მოძებნე პროგრამის შედეგები

ტუბერკულოზის მართვა (35 03 02 07)

გამოყოფილია 0 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ტუბერკულოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის გამოკვლევა, დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურება (ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით უზრუნველყოფა და მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ); ...

ტუბერკულოზის ყველა სავარაუდო შემთხვევის გამოკვლევა, დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურება (ანტიტუბერკულოზური პრეპარატებით უზრუნველყოფა და მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ); ლაბორატორიული მართვა; ფთიზიატრიული სტაციონარული დახმარების ფარგლებში დიაგნოსტიკური, თერაპიული და ქირურგიული მომსახურება; სენსიტიური და რეზისტენტული ფორმების მკურნალობა (მ.შ. მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ახალი მედიკამენტებით და მკურნალობის მონიტორინგი); ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მ.შ. პირველი და მეორე რიგის ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების შესყიდვა; მომსახურების სრულად ანაზღაურება; ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობის და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირების უზრუნველყოფა;

ხანგრძლივვადიან ამბულატორიულ მკურნალობაზე პაციენტთა დამყოლობა; ტუბერკულოზის პრევალენტობის შემცირება; შემცირებული ახალი შემთხვევები; ფილტვის ტუბერკულოზის ყველა ახლადგამოვლენილი შემთხვევის კონტაქტების ეპიდკვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საშუალებით; მგბ+ შემთხვევების ადრეული დიაგნოსტიკა, გამოვლენა და პასუხების დროული რეფერალის უზრუნველყოფა; ყველა საკვლევი ნიმუშის/ნახველის ტრანსპორტირება აღებიდან 24 საათში; პირველადი ლაბორატორიული კვლევა (ბაქტერიოსკოპიული და Gene Xpert) ნახველის აღებიდან 3 დღის ვადაში; ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა უზრუნველყოფა ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი და მეორე რიგის მედიკამენტებით.
·         ტუბერკულოზის პრევალენტობა და ინციდენტობა ქვეყანაში ხასიათდება კლების ტენდენციით; ·         საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია უფასო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურებით; ·         გრძელვადიანი ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფი რეზისტენტული პაციენტების დამყოლობისთვის უზრუნველყოფილია ფულადი წახალისების მექანიზმი; ·         ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები უზრუნველყოფილია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პირველი და მეორე რიგის მედიკამენტებით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის საბაზისო მაჩვენებელი 96:100000 მოსახლეზე; დაფიქსირდა 42 ათასზე მეტი ამბულატორიული მომსახურების შემთხვევა, მომსახურება გაეწია 21 ათასზე მეტ პაციენტს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის მაჩვენებლის შემცირება წინა წელთან შედარებით 5%; საჭირო გამოკვლებით, დიაგნოსტიკური საშუალებებითა და ხარისხიანი მედიკამენტებით პაციენტთა მოცვის ზრდა; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - პაციენტთა დამყოლობის დაბალი მაჩვენებელი 2 საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია საკვლევი ნიმუშების დროული რეფერალი, მგბ+ შემთხვევების ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლენა; პირველადი ლაბორატორიული კვლევა (ბაქტერიოსკოპიული და Gene Xpert) ნახველის აღებიდან 3 დღის ვადაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნახველის ლაბ. კვლევა ჩატარებულია არა უგვიანეს ნახველის აღებიდან მე-3 დღეს; ყველა საკვლევი ნიმუშის ტრანსპორტირება განხორციელებულია საკვლევი მასალის აღებიდან 24 საათში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - ლაბორატორიაში კრიტიკული შეცდომის მაჩვენებელი არ აღემატება წელიწადში 0.2%-ს; შესაძლო რისკები - ნახველის ლოჯისტიკის სისტემის გამართული ფუნქციონირება (მომსახურების მიწოდება წარმოებს შპს ,,საქართველოს ფოსტის" მიერ და არ არსებობს რისკების დაზღვევის მექანიზმი);- ლაბორატორიაში კვალიფიციური ადამიანური რესურსების შენარჩუნებისა და მოზიდვის სირთულე (მოტივაციის დაბალი დონე) 3 საბაზისო მაჩვენებელი - სტაციონარული მომსახურება გაეწია 2 106 პირს და დაფიქსირდა 99.8 ათასზე მეტი შემთხვევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საჭიროების მქონე პაციენტთა 100% უზრუნველყოფილია სტაციონარული მომსახურებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 4%; შესაძლო რისკები - მატერიალურ/ტექნიკური/ადამიანური რესურსის ნაკლებობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციური დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა: არ განხორციელდა (არ იყო მოთხოვნა); მიზნობრივი მაჩვენებელი - პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტებით, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალებით მოთხოვნის შესაბამისად; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 0%; შესაძლო რისკები - პენიტენციური დაწესებულებების მხრიდან მოთხოვნის ნაკლებობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობა და მონიტორინგი სერვისის მიმწოდებელთა 100%-ში უზრუნველყოფილია; შესყიდული წამლებისა და პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისების შესახებ ანგარიშგება უზრუნველყოფილია 100%-ში; რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვა და უზრუნველყოფის მონიტორინგი წარმოებს შემთხვევათა 100%-ში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობა და მონიტორინგი სერვისის მიმწოდებელთა 100%-ში უზრუნველყოფილია; შესყიდული წამლებისა და პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისების შესახებ ანგარიშგება უზრუნველყოფილია 100%-ში; რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვა და უზრუნველყოფის მონიტორინგი წარმოებს შემთხვევათა 100%-ში; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - გლობალური ფონდის აქტივობების დასრულების შემდგომ მონიტორინგის და შეფასების სისტემების სრულად სახელმწიფო ვალდებულებებში ასახვა 6 საბაზისო მაჩვენებელი - ჩატარებულია ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების ეპიდკვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - ჩატარებულია ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების ეპიდკვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - კოორდინაციის ნაკლებობა ფტიზიატრიულ და ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს შორის 7 საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მედიკამენტები შესყიდულია დაგეგმილი რაოდენობის მიხედვით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ფარმაცევტულ ბაზარზე წამლის დეფიციტი 8 საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია ფულადი წახალისება მკურნალობაზე კარგი დამყოლობისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - ხანგრძლივ ვადიან ამბულატორიულ მკურნალობაზე რეზისტენტულ პაციენტთა დამყოლობა ფულადი წახალისების გზით: პაციენტთა რაოდენობის ზრდა - 375-მდე; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - პაციენტთა ცნობიერების დაბალი დონე
1. საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის საბაზისო მაჩვენებელი 96:100000 მოსახლეზე; დაფიქსირდა 42 ათასზე მეტი ამბულატორიული მომსახურების შემთხვევა, მომსახურება გაეწია 21 ათასზე მეტ პაციენტს; მიზნობრივი მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის მაჩვენებლის შემცირება წინა წელთან შედარებით 5%; საჭირო გამოკვლებით, დიაგნოსტიკური საშუალებებითა და ხარისხიანი მედიკამენტებით პაციენტთა მოცვის ზრდა; მიღწეული მაჩვენებელი - ტუბერკულოზის პრევალენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე - 78.5 (2017 წელი), 89.5 (2016 წელი); 2. საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია საკვლევი ნიმუშების დროული რეფერალი, მგბ+ შემთხვევების ადრეული დიაგნოსტიკა და გამოვლენა; პირველადი ლაბორატორიული კვლევა (ბაქტერიოსკოპიული და Gene Xpert) ნახველის აღებიდან 3 დღის ვადაში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ნახველის ლაბ. კვლევა ჩატარებულია არა უგვიანეს ნახველის აღებიდან მე-3 დღეს; ყველა საკვლევი ნიმუშის ტრანსპორტირება განხორციელებულია საკვლევი მასალის აღებიდან 24 საათში; მიღწეული მაჩვენებელი -   ყველა საკვლევი ნიმუშის/ნახველის ტრანსპორტირება (საქართველოს ფოსტის საკურიერო მომსახურებით) განხორციელდა მასალის აღებიდან 24 საათში;   საკვლევი მასალის პირველადი ლაბორატორიული კვლევა (ბაქტერიოსკოპიული და Gene Xpert) ჩატარდა ნახველის აღებიდან 3 დღის ვადაში;   საანგარიშო პერიოდში, სადიაგნოსტიკო მასალის კულტურალური კვლევებისთვის თხევად ნიადაგზე დათესვის პროცენტულმა მაჩვენებელმა შეადგინა 70%. 3. საბაზისო მაჩვენებელი - სტაციონარული მომსახურება გაეწია 2 106 პირს და დაფიქსირდა 99.8 ათასზე მეტი შემთხვევა; მიზნობრივი მაჩვენებელი - საჭიროების მქონე პაციენტთა 100% უზრუნველყოფილია სტაციონარული მომსახურებით; მიღწეული მაჩვენებელი - საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია უფასო სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურებით. 4. საბაზისო მაჩვენებელი - პენიტენციური დაწესებულებებისთვის ტუბერკულოზის მართვის მიზნით მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა და გადაცემა: არ განხორციელდა (არ იყო მოთხოვნა); მიზნობრივი მაჩვენებელი - პენიტენციური დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტებით, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალებით მოთხოვნის შესაბამისად; მიღწეული მაჩვენებელი - პენიტეტნციური დაწესებულებებითვის მედიკამენტებისა და სახარჯი მასალის გადაცემა არ განხორციელებულა მოთხოვნის არქონის გამო; 5. საბაზისო მაჩვენებელი - ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობა და მონიტორინგი სერვისის მიმწოდებელთა 100%-ში უზრუნველყოფილია; შესყიდული წამლებისა და პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისების შესახებ ანგარიშგება უზრუნველყოფილია 100%-ში; რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვა და უზრუნველყოფის მონიტორინგი წარმოებს შემთხვევათა 100%-ში; მიზნობრივი მაჩვენებელი - ამბულატორიული სექტორის ტუბსაწინააღმდეგო ერთეულებისა და პირველადი ჯანდაცვის ქსელში ტუბსაწინააღმდეგო აქტივობების ზედამხედველობა და მონიტორინგი სერვისის მიმწოდებელთა 100%-ში უზრუნველყოფილია; შესყიდული წამლებისა და პაციენტების მკურნალობისადმი სრული დამყოლობისათვის ფინანსური წახალისების შესახებ ანგარიშგება უზრუნველყოფილია 100%-ში; რეგიონის დონეზე DOT-ის დაგეგმვა და უზრუნველყოფის მონიტორინგი წარმოებს შემთხვევათა 100%-ში; მიღწეული მაჩვენებელი - შენარჩუნებულია საბაზისო მონაცემები; 6.საბაზისო მაჩვენებელი - ჩატარებულია ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების ეპიდკვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე; მიზნობრივი მაჩვენებელი - ჩატარებულია ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულთა კონტაქტების ეპიდკვლევა სპეციალურად შემუშავებული კითხვარების საფუძველზე; მიღწეული მაჩვენებელი - პირველადი ანალიზის შედეგად, საანგარიშო პერიოდში კლინიკურ ბაზში დარეგისტრირდა ფილტვის ტუბეკულოზის 2 120 ახალი შემთხვევა, მათგან სჯდ ცენტრების ეპიდემიოლოგების მიერ, გამოკვლეულ იქნა 1 301 პაციენტის (60%) 4 220 კონტაქტი (3.24 ერთ ინდექს პაციენტზე); 7. საბაზისო მაჩვენებელი - ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები უზრუნველყოფილნი არიან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებით; მიზნობრივი მაჩვენებელი - მედიკამენტები შესყიდულია დაგეგმილი რაოდენობის მიხედვით; მიღწეული მაჩვენებელი - ტუბერკულოზით დაავადებულთა მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით შესყიდული იქნა მეორე რიგის (50%)  მედიკამენტები შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული საერთაშორისო შესყიდვების აგენტის GDF-ის მეშვეობით. სახელმწიფო ბიუჯეტით შეძენილი პირველი რიგის მედიკამენტები მიეწოდა ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრს (იზონიაზიდი, რიფამპიცინი, პირაზინამიდი, ეტაბუტოლი); 8. საბაზისო მაჩვენებელი - უზრუნველყოფილია ფულადი წახალისება მკურნალობაზე კარგი დამყოლობისათვის; მიზნობრივი მაჩვენებელი - ხანგრძლივ ვადიან ამბულატორიულ მკურნალობაზე რეზისტენტულ პაციენტთა დამყოლობა ფულადი წახალისების გზით: პაციენტთა რაოდენობის ზრდა - 375-მდე; მიღწეული მაჩვენებელი - ხანგრძლივვადიან ამბულატორიულ მკურნალობაზე მყოფ რეზისტენტულ პაციენტთა დამყოლობა ფულადი წახალისების გზით: საანგარიშო პერიოდში 531-მა MDR პაციენტმა მიიღო ფულადი წახალისება მკურნალობაზე კარგი დამყოლობისათვის.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019