისათვის 10 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - დასაცავი ობიექტების რაოდენობის ცვლილება, გაუთვალისწინებლად ავტომანქანების სრულად მწყობრიდან გამოსვლა (ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად) 4 საბაზისო მაჩვენებელი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე დღეის მდგომარეობით ირიცხება 65 შენობა, საიდანაც 34 შენობა აკმაყოფილებს სამუშაო პირობებისთვის საჭირო შესაბამის პირობებს, ხოლო 17 შენობას ესაჭიროება კოსმეტიკური რემონტი და 14 შენობას - კაპიტალური; მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემონტებული აჭარის დპს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რდპს, ქ. თბილისის სამმართველო. დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობილი ეზო, აშენებული იმერეთი-გურიის რდპს ჭიათურის ქვეგანყოფილების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს შენობები, გარემონტებული ადმინისტრაციული შენობის მე-6 სართულის ნაწილი (125 სამეთვალყურეო პულტის ოთახი), დასაცავი ობიექტებისათვის შეძენილი 10 ცალი და გარემონტებელი 150 ცალი დაცვის ჯიხური; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - დასაცავი ობიექტების რაოდენობისა და დაცვის მომსახურების ხარისხის შემცირება, გაუთვალისწინებელი ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაუგეგმავი რემონტები
1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს 12 905 ობიექტის დაცვას. აქედან საპოლიციო ძალით დაცულია 722 ობიექტი, ტექნიკური საშუალებებით - 11688 ობიექტი, შერეული დაცვა (საპოლიციო ძალა+ტექნიკური საშუალებები) ხორციელდება 277 ობიექტზე, პირადი დაცვით უზრუნველყოფილია 218 ფიზიკური პირი. GPS-ით დაცული ავტომანქანების რაოდენობა შეადგენს 1995 ერთეულს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 10%-ით გაზრდილი არსებული მაჩვენებელი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 13 568 დასაცავი ობიექტიდან საპოლიციო ძალით დაცულია 720 ობიექტი, ტექნიკური საშუალებებით – 12 325 ობიექტი, შერეული დაცვა (საპოლიციო ძალით და ტექნიკური საშუალებებით ერთდროულად) ხორციელდება 267 ობიექტზე, პირადი დაცვით უზრუნველყოფილია 256 ფიზიკური პირი. GPS-ით დაცული ავტომანქანების რაოდენობა შეადგენს 2 050 ერთეულს. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ცდომილება 5%. გაზრდილია დასაცავი ობიექტები, ვინაიდან გაიზარდა მოთხოვნა დაცვის პოლიციის მომსახურეობაზე. 2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - AES და SIS პროგრამული მომსახურება უზრუნველყოფს საქართველოს მასშტაბით 12 000-მდე აბონენტის გამართულ მუშაობას, თანამედროვე ციფრული რადიოკავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფილია ქ. თბილისი და მისი შემოგარენი, აჭარის რეგიონი, ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო და ოპერატიული რეაგირების ჯგუფები. გასაახლებელია დაცვის სიგნალის გადაცემისა და მიღების სისტემა სრულად, რეგიონალურ დანაყოფებში სიგნალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა (არსებული კომპიუტერული ტექნიკა ამორტიზირებულია), ასევე ქ. თბილისში მდებარე დაცვაში არსებული ობიექტებისთვის SMS შეტყობინებების დაგზავნის სერვისი. საჭიროა აბონენტთა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიების 14 000-მდე გაზრდა. ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ტექნიკურად გასაახლებელია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დასანერგია გარე პერიმეტრის დაცვის სისტემები. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სრულად განახლებული დაცვის სიგნალის გადაცემისა და მიღების სისტემა, რეგიონალურ დანაყოფებში განახლებული სიგნალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, დაცვის ქვეშ მყოფი აბონენტებისთვის SMS შეტყობინებების გაუმჯობესებული, მყისიერი დაგზავნის სერვისი, გადაიარაღებული ქსელური ინფრასტრუქტურა (კომპიუტერული ტექნიკა, საჰაერო ქსელური მოწყობილობა, სერვერები); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განახლებულია ცენტრალური დაკვირვების პულტის ტექნიკური საშუალებები და უზრუნველყოფილია ცენტრალური დაკვირვების პუნქტის შეუფერხებელი და გამართული მუშაობა. სრულად განახლდა დაცვის სიგნალის გადაცემისა და მიღების სისტემა, რეგიონალურ დანაყოფებში განახლდა სიგნალების მართვის პროგრამული უზრუნველყოფა, გაუმჯობესდა დაცვის ქვეშ მყოფი აბონენტებისთვის SMS შეტყობინებების მყისიერი დაგზავნის სერვისი, გადაიარაღდა ქსელური ინფრასტრუქტურა (კომპიუტერული ტექნიკა, საჰაერო ქსელური მოწყობილობა,სადისპეჩერო სერვერები); 3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულია 337-მსუბუქი ავტომობილი, 81 ჯიპი და პიკაპი, 12-სამგზავრო (ავტობუსი, მიკროავტობუსი), 1 სატვირთო ავტომობილი, 109 - დაჯავშნილი მანქანა, 2-სპეც ტექნიკა (ევაკუატორი). ზენორმატიული დატვირთვის გამო ინკასაციის მანქანები ხშირად გამოდის მწყობრიდან, ასევე ოპერატიული რეაგირების მანქანები მიეკუთვება მაღალი რისკის ჯგუფს და ხვდებიან ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეები, შესაბამისად ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების ჯგუფის მანქანებს ხშირად ესაჭიროება ჩანაცვლება; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - შეძენილი ან ჩანაცვლებული ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა-ინკასირებისათვის 20 ერთეული დაჯავშნილი ავტომანქანა, ოპერატიული რეაგირების ჯგუფების და მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილებისათვის 20 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა, ოპერატიული რეაგირების ჯგუფების და დასაცავი ობიექტებისათვის 10 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ფულადი სახსრებისა და სხვა ფასეულობათა გადაზიდვა-ინკასირებისათვის შეძენილია 15 ერთეული დაჯავშნილი ავტომანქანა, ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისათვის, არაგაბარიტული ტვირთების, ფეთქებადი, ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა ფასეულობათა დაცვა-გაცილებისათვის - 38 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა, ოპერატიული რეაგირების ჯგუფებისათვის 10 ერთეული მაღალი გამავლობის (პიკაპის ტიპის) ავტომანქანა, რომლების გამოიყენება მაღალმთიან და მთაგორიან რეგიონებში; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ცდომილება 26%. დასაცავი ობიექტების ზრდისა და დასაცავი ობიექტების სპეციფიკიდან გამომდინარე (განგაშის მიღებიდან 3-დან 5 წუთში ობიექტზე მისვლა) საჭირო გახდა ოპერატიული ა/მანქანების დამატება. ასევე, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები, რასაც მწყობრიდან გამოყავს არსებული ავტოპარკი და საჭიროებს მუდმივ განახლებას. გაზრდილია არაგაბარიტული და სახიფათო მოძრავი ტვირთების დაცვა-გაცილების მოთხვნა, საქმიანობის შეუფერხებელი და სრულყოფილი შესრულებისთვის საჭიროა, როგორც არსებული პარკის განახლება, ასევე, ახალი სატრანსპორტო საშუალებების დამატება. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე ირიცხება 65 შენობა, საიდანაც 34 შენობა აკმაყოფილებს სამუშაო პირობებისთვის საჭირო შესაბამის პირობებს, ხოლო 17 შენობას ესაჭიროება კოსმეტიკური რემონტი და 14 შენობას - კაპიტალური რემონტი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - გარემონტებული აჭარის დპს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რდპს, ქ. თბილისის სამმართველო. დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობილი ეზო, აშენებული იმერეთი-გურიის რდპს ჭიათურის ქვეგანყოფილების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს შენობები, გარემონტებული ადმინისტრაციული შენობის მე-6 სართულის ნაწილი (125 სამეთვალყურეო პულტის ოთახი), დასაცავი ობიექტებისათვის შეძენილი 10 ცალი და გარემონტებელი 150 ცალი დაცვის ჯიხური; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - გარემონტებული ინკასაციის, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკური პირთა დაცვის სამმართველოების ადმინისტრაციული შენობა, კახეთის რდპ სამმართველოს გურჯაანის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობა, დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მე-5 სართულის ნაწილი (125 განყოფილების სამეთვალყურეო პულტის ოფისებისათვის); დიპლომატიური მისიების, მათი ხელმძღვანელების რეზიდენციების, ეროვნული საგანძურისა და სხვადასხვა დასაცავი ობიექტებისათვის გარემონტებელი 185 ერთეული. დაცვის საგუშაგო ჯიხური; საანგარიშო პერიოდში დაიწყო და გრძელდება: დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის I სართულზე სასერვერო ოთახის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის და აჭარის დპ სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ცდომილება 55 %. გარემონტებული ინკასაციის, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკური პირთა დაცვის სამმართველოების ადმინისტრაციული შენობა - ერთ შენობაშია განლაგებული ინკასაციის და მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველო; გარემონტებული კახეთის რდპ სამმართველოს გურჯაანის ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული შენობა - ძირითადად გარემონტდა დეპარტამენტის ისეთი დანაყოფები, სადაც შენობები საკმაოდ მოძველებულია, იმდენად რომ საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. წლების განმავლობაში არ ჩატარებულა მიმდინარე ან კაპიტალური რემონტი. ძლიერი წვიმებისა და მძიმე კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დაბზარულია სამუშაო ოთახების კედლები, სანიტარული კვანძები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს, რის გამოც ხშირია სისტემის მწყობრიდან გამოსვლა. გარემონტებული დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მე-5 სართულის ნაწილი (125 განყოფილების სამეთვალყურეო პულტის ოფისებისათვის) - მე-6 სართულის მაგივრად 125 სამეთვალყურეო პულტის ოთახი მოეწყო მე-5 სართულზე, დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის I სართულზე სასერვერო ოთახის სარემონტო სამუშაოები - დასაცავ ობიექტებზე ცენტრალური დაკვირვების პულტის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის აუცილებელია სერვერების განახლება. დეპარტამენტში არსებული სერვერები ექსპლუატაციაშია 2010 წლიდან (საჭიროებს განახლებას, მოდერნიზაციას). სერვერების განახლება უზრუნველყოფს ქ. თბილისსა და რეგიონალურ დანაყოფებში 100%-ით განახლებულ AES და SIS სისტემური და პროგრამული მომსახურეობას, რეგიონალურ დანაყოფებში 100%-ით განახლებულ სიგნალების მართვის პროგრამას, რეგიონალურ პულტებზე გააქტიურებულ SMS სერვის, ასევე უზრუნველყოფს ტექნიკური საშუალებებით დაცვაში არსებული აბონენტების რაოდენობის გაზრდას 18000-მდე. არსებული კომპიუტერული ტექნიკა ამორტიზირებულია, შესაბამისად ვერ უძლებს დატვირთვას, ხშირია კრიტიკულ მომენტში გათიშვის შემთხვევები (პიკის საათებში, როდესაც ხდება 8000-მდე ობიეტის ერთდროული დახურვა/გახსნა), რაც იწვევს მთლიანი "პულტის" სამუშაო პროცესის შეფერხებას. შესაბამისად, ვერ ხერხდება ინციდენტებზე დროული რეაგირება, აგრეთვე ვერ ხერხდება დროულად SMS შეტყობინებების დაგზავნა. განახლების შედეგად დეპარტამენტი შეძლებს ზემოთ ხსენებული პრობლემების აღმოფხვრას, კერძოდ, გაიმართება დუბლირებული სერვერების სისტემა სადაც მოხდება დატვირთვის გადანაწილება 2 სერვერზე, ცალკეულ სერვერზე ჩაიწერება SMS შეტყობინებების დასაგზავნი პროგრამა (მნიშნელოვნად შემცირდება გაგზავნის დროს და დამატებით დატვირთვას ააცილებს მონიტორინგის სისტემას). აგრეთვე, ერთ სერვერზე გაიმართება GPS სისტემა, ბაზა სადაც შეინახება ობიექტების კოორდინატები და მოხდება რუქაზე საგანგაშო ობიექტის ვიზუალიზაცია ოპერატორებთან და მორიგე ოფიცერთან დამონტაჟდება დუბლირებული სადისპეჩერო სადგურები, რომლის მეშვეობითაც მორიგე ოფიციერი მოახდენს რეალურ დროში ყველა განგაშის, დაკავების ჯგუფების გადაადგილების და საგანგაშო ობიექტებზე სიტუაციის მონიტორინგს. აგრეთვე ქოლლ ცენტრში დამონტაჟდება 4 სადისპეჩერო სადგური, რის შედეგადაც პიკის საათის დროს მნიშნელოვნად შეუმსუბუქდება ც.დ.პ. - ს დატვირთვა; საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები - ქ. თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მდებარე დეპარტამენტის შენობაში უახლესი ტექნოლოგიებით განხორციელდა ოფისის მოწყობა, სადაც განთავსდება მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, ფიზიკური და იურიდიული პირები მიიღებენ დეტალურ (კვალიფიციურ) ინფორმაციას დეპარტამენტის საქმიანობისა და მისი მომსახურებების შესახებ, შეავსებენ განაცხადებს, გაფორმდება ხელშეკრულებები. ყოველივე ზემო აღნიშნული წარმოადგენს დეპარტამენტის საიმიჯო პროექტს, რომლის ამოქმედებაც დადებითად იმოქმედებს დეპარტამენტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმიჯზე, ასევე გამოიწვევს დამატებითი შემოსავლების მობილიზებას; გარემონტებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რდპს, ქ. თბილისის სამმართველო - ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გადაიდო 2019 წლისთვის; დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობილი ეზო - საანგარიშო პერიოდში ვერ მოესწრო აღნიშნული სამუშაოების განხორციელება და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გადაიდო 2019 წლისთვის; აშენებული იმერეთი-გურიის რდპს ჭიათურის ქვეგანყოფილება - მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა აშენებულიყო აღნიშნული ქვეგანყოფილება, სარგებლობა გადაცემულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შესაბამისად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიწის გაცვლის თაობაზე; დასაცავი ობიექტებისთვის შეძენილი 10 ერთეული დაცვის ჯიხური - დასაცავი ობიექტებისთვის გამოყენებული იქნა გარემონტებული ჯიხურები.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022