მოძებნე პროგრამის შედეგები

ინკლუზიური განათლება (32 06)

გამოყოფილია 94 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; ...

საჯარო სკოლებში სსსმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მათთვის შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა; სსსმ მოსწავლეთა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, მშობლებისა და სხვა სპეციალისტების სისტემური ტრენინგებით უზრუნველყოფა; საჯარო სკოლების მოსწავლეების, სტუდენტებისა და სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე, დევნილი, რეპატრირებული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოზარდების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, აგრეთვე სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გზით მათში საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის სურვილის გაღვიძება; ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის სპეციალისტების მიერ სსსმ მოსწავლეების შეფასება; საჯარო სკოლებისათვის დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით მუშაობასთან დაკავშირებით; სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა; სკოლა-პანსიონების ბენეფიციარების უზრუნველყოფა სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით, ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ მოსწავლეებისა და სტუდენტების შესაძლებლობებზე მორგებული ხარისხიანი საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება. სსსმ პირებისადმი მიმღებლობის ზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა. სკოლა-პანსიონების სააღმზრდელო ნაწილის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფა.
·         საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაუმჯობესებულია სსსმ მოსწავლეებისა და სტუდენტების შესაძლებლობებზე მორგებული ხარისხიანი საგანმანათლებლო სერვისის მიწოდება; ·         სსსმ პირებისადმი მიმღებლობის ზრდისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებულია საინფორმაციო კამპანია და მომზადებულია დამხმარე გზამკვლევები; ·         უზრუნველყოფილია სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვების ფორმალურ განათლებაში ჩართვის ხელშეწყობა; ·         უზრუნველყოფილია რესურს-სკოლების სააღმზრდელო ნაწილის უწყვეტი მუშაობა.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ზოგადი განათლების საფეხურზე ჩართული 6 600-ზე მეტი სსსმ მოსწავლე; მიზნობრივი მაჩვენებელი - ზოგადი განათლების საფეხურზე ჩართული პირების რაოდენობა გაუზრდება 20%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მულტიდისციპლინური გუნდის მიერ სსსმ ბავშვების შეფასება ხორციელდება შესაბამისი მომართვის საფუძველზე; შესაძლო რისკები - მომართვების რაოდენობის სიმცირე 2 საბაზისო მაჩვენებელი - სსსმ პირების ინკლუზიის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების ვებგვერდი http://inclusion.ge/; მიზნობრივი მაჩვენებელი - გაუმჯობესდება ინკლუზიური განათლების ვებგვერდის http://inclusion.ge/ ფუნქციონალი 3 საბაზისო მაჩვენებელი - სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციის ბარიერების გადალახვისთვის სკოლების გაძლიერების მიზნით შემუშავებულია სატრენინგო პროგრამა. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურე ყველა ცენტრის (6 ცენტრი) ბენეფიციარები უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მომსახურებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა 4 საბაზისო მაჩვენებელი - რვა სკოლა-პანსიონში ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნენ სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი ზოგადი განათლების საფეხურზე ჩართული 6 600-ზე მეტი სსსმ მოსწავლე; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი ზოგადი განათლების საფეხურზე ჩართული პირების რაოდენობა გაიზრდება 20%-ით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეფასებულია 2 158 მოსწავლე და 315 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველი. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სსსმ პირების ინკლუზიის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ინკლუზიური განათლების ვებგვერდი http://inclusion.ge/; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი გაუმჯობესდება ინკლუზიური განათლების ვებგვერდის http://inclusion.ge/ ფუნქციონალი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი მიმდინარეობდა ვებ-გვერდის მუდმივი ადმინისტრირება, ვებ-გვერდზე განსათავსებელი მასალა მრავალფეროვანია, რაც ზრდის განსხვავებული საჭიროებების მქონე პირებისათვის ვებ-გვერდის ხელმისაწვდომობას. 3.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ინტეგრაციის ბარიერების გადალახვისთვის სკოლების გაძლიერების მიზნით შემუშავებულია სატრენინგო პროგრამა. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურე ყველა ცენტრის (6 ცენტრი) ბენეფიციარები უზრუნველყოფილია საგანმანათლებლო მომსახურებით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის განხორციელება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის, საზაფხულო ბანაკის მოწყობა მიუსაფარი ბავშვებისთვის, ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფისთვის საგანმანათლებლო მოდელის განსაზღვრა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი სპეციალური საგანმანათლებლო სერვისის მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა გაზრდილია, სერვისში ჩართულია 140-მდე ბენეფიციარი. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესახებ ინფორმირებულია ქვეპროგრამაში ჩართული ძირითადი სუბიექტები 6 რეგიონის 41 მუნიციპალურ ერთეულში. სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდებისა და სკოლის მიტოვების რისკის მქონე მოსწავლეებისთვის შექმნილია დაწევის პროგრამების შემუშავების რეკომენდაციები ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგიის პროექტის სახით. 4.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი რვა სკოლა-პანსიონში ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნენ სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საბაზისო მაჩვენებლის შენარჩუნება მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანთლებლო 8 დაწესებულების ბენეფიციარი ინდივიდუალური საჭიროებების, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სრული სახელმწიფო სადღეღამისო ან დღის მომსახურებით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019