Find program results

სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა (32 05 04)

Allocated 85 c

Program implementer

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

Program description

სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების/ერთეულების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერული კვლევების პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა, სამეცნიერო პერსონალისთვის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე დამყარებული უნარ-ჩვევების ...

სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულებების/ერთეულების ხელშეწყობის მიზნით მეცნიერული კვლევების პრიორიტეტული მიმართულებების გამოკვეთა, სამეცნიერო პერსონალისთვის თანამედროვე სამეცნიერო მიღწევებზე დამყარებული უნარ-ჩვევების გამომუშავება; სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის, მათ შორის, სამეცნიერო საქმიანობისათვის საჭირო ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის უზრუნველყოფა და შესაფერისი პირობების შექმნა; კვლევის პროცესში ინოვაციების გამოკვეთა.

დაფინანსდება 41 დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საქმიანობა (სამეცნიერო პროგრამა), რაც ნიშნავს სამეცნიერო მიმართულებათა ფართო სპექტრის მხარდაჭერას; გაიზრდება სამეცნიერო კვლევების ეფექტიანობა (პუბლიკაციები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, ციტირების ინდექსი, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და ფორუმების ორგანიზება, მათში მონაწილეობა და სხვ.) გაიზრდება ქართველი მეცნიერების ცნობადობა საზღვარგარეთ; გაიზრდება ქართველი მეცნიერების პროდუქტიულობა (მონოგრაფიები, წიგნები, კრებულები და სხვ.); გაიზრდება სამეცნიერო კვლევებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა; სამეცნიერო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება და მიუახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს; გაიზრდება სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ცნობადობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; გაძლიერდება კავშირები ეკონომიკის პრაქტიკულ საჭიროებებსა და შესაბამისი პროფილის სამეცნიერო კვლევებს შორის.
დაფინანსებულია 43 დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითის ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების მიზნით (კვლევებისა და ცდების განხორციელება, ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციები და ფორუმები, საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა, წიგნებისა და მონოგრაფიების გამოცემა, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება (მათ შორის მაღალრეიტინგულ ჟურნალებში)), გაუმჯობესებულია სამეცნიერო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო პირობები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ სამეცნიერო-კვლევით ერთეულთა წლიური სამეცნიერო საქმიანობის შეფასების შედეგები. ანგარიშის თანხმად, უმაღლესი შეფასება მიიღო 28 სამეცნიერო კვლევითმა ერთეულმა, დამაკმაყოფილებელი შეფასება - 13, უარყოფითი შეფასება 0, ხოლო არ შეფასდა 1 სამეცნიერო კვლევითი ერთეული; მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შეფასების 10%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებლები; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - წარმოდგენილი პროექტების ტექნიკური ხარვეზები 2 საბაზისო მაჩვენებელი - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა და დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების 41 პროექტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლების შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - წარმოდგენილი პროექტების არაჯეროვანი შესრულება
1.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სსიპ - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ სამეცნიერო-კვლევით ერთეულთა წლიური სამეცნიერო საქმიანობის შეფასების შედეგების თანხმად, უმაღლესი შეფასება მიიღო 28 სამეცნიერო კვლევითმა ერთეულმა, დამაკმაყოფილებელი შეფასება - 13, უარყოფითი შეფასება 0, ხოლო არ შეფასდა 1 სამეცნიერო კვლევითი ერთეული; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შეფასების 10%-ით გაუმჯობესებული მაჩვენებლები; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი შეფასებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების პროექტები. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა და დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების 41 პროექტი; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლების შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შესაფასებლად წარმოდგენილი იქნა და დაფინანსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების 43 პროექტი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა ორი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) და შესაბამისად ,,სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 43 სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

Rotate your device!

Last Update: 15.08.2022