მოძებნე პროგრამის შედეგები

განსახლების ადგილებში დევნილთა შენახვა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება (34 02)

გამოყოფილია 99.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (სამინისტროს აპარატი)

პროგრამის აღწერა და მიზანი

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება და მის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის ...

იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის განახლება და მის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების ღონისძიებების განხორციელება, მათთვის საცხოვრებელი ფართის (შეძენა, აშენება, რეაბილიტაცია) კერძო საკუთრებაში გადაცემა; სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ჩასახლების ობიექტების შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ხარჯების დაფინანსება სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაწევა, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (მ.შ. ფართების დაქირავების მიზნით დევნილთა ოჯახების ყოველთვიური სოციალური დახმარების გაცემა); იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, დევნილთა საკუთრებაში არსებულ ობიექტებში ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება, სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში მდებარე შენობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან და ახალი საცხოვრებელი ბინების მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა, რეაბილიტირებული და ახალაშენებული შენობების ელექტროენერგიის, გარე საკანალიზაციო, ბუნებრივი აირის და წყლის სისტემების მიერთება და მოწყობა სათანადო სამართლებრივი აქტის საფუძველზე, აშენებულ და რეაბილიტირებულ ობიექტებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ღონისძიებების დასრულებამდე ობიექტების დაცვის მომსახურების შესყიდვა; ფულადი დახმარების გაწევა იმ დევნილი ოჯახებისათვის, ვინც იპოთეკური სესხის საშუალებით შეიძინა საცხოვრებელი და ჯერ კიდევ აქვს იპოთეკური ვალდებულება.

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება;
·         დევნილი ოჯახების ბინებით უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა კერძო საკუთრებაში არსებული ბინების გამოსყიდვა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საცხოვრებელი სახლების შესყიდვა, ასევე, არაერთ ოჯახს კერძო საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტები; ·         საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით დევნილთა განსახლების ობიექტებს და ახალაშენებულ კორპუსებს ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და მოწყობითი სამუშაოები; ·         გაუმჯობესდა სოციალურად დაუცველი დევნილი ოჯახების, ასევე, იმ ოჯახების, რომლებსაც ჰქონდათ იპოთეკური ვალდებულებები აღებული, მატერიალური და სოციალური მდგომარეობა;
1 საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების 10-მდე ობიექტის შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოხდება საშუალოდ 4 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია; შესაძლო რისკები - კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ვადების დარღვევით 2 საბაზისო მაჩვენებელი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცა დევნილთა 1072 ოჯახს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცემა დევნილთა 1230-მდე ოჯახს; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10%; შესაძლო რისკები - სამშენებლო სამუშაოების სატენდერო პროცედურების შეფერხება (ჩაშლა), კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების შესრულება ვადების დარღვევით 3 საბაზისო მაჩვენებელი - 253 დევნილ ოჯახს გადაეცა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 60-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 4 საბაზისო მაჩვენებელი - 550 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 630 ოჯახს საკუთრებაში გადაეცემა საცხოვრებელი ბინა; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 5 საბაზისო მაჩვენებელი - 50 ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 50 ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით; შესაძლო რისკები - საცხოვრებელ სახლებზე საბაზრო ფასების ზრდა 6 საბაზისო მაჩვენებელი - 100 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწია ფულადი დახმარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 110 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწევა ფულადი დახმარება 7 საბაზისო მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 50 ობიექტზე განხორციელდა ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 100-მდე ობიექტზე განხორციელდება ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; შესაძლო რისკები - ობიექტების ადმინისტრაციის დაბალი მომართვიანობა 8 საბაზისო მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 5000 დევნილ ოჯახს გაეწია საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარებება; დახმარების გაცემის დროს განხორციელდა გენდერული ასპექტების გათვალისწინება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 5000 დევნილ ოჯახს გაეწევა საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარებება; დახმარების გაცემის დროს გაგრძელდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება 9 საბაზისო მაჩვენებელი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მოხდა მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 170 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 200 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება
1.საბაზისო მაჩვენებელი - განხორციელდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების 10-მდე ობიექტის შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - მოხდება საშუალოდ 4 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შესწავლა და შემდგომში მათი რეაბილიტაცია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მოხდა 7 დევნილთა ყოფილი კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის შესწავლა და მათი რეაბილიტაცია; 2.საბაზისო მაჩვენებელი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალი საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცა დევნილთა 1 072 ოჯახს; მიზნობრივი მაჩვენებელი - სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდგომ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში ბინა გადაეცემა დევნილთა 1 230- მდე ოჯახს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცა დევნილთა 581 ოჯახს; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 47.2%. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ახალ საცხოვრებელი კორპუსებში, რომლებიც დასრულდა საანგარიშო პერიოდის IV კვარტალში, საცხოვრებელი ბინა დევნილ ოჯახებს გადაეცემა 2019 წელს; 3.საბაზისო მაჩვენებელი - 253 დევნილ ოჯახს გადაეცა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 60-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 201 დევნილ ოჯახს გადაეცა ქართველი მენაშენეებისაგან შესყიდული ბინა. 4.საბაზისო მაჩვენებელი - 550 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა; მიზნობრივი მაჩვენებელი - თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მდებარე ახალ საცხოვრებელ კორპუსებში საცხოვრებელი ბინა გადაეცემა 630 ოჯახს; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 709 ოჯახს საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა სულადობის მიხედვით. მათ შორის სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: საქართველოს რეგიონებში შესყიდულ იქნა კერძო საკუთრებაში არსებული 497 სახლი/ბინა, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 10 447 315 ლარი; 5.საბაზისო მაჩვენებელი - 50 ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით; მიზნობრივი მაჩვენებელი - 50 ოჯახი დაკმაყოფილდება გრძელვადიანი საცხოვრებლით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განხორციელდა კოლექტიური ცენტრების კერძო მესაკუთრეებისაგან გამოსყიდვა და 110 ოჯახი დაკმაყოფილდა გრძელვადიანი საცხოვრებლით; 6.საბაზისო მაჩვენებელი - 100 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწია ფულადი დახმარება; მიზნობრივი მაჩვენებელი - 110 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწევა ფულადი დახმარება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 116 დევნილ ოჯახს 20 ათასი ლარის ფარგლებში იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით გაეწია ფულადი დახმარება; 7.საბაზისო მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 50 ობიექტზე განხორციელდა ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 100-მდე ობიექტზე განხორციელდება ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - ყოფილი ორგანიზებულად განსახლების 27 ობიექტზე განხორციელდა ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 27%. ყოფილი ორგანიზებულად განსახლების ობიექტზე ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსებას სამინისტრო ახორციელებდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებული განსხვავება გამოწვეულია ობიექტების ადმინისტრაციის დაბალი მომართვიანობის გამო. ღონისძიების განსახორციელებლად დამტკიცებული ასიგნებები მიიმართა სამინისტროს სხვადასხვა პროგრამებისა და ღონისძიებების განსახორციელებლად. 8.საბაზისო მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 5000 დევნილ ოჯახს გაეწია საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარებება; დახმარების გაცემის დროს განხორციელდა გენდერული ასპექტების გათვალისწინება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 5000 დევნილ ოჯახს გაეწევა საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარებება; დახმარების გაცემის დროს გაგრძელდება გენდერული ასპექტების გათვალისწინება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით 12 886 დევნილ ოჯახს გაეწია საცხოვრებელი ფართობების დაქირავებისთვის ყოველთვიური სოციალური და ფულადი დახმარება; 9.საბაზისო მაჩვენებელი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით მოხდა მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 170 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; მიზნობრივი მაჩვენებელი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდება მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 200 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა მათ საკუთრებაში არსებულ ობიექტებში (სულ 65 ობიექტი) ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების თანადაფინანსება; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 32.5%, ღონისძიება სრულად ვერ განხორციელდა დევნილთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაბალი მომართვიანობის გამო. თანხები მიიმართა ქ. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების შესაძენად.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019