მოძებნე პროგრამის შედეგები

სამეცნიერო კვლევა და სამხედრო მრეწველობის განვითარება (29 07)

გამოყოფილია 177.8 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრი ,,დელტა"; სსიპ - გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი; სსიპ - ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი; სსიპ - რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი; სსიპ - მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტი; სსიპ - ინსტიტუტი ,,ოპტიკა”; სსიპ - სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა - ტექნიკის ინსტიტუტი

პროგრამის აღწერა და მიზანი

ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნა შესაძლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში მონაწილეობის მისაღებად; ...

ეროვნული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მზადყოფნა შესაძლო სამხედრო აგრესიის შესაკავებლად და რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში მონაწილეობის მისაღებად; საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე და ეროვნული სამხედრო სტრატეგიით განსაზღვრული სამხედრო მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება; საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნება, მოდერნიზაცია და განვითარება საბრძოლო და საბრძოლო მხარდაჭერის ქვედანაყოფების შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

განვითარებული სამხედრო მრეწველობა და ხარისხიანი სამეცნიერო კვლევები
აშენდა და დამონტაჟდა კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებისთვის ახალი საცეცხლე წერტილები. ჩატარებული კვლევების ბაზაზე დამუშავდა ახალი ტექნოლოგიები; გაუმჯბოესდა საქართველოს სამთო მრეწველობა, ინოვაციური ტექნოლოგიები, ახალი ნახევარგამტარული, ზეგამტარული და კომპოზიციური მასალები და ფუნქციური დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები, დაპროექტება და საცდელი ნიმუშების დამზადება, მათი გამოცდები; მანქანათმშენებლობასა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგებისათვის.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ჩატარებულია სამხედრო მასალების მოწყობილობების კვლევა და განვითარება, მეცნიერული კვლევები და საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოები; მიზნობრივი მაჩვენებელი - სამეცნიერო კვლევების გაღრმავება სამხედრო მრეწველობის განვითარებაში, სამეცნიერო კვლევა სამთო ინჟინერიაში, სამეცნიერო კვლევა მიკრო და ნანოელექტრონულ ტექნოლოგიაში, სამეცნიერო კვლევა მანქანათმშენებლობის სფეროში, სამეცნიერო კვლევა მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სფეროში, სამეცნიერო კვლევა გამოყენებით ფიზიკაში, ფიზიკურ ქიმიასა და ელექტრონიკის სფეროში და სამეცნიერო კვლევა გამოყენებითი ოპტიკის სფეროში. პროდუქციის გამოშვება; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - დაბალი-საშუალო ალბათობა; შესაძლო რისკები - მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა კადრების გადინება
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ჩატარებულია სამხედრო მასალების მოწყობილობების კვლევა და განვითარება, მეცნიერული კვლევები და საცდელ–საკონსტრუქტორო სამუშაოები. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი სამეცნიერო კვლევების გაღრმავება სამხედრო მრეწველობის განვითარებაში, სამეცნიერო კვლევა სამთო ინჟინერიაში, სამეცნიერო კვლევა მიკრო და ნანოელექტრონულ ტექნოლოგიაში, სამეცნიერო კვლევა მანქანათმშენებლობის სფეროში, სამეცნიერო კვლევა მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის სფეროში, სამეცნიერო კვლევა გამოყენებით ფიზიკაში, ფიზიკურ ქიმიასა და ელექტრონიკის სფეროში და სამეცნიერო კვლევა გამოყენებითი ოპტიკის სფეროში, პროდუქციის გამოშვება. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი აჭარის რეგიონის საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების ასეულის მიერ მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოების ხარისხის კონტროლი. ბრძოლოს ველის ქვედაპირული (სიღრმისეული) წმენდის ხარისხის კონტროლი - 3933 მ2, განხორციელდა მიმდინარე ჰუმანიტარული განაღმვის სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის/კონტროლის საველე სამუშაოები: შიდა ქართლის რეგიონის ქარელის რაიონის სოფ. დვანში საერთაშორისო ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია „HALO Trust”-ის მიერ განაღმული ტერიტორიის ხარისხის კონტროლი: მახე-ნაღმებით დაბინძურებული ველის განაღმვის ხარისხის კონტროლი - 778მ2 ; მახე-ნაღმებით დაბინძურებული ველის ტექნიკური მოკვლევის ხარისხის კონტროლი - 496მ2.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019