მოძებნე პროგრამის შედეგები

ზოგადი განათლების ხელშეწყობა (32 02 13)

გამოყოფილია 197.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ...

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა; სასწავლო წლისთვის საკლასო ჟურნალით ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უზრუნველყოფა; აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურ ქართველებისთვის ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნება, აგრეთვე ქართული ენის შესწავლის ხელშეწყობა; საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის ქართული ენის სწავლება ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ხელშეწყობა;

ზოგადი განათლების მიღებით უზრუნველყოფილნი არიან თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული არასრულწლოვნები; თანაბარი პირობების მქონე შეჯიბრში მონაწილეობით მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაციის დონე და საკუთარი თავის/სკოლის და ქალაქისა თუ სოფლის წარმოჩენის სურვილი; გაზრდილია გალის რაიონში სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა კონკურენტუნარიანობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. მოხდება საჯარო და საჭიროებისამებრ კერძო სკოლების უზრუნველყოფა სასკოლო ჟურნალებით.
·           ამაღლდა თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ცოდნის დონე ქართულ ენაში; ·           თანაბარი პირობების მქონე შეჯიბრში მონაწილეობით მოსწავლეებში გაიზარდა მოტივაციის დონე და საკუთარი თავის/სკოლის და ქალაქისა თუ სოფლის წარმოჩენის სურვილი; ·           გაიზარდა გალის რაიონში სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთა კონკურენტუნარიანობა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე; ·           საკლასო ჟურნალებით უზრუნველყოფილია ყველა საჯარო და საჭიროებისამებრ კერძო სკოლა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 70 პირი უზრუნველყოფილ იქნა ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - ბენეფიციართა არარსებობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელებულია ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლისათვის. სულ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულია 40 000-მდე მოსწავლე; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - მოსწავლეთა ნაკლები ჩართულობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - გალის რაიონის 46 პედაგოგი გადაამზადდა, რომლებმაც 400-მდე აბიტურიენტი მოამზადეს ეროვნული გამოცდებისთვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - შეფერხება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2017-2018 სასწავლო წლისთვის 2 085 - მდე საჯარო სკოლა და საჭიროებისამებრ, კერძო სკოლა უზრუნველყოფილია 38 100 სასკოლო ჟურნალით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 70 პირი უზრუნველყოფილ იქნა ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი 2017-2018 და 2018-2019 სასწავლო წლისათვის თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილის სტატუსის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე 70 პირი უზრუნველყოფილი იქნა ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობით. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი განხორციელებულია ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატი საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლისათვის. სულ ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულია 40 000-მდე მოსწავლე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 36 000 - მდე მოსწავლე; 3.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი გალის რაიონის 46 პედაგოგი გადაამზადდა, რომლებმაც 400-მდე აბიტურიენტი მოამზადეს ეროვნული გამოცდებისთვის; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი გადამზადდა გალის რაიონის 46 პედაგოგი, რომლებმაც მომაზადეს 320 აბიტურიენტი ეროვნული გამოცდებისთვის (238 - ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში). 4.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი 2017-2018 სასწავლო წლისთვის 2 085 - მდე საჯარო სკოლა და საჭიროებისამებრ, კერძო სკოლა უზრუნველყოფილია 38 100 სასკოლო ჟურნალით; დაგეგმილიმი ზნობრივი მაჩვენებელი საბაზო მაჩვენებლის შენარჩუნება; მიღწეული შუალედური შედეგის შეფასების ინდიკატორი 2018-2019 სასწავლო წლისთვის, საქართველოს 2 311 საჯარო და კერძო სკოლებისთვის დარიგებულია 38 800 ერთეული სასკოლო ჟურნალი. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე ქვეპროგრამის „ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა“ ფარგლებში მოსწავლეების ფიზიკურ აქტივობასა და სპორტში მასობრივი ჩართვისა და სასკოლო სპორტის განვითარების მიზნით, სამინისტრომ დააფინანსა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ეროვნულ დონეზე ჩატარება, რამაც გავლენა იქონია დაზუსტებული გეგმის მოცულობაზე.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019