Find program results

დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი (35 03 02 01)

Allocated 0 c

Program implementer

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

Program description

დაავადებათა ადრეული გამოვლენის უზრუნველყოფა და გავრცელების შეზღუდვა; ...

დაავადებათა ადრეული გამოვლენის უზრუნველყოფა და გავრცელების შეზღუდვა; ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგი (ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესისათვის, 50-70 წლის ასაკის მამაკაცებში სპეციფიკურ ანტიგენზე გამოკვლევა პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით);საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი (გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით); 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა; ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა; დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის საპილოტე, დღენაკლულთა სიბრმავის პროფილაქტიკა.

დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის ღონისძიებების გაუმჯობესება; სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებლების გაუმჯობესება; საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდა, სოფლის ექიმების აქტიური ჩართულობის (Pap-ტესტის აღება) და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლების გზით სკრინინგული კვლევით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება, მონიტორინგის სისტემის სრულყოფა; ბავშვთა ასაკის მენტალური დარღვევების ადრეული გამოვლენა და სერვისზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ეპილეფსიის დიაგნოსტიკის და სერვისზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; დღენაკლულთა რეტინოპათიის ადრეული გამოვლენა და მკურნალობის სქემებში დროული ჩართვა.
·   საანგარიშო პერიოდში განხორციელდა დაგეგმილი ღონისძიებები. გაუმჯობესდა დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და გავრცელების პრევენციის ღონისძიებები, ბავშვთა ასაკი მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და სერვისზე ხელმისაწვდომობა, ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საპროგნოზო რაოდენობებთან შედარებით კიბოს სკრინინგული კვლევების შესრულების მაჩვენებლები:ძუძუს კიბოს სკრინინგი -99.5%; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 97,3%; პროსტატის კიბოს სკრინინგი - 100%; კოლორექტალური კიბოს სკრინინგი - 97,5%; მიზნობრივი მაჩვენებელი - კიბოს ახლად გამოვლენილ შემთხვევებში მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილის შემცირება 3% (2017 წლის მონაცემებთან შედარებით); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2-3%; შესაძლო რისკები - მოსახლეობის დაბალი ცნობიერება კიბოს სკრინინგის სარგებლის შესახებ; არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა; შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის სიმცირე 2 საბაზისო მაჩვენებელი - საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი-გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობა - 1122; კოლპოსკოპიული გამოკვლევების რაოდენობა - 187; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (Pap–ტესტი) - 94.0%, კოლპოსკოპია - 96.9%; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიზნობრივი პოპულაციის მოცვის მაჩვენებელი - 30%; საშვილოსნოს ყელის კიბოს ახლად გამოვლენილ შემთხვევებში მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევები შეადგენს არაუმეტეს 20%-ს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 4%; შესაძლო რისკები - მოსახლეობის დაბალი ცნობიერება კიბოს სკრინინგის სარგებლის შესახებ; არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა; შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე სამედიცინო პერსონალის სიმცირე 3 საბაზისო მაჩვენებელი - 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციის შესრულების მაჩვენებელი საპროგნოზო რაოდენობასთან მიმართებაში - 99,8%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ქ.თბილისის და დამატებით 1 ქალაქის მასშტაბით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3-5%; შესაძლო რისკები - რეგიონების დაბალი ჩართულობა; არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა; კვალიფიციური ადამიანური რესურსის სიმწირე 4 საბაზისო მაჩვენებელი - ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა- გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობა - 2625 ბენეფიციარი, მათ შორის 45% თბილისის მაცხოვრებელი, ხოლო სხვადასხვა რეგიონებიდან - 55%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია თბილისის და ქუთაისის (პილოტი) მასშტაბით; ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის საეჭვო და წარსულში ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა 6%-ს ჩაუტარდა დიაგნოზის გადამოწმება(დადასტურება ან უარყოფა) ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით. ეპილეფსიის ეროვნული რეგისტრი დაინერგა ქვეყნის მასშტაბით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 3%; შესაძლო რისკები - რეგიონების დაბალი ჩართულობა არასაკმარისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა; კვალიფიციური ადამიანური რესურსების ნაკლებობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის საპილოტე პროექტი ქ. თბილისის და დამატებით 1 ქალაქის მასშტაბით დაბადებული და რეფერირებული დღენაკლული ახალშობილების 100%-ის გამოკვლევა რეტინოპათიის დიაგნოსტირების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისე მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1-2%; შესაძლო რისკები - ტექნიკური მიზეზი
1. საბაზისო მაჩვენებელი - საპროგნოზო რაოდენობებთან შედარებით კიბოს სკრინინგული კვლევების შესრულების მაჩვენებლები: ძუძუს კიბოს სკრინინგი -99.5%; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 97,3%; პროსტატის კიბოს სკრინინგი - 100%; კოლორექტალური კიბოს სკრინინგი - 97.5%; მიზნობრივი მაჩვენებელი - კიბოს ახლად გამოვლენილ შემთხვევებში მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილის შემცირება 3%; მიღწეული მაჩვენებელი - საპროგნოზო რაოდენობებთან შედარებით კიბოს სკრინინგული კვლევების შესრულების მაჩვენებლები: ძუძუს კიბოს სკრინინგი - 83,4%; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 86,6%; პროსტატის კიბოს მართვა - 151%; კოლორექტალური კიბოს სკრინინგი - 82,2%. კიბოს ახლად გამოვლენილ შემთხვევებში მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევების წილი 2016 წელს შეადგენდა 46%-ს, ხოლო 2017 წელს 25%-ს (შემცირებულია 21%-ით); ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: კიბოს სკრინინგის შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებლების მიზეზია:   მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილობისა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, კერძოდ, მამოგრაფების მცირე რაოდენობა ქვეყანაში და მისი არათანაბარი გეოგრაფიული განაწილება (გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კონტრაქტორი დაწესებულება მამომობილების საშუალებით კვარტალში ერთხელ ახორციელებს სკრინინგულ კვლევებს იმ რეგიონებში, სადაც არ ფუნქციონირებს სტაციონარული მამოგრაფი (გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი);   მოსახლეობის ცნობიერების დაბალი დონე (სერვისების მიმწოდებელი საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებდა სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო ღონისძიებებს, თუმცა მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის ინფორმაციის ნაკლებობა სკრინინგული კვლევების მნიშვნელობის შესახებ.);   სკრინინგულ/პრევენციულ პროგრამებში ვალდებულებებისა და მოტივაციური ელემენტების არარსებობა პირველადი ჯანდაცვის დონეზე; 2.დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი - გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობა - 1 122; კოლპოსკოპიული გამოკვლევების რაოდენობა - 187; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (Pap–ტესტი) - 94.0%, კოლპოსკოპია - 96.9%; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მიზნობრივი პოპულაციის მოცვის მაჩვენებელი - 30%; საშვილოსნოს ყელის კიბოს ახლად გამოვლენილ შემთხვევებში მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევები შეადგენს არაუმეტეს 20%-ს; მიღწეული მაჩვენებელი - საშვილოსნოს ყელის ორგანიზებული სკრინინგი - მიზნობრივი პოპულაციის მოცვის მაჩვენებელი - 20.8%. საშვილოსნოს ყელის კიბოს ახლად გამოვლენილ შემთხვევებში მე–4 და მე–3 სტადიაზე გამოვლენილი შემთხვევები - 37% (2018 წელი). ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: საშვილოსნოს ყელის კიბოს ორგანიზებული სკრინინგის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს გადაეცათ სამინისტროს მიერ შესყიდული სამედიცინო აღჭურვილობა, ჩაუტარდათ ტრენინგები ნაცხის აღების ტექნიკის შესასწავლად, 2018 წელს არ განხორციელდა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი მეორე სქემით (სოფლის ექიმების მიერ ნაცხის აღება). ამის მიზეზია: პჯდ-ექიმების დაბალი მოტივაცია და აქტიურობა, მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმატიულობის დაბალი დონე სკრინინგის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კვლევები ხორციელდებოდა მხოლოდ პირველი სქემით (ბენეფიციართა რეფერირება). 3. საბაზისო მაჩვენებელი - 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციის შესრულების მაჩვენებელი საპროგნოზო რაოდენობასთან მიმართებაში - 99,8%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია ქ. თბილისის და დამატებით 1 ქალაქის მასშტაბით; მიღწეული მაჩვენებელი - 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციის შესრულების მაჩვენებელი საპროგნოზო რაოდენობასთან მიმართებით - 72,2%; გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, კონტრაქტორ დაწესებულების შპს „გლობალმედის“ მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება შპს „ბომონდთან“ (ქ. ქუთაისი), სადაც საანგარიშო პერიოდში გამოკვლეულია 41 ბენეფიციარი. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ·   „1-დან 6-წლამდე ბავშვთა ასაკის მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენციის“ კომპონენტის ფარგლებში შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზია ბენეფიციართა დაბალი მიმართვიანობა სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში, რაც განპირობებულია პირველადი ჯანდაცვის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მიერ შესაძლო დარღვევების მქონე ბავშვების არადროული იდენტიფიცირებით, ასევე, მშობლების ცნობიერების და ინფორმირებულობის არასაკმარისი დონით; ·   რეგიონების დაბალი ჩართულობა - გამოკვლეულ პირთა 81.3% თბილისის მაცხოვრებელია (ფაქტიური მისამართების მიხედვით), ხოლო სხვადასხვა რეგიონებიდან გამოკვლევა ჩაუტარდა ბენეფიციართა 18.7%-ს, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორი დაწესებულების მიერ გაფორმებულია ხელშეკრულება ქვეკონტრაქტორთან სერვისების მიწოდების თაობაზე დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისათვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდით მიზნით; თუმცა მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია -სავარაუდოდ, პირველადი ჯანდაცვის ექიმებსა და მოსახლეობაში ამ სერვისების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო. 4. საბაზისო მაჩვენებელი - ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა- გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობა - 2 625 ბენეფიციარი, მათ შორის 45% თბილისის მაცხოვრებელი, ხოლო სხვადასხვა რეგიონებიდან - 55%; მიზნობრივი მაჩვენებელი - სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია თბილისის და ქუთაისის (პილოტი) მასშტაბით; ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის საეჭვო და წარსულში ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა 6%-ს ჩაუტარდა დიაგნოზის გადამოწმება(დადასტურება ან უარყოფა) ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით. ეპილეფსიის ეროვნული რეგისტრი დაინერგა ქვეყნის მასშტაბით; მიღწეული მაჩვენებელი - ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა- გამოკვლეულ ბენეფიციართა რაოდენობა - 2176 ბენეფიციარი, მათ შორის 25.4% თბილისის მაცხოვრებელი, ხოლო სხვადასხვა რეგიონებიდან - 74,6%; სერვისის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია თბილისისა და ქუთაისის მასშტაბით ქვეკონტრაქტორების მეშვეობით; ახლად გამოვლენილი ეპილეფსიის საეჭვო და წარსულში ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა 6%-ს ჩაუტარდა დიაგნოზის გადამოწმება(დადასტურება ან უარყოფა) ხარისხიანი მკურნალობის უზრუნველყოფის მიზნით. ეპილეფსიის ეროვნული რეგისტრი დაინერგა ქვეყნის მასშტაბით. 5. საბაზისო მაჩვენებელი - დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის საპილოტე პროექტი ქ. თბილისის და დამატებით 1 ქალაქის მასშტაბით დაბადებული და რეფერირებული დღენაკლული ახალშობილების 100%-ის გამოკვლევა რეტინოპათიის დიაგნოსტირების მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული მაჩვენებელი -დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგის პილოტი - საანგარიშო პერიოდში სკრინინგი ჩაუტარდა საპროგნოზო რაოდენობის 118.3%-ს.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022