მოძებნე პროგრამის შედეგები

აკრედიტაციის პროცესის მართვა და განვითარება (24 04)

გამოყოფილია 100 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

შესაბამისობის შემფასებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების წარმართვა კანონით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისობის შეფასების ბაზარზე აკრედიტაციის ახალი ...

შესაბამისობის შემფასებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების წარმართვა კანონით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული მოთხოვნების შესაბამისად. შესაბამისობის შეფასების ბაზარზე აკრედიტაციის ახალი მიმართულებების შეთავაზება; ევროპული დახმარების (CIB) ინსტრუმენტის ფარგლებში, ევროკავშირის პრაქტიკასთან აკრედიტაციის ცენტრის შემდგომი დაახლოების პროექტის განხორციელება; აკრედიტაციის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების მიერ EA-ს ხელმომწერ მხარედ აღიარებისათვის დასკვნითი ღონისძიებების განხორციელება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

აკრედიტაციის ცენტრის გაძლიერებული ინსტიტუციური შესაძლებლობითა და საერთაშორისო მოთხოვნის მიხედვით შესაბამისობის შემფასებელი პირების აკრედიტაცია; EA-სთან აქტიური თანამშრომლობითა და საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრის მენეჯმენტის გაუმჯობესული და განახლებული სისტემა; აკრედიტაციის შედეგების თანმიმდევრული საერთაშორისო აღიარება; ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვა.
·         აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ, აკრედიტაციის სისტემის მოთხოვნათა შესაბამისად გაიცა 152 აკრედიტაციის მოწმობა; ·         აკრედიტაციის ცენტრში სრულად დანერგილია სსტ ისო/იეკ 17043 სტანდარტის მენეჯმენტის სისტემები, რომლის შესაბამისად ხორციელდება საქმინობა. შემუშავებულია და დარეგისტირებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსია, რომელიც დანერგილია აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებში; ·         EA-ს შეფასების „სსტ ისო/იეკ 17011:2017/2017“ სტანდარტის შესაბამისად აკრედიტაციის ცენტრმა შეინარჩუნა აღიარებული სფეროები (საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები ISO/IEC 17025; პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები ISO/IEC 17024; პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები ISO/IEC 17065 და ინსპექტირების ორგანოები ISO/IEC 17020) ოთხი წლის ვადით; ·         სრულად ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება.
1 საბაზისო მაჩვენებელი - დანერგილია აკრედიტაციის სქემა სსტ ისო/იეკ 17043 სტანდარტის შესაბამისად; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსიის ქართული ვერსია და მომზადებული ეროვნული სტანდარტის შესაბამისი პროექტი - 2018წ. ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსიის მიხედვით დაწყებული აკრედიტაციის სამუშაოები შესაბამისი გარდამავალი დებულებებით - 2019წ.; ტესტირების და საკალიბრებელი ლაბორატორიების ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსიაზე გადასვლის დასრულებული სამუშაოები - 2020წ.; აკრედიტირებული შესაბამისობის შემფასებელი პირების ოპერირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - 2021წ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - სტანდარტების ქართულ ენაზე თარგმნისა და რეგისტრაციის დროს შესაძლო შეფერხებები ან/და აკრედიტაციის მიღებაში დაინტერესების უქონლობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კანონმდებლობით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ასოცირების შეთანხმების თანახმად მიღებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში აკრედიტაციის განხორციელება - აკრედიტაციის განხორციელება მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში 2018-2021წწ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - ტექნიკური რეგლამენტების მოქმედების შეჩერება, ან/და აკრედიტაციის მიღებაში დაინტერესების უქონლობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრი არის EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ასოცირებული წევრი და მონაწილეობს მის მუშაობაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება - ჩატარებულია ევროპული თანამშრომლობის (EA) მხრიდან აკრედიტაციის ცენტრის შეფასება - 2018წ.; აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება. საქართველოს ეკონომიკის საჭიროებების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციის (ILAC – International Laboratory Committee ან/და IAF (International Accreditation Forum) წევრობის დაკმაყოფილებული პირობები 2019-2021წწ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%; შესაძლო რისკები - EA-ს პროცედურების მკვეთრი ცვლილება 4 საბაზისო მაჩვენებელი - მიღებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურეობის პირველი ეტაპი შვეიცარულ კომპანია „SGS Société Générale de Surveillance SA“-ს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვის პროცესის მხარდაჭერისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - მიღებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვისთვის - 2018წ.; ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვის ღონისძიებების განხორციელება - 2019-2020წწ.; ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვა - 2021წ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 15-20%; შესაძლო რისკები - მომსახურების არასრული მიწოდება ან სამუშაო ჯგუფის მხრიდან გაწეული მომსახურების ნაწილის დაწუნება
1. საბაზისო მაჩვენებელი - დანერგილია აკრედიტაციის სქემა სსტ ისო/იეკ 17043 სტანდარტის შესაბამისად; მიზნობრივი მაჩვენებელი - შემუშავებული ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსიის ქართული ვერსია და მომზადებული ეროვნული სტანდარტის შესაბამისი პროექტი - 2018წ. ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსიის მიხედვით დაწყებული აკრედიტაციის სამუშაოები შესაბამისი გარდამავალი დებულებებით - 2019წ.; ტესტირების და საკალიბრებელი ლაბორატორიების ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ვერსიაზე გადასვლის დასრულებული სამუშაოები - 2020წ.; აკრედიტირებული შესაბამისობის შემფასებელი პირების ოპერირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით - 2021წ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - აკრედიტაციის ცენტრში სრულად დანერგილია სსტ ისო/იეკ 17043 სტანდარტის მენეჯმენტის სისტემები, რომლის შესაბამისად ხორციელდება საქმინობა. შემუშავებულია და დარეგისტირებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის ახალი ქართული ვერსია, რომელიც დანერგილია აკრედიტაციის წესებსა და პროცედურებში. 2. საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს კანონმდებლობით რეგულირებად და ნებაყოფლობით სფეროებში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ასოცირების შეთანხმების თანახმად მიღებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში აკრედიტაციის განხორციელება - აკრედიტაციის განხორციელება მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტების სფეროში 2018-2021წწ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა მიღებული ტექნიკური რეგლამენტები, რომლის შესაბამისადაც დღევანდელი მდგომარეობით ბაზარზე არსებული 41 პტი ცენტრი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“ მოთხოვნებს და პტი ცენტრის მიერ ჩატარებული ინსპექტირება შეესაბამება „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ მოთხოვნებს. სრულად ამოქმედდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირება. 3. საბაზისო მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრი არის EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) ასოცირებული წევრი და მონაწილეობს მის მუშაობაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება - ჩატარებულია ევროპული თანამშრომლობის (EA) მხრიდან აკრედიტაციის ცენტრის შეფასება - 2018წ.; აკრედიტაციის ცენტრსა და EA-ს (ევროპული თანამშრომლობა აკრედიტაციაში) შორის გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება. საქართველოს ეკონომიკის საჭიროებების მიხედვით, საერთაშორისო ორგანიზაციის (ILAC – International Laboratory Committee ან/და IAF (International Accreditation Forum) წევრობის დაკმაყოფილებული პირობები 2019-2021წწ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის ნოემბერში ჩატარდა EA-ს შეფასება სსტ ისო/იეკ 17011:2017/2017 სტანდარტის შესაბამისად და აკრედიტაციის ცენტრმა შეინარჩუნა აღიარებული სფეროები (საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები ISO/IEC 17025; პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოები ISO/IEC 17024; პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები ISO/IEC 17065 და ინსპექტირების ორგანოები ISO/IEC 17020) ოთხი წლის ვადით. 4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მიღებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურეობის პირველი ეტაპი შვეიცარულ კომპანია „SGS Société Générale de Surveillance SA“-ს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვის პროცესის მხარდაჭერისათვის; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მიღებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკონსულტაციო მომსახურეობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვისთვის - 2018წ.; ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვის ღონისძიებების განხორციელება - 2019-2020წწ.; ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად დანერგვა - 2021წ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - „SGS Société Générale de Surveillance SA“-ს კომპანიამ სრულად უზრუნველყო და დანერგა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების რეგულაციები, კომპანიის რეკომენდაციების საფუძველზე მიღებულ იქნა N510 და N511 მთავრობის დადგენილებები, რომლის თანახმად საქართველოში აკრედიტებულია 41 პერიოდული ტესტირების ინსპექტირების ცენტრი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019