მოძებნე პროგრამის შედეგები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აპარატი (05 01)

გამოყოფილია 97.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების ...

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამედროვე, დამოუკიდებელ, უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბება, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სარგებლობს საზოგადოების მაღალი ნდობით; უმაღლესი აუდიტორული ორგანოების თანამედროვე სანიმუშო პრაქტიკის გაცნობა და აუდიტორთა პროფესიული ცნობიერების ამაღლება აუდიტორული ცოდნითა და უნარებით; გარე აუდიტის შესაძლებლობების, საკანონმდებლო მანდატისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების მიზნობრიობის დაცვის და ეფექტიანობის ხელშეწყობა; ინფორმაციული სისტემების (IT) აუდიტის დანერგვა; კომპეტენციის ფარგლებში საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად წარმართვა; საჯარო ფინანსების მართვის განვითარების ხელშეწყობა.
·         IT აუდიტის განხორციელებისა და IT აუდიტორების შესაძლებლობის განვითარების მიზნით, 5 IT აუდიტორის ISO-ს ინფორმაციული უსაფრთხოების/ინფორმაციული სისტემების აუდიტის მიმართულებით გადამზადება; ·         ბიუჯეტის შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი მოხსენება; ·         ბოლო 3 წლის განმავლობაში გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ შემუშავებული და დაინტერესებული პირებისათვის გაზიარებული ანგარიში; ·         ბიუჯეტის მონიტორის მიმართულებით მოქალაქეთა მომართვების მონიტორინგის (Tracking) ახალი მოდულის დამატება; ·         მოქალაქეების ანონიმურად მომართვის მექანიზმის შექმნა; ·         ჩატარებული შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, მათ შორის შეხვედრები სამოქალაქო სექტორთან, მედიასა და სასწავლო დაწესებულებებთან; ·         შემუშავებული და განახლებული შესაბამისი სახელმძღვანელოები და პროცედურები/შიდა პოლიტიკები; ეთიკის ნორმები; ინტერესთა კონფლიქტის პოლიტიკა და პროცედურები; მხილების პოლიტიკა (whistle-blowing policy); ·         მომზადებული საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო/პუბლიკაცია საჯარო ფინანსების მართვის შესახებ.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019