მოძებნე პროგრამის შედეგები

რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და მართვა (25 01)

გამოყოფილია 74.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი; ...

რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი; მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციის და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება; ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში; კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციების და მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია; მუნიციპალიტეტის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემის დანერგვა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და კოორდინაცია; „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში, როგორც სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებული, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი; კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს წყლით უზრუნველყოფისა და მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია; სამხედრო ძალების სამობილიზაციო გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა; მუნიციპალიტეტების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია; არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვა და დახურვა, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა და მართვა (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა); კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობა.

რეგიონული განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები; შემუშავებული და განხორციელებული ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული დეცენტრალიზაციის პროცესი; გაზრდილი კვალიფიციური კადრების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში.
·      რეგიონული განვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე შემუშავებული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტები; ·      შემუშავებული და განხორციელებული ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები; ·      საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა; ·      საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელებული დეცენტრალიზაციის პროცესი; გაზრდილი კვალიფიციური კადრების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დეცენტრალიზაციისა და საჯარო პოლიტიკის კუთხით შემუშავებული დოკუმენტები (ნორმატიული აქტები, სტრატეგია/საქმედო გეგმა და ა.შ.); 15 მუნიციპალიტეტში განხორციელებული სერვისების ეფექტიანობის შეფასება; ვებგვერდზე განთავსებული 10 ელექტრონული პუბლიკაცია; კვალიფიკაცია აიმაღლა 300-მა მოხელემ; 76 მუნიციპალიტეტს გაწეული მეთოდოლოგიური დახმარება; თვითმმართველობის მოხელეთა სასწავლო პროგრამების რეესტრში რეგისტრირებული 105 სასწავლო პროგრამება; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა უწყვეტი სწავლების სისტემით სწავლება გავლილი აქვს 1500 მოხელეს; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაზრდილი კვალიფიციური კადრების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში; შემუშავებული და განხორციელებული ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სახელმწიფო პრიორიტეტების ცვლილება; კადრების გადინება
საბაზისო მაჩვენებელი: ტრენინგი გაიარა 117 მოხელემ; მუნიციპალიტეტში დაფინანსებული 832 ინფრასტრუქტურული პროექტი; განხილული 40 სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულება/მემორანდუმი; შემუშავებული საკანონმდებლო აქტი - 38, საქართველოს მთავრობის დადგენილება - 181 და საქართველოს მთავრობის განკარგულება - 258; დეცენტრალიზაციისა და საჯარო პოლიტიკის კუთხით შემუშავებული დოკუმენტები (ნორმატიული აქტები, სტრატეგია/საქმედო გეგმა და ა.შ.); საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა. მიზნობრივი მაჩვენებელი: გაზრდილი კვალიფიციური კადრების რაოდენობა მუნიციპალიტეტებში; შემუშავებული და განხორციელებული ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები; საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა. მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი: მუნიციპალიტეტში დაფინანსებული 808 ინფრასტრუქტურული პროექტი; განხილული 46 სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები/მემორანდუმები; შემუშავებული საკანონმდებლო აქტი - 2, საქართველოს მთავრობის დადგენილება - 34 და საქართველოს მთავრობის განკარგულება - 154; დეცენტრალიზაციისა და საჯარო პოლიტიკის კუთხით შემუშავებული დოკუმენტები (ნორმატიული აქტები, სტრატეგია/საქმედო გეგმა და ა.შ.); საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განვითარებული ინფრასტრუქტურა. ცდომილების მაჩვენებელი (% / აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე:

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019