საქართველოში მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარება. ...
საქართველოში მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის სახეობების განვითარება. ეროვნული, სხვადასხვა ასაკობრივი და ქალთა ნაკრებებისათვის ყველა საჭირო პირობის შექმნა; ქვეყნის ნაკრები გუნდების მზადების და მონაწილეობის ხელშეწყობა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, პირველობები, მსოფლიო და ოლიმპიური თამაშები, საერთაშორისო ტურნირები, სასწავლო საწვრთნელი შეკრებები); საქართველოს ჩემპიონატების, პირველობების ჩატარება, სპორტული რეზერვის და მაღალი კლასის სპორტსმენთა მომზადების უზრუნველყოფა, სპორტის შემდგომი პოპულარიზაცია და სპორტის პროპაგანდა; ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად საქართველოს ნაკრები გუნდების მზადებისა და ოლიმპიადებზე საქართველოს სპორტსმენთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; საქართველოს კადეტთა და იუნიორთა ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატების მომზადება; ფეხბურთის მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და კონკურენტუნარიანი თავისუფალი საფეხბურთო ბაზრის შექმნა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019