მოძებნე პროგრამის შედეგები

სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროს განვითარება (24 03)

გამოყოფილია 98.9 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სფეროს და დიაპაზონის გაფართოება; ...

საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მომსახურების სფეროს და დიაპაზონის გაფართოება; CIB პროგრამის ΙΙΙ ეტაპის „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა საქართველო-ევროკავშირს შორის DCFTA ვალდებულებების შემდგომი დანერგვისათვის“ ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებში ინტეგრაცია; სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ზოგადი პრინციპების დანერგვა ISO 9001 სტანდარტის შესაბამისად და ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად სტანდარტიზაციის სფეროში ტექნიკური კომიტეტების ჩამოყალიბება; მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო აღიარების მისაღწევად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT) ნაწილის მოთხოვნების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

გაზომვების პრიორიტეტულ სფეროებში ახალი და გაფართოებული დიაპაზონის მომსახურება; მომსახურების შეთავაზება ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
·      უკვე შესაძლებელია დაინტერესებული მხარეებისათვის სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სააგენტოს მიერ მომსახურების ფართო დიაპაზონის შეთავაზება სხვადასხვა სფეროებში (წნევა, რადიაციული გაზომვები, მცირე მოცულობები, სიგრძე, ვიბრაცია, რადიოფიზიკა, ტემპერატურა და ტენიანობა, დიდი მასებისა და ფიზიკურ-ქიმიური). პრიორიტეტული ლაბორატორიების საერთაშორისო აღიარება შენარჩუნებულია და დამატებით ახალი სფეროების საერთაშორისო აღიარება; ·      გაიზარდა საქართველოს სტანდარტად მიღებული ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების რაოდენობა, 2018 წლის ბოლოსათვის მიღებული საერთაშორისო/ევროპული სტანდარტის ჯამური რაოდენობა შეადგენს 13 660-მდე სტანდარტს.
1 საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამი მეტროლოგიური ლაბორატორია; მიზნობრივი მაჩვენებელი - აღიარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება-2018წ; აღიარების მიღწევა დამატებით 2 სფეროში და უკვე აღიარებულ 1 სფეროში დიაპაზონის გაფართოება - 2019წ; აღიარების მიღწევა დამატებით 5 სფეროში - 2020წ.; აღიარების მიღწევა დამატებით 5 სფეროში - 2021წ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 50%; შესაძლო რისკები - საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების (BIPM, COOMET) მხრიდან აღიარების პროცესის ვადების და პროცედურების შეცვლა 2 საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტში აღჭურვილი და განახლებულია ლაბორატორიები შემდეგი 9 მიმართულებით: წნევა, ტენიანობა, სიგრძე, დიდი მასები, მცირე მოცულობა, რადიოფიზიკა, ნივთიერებათა ხარჯი (აირის საწარმოო მრიცხველები), ფიზ-ქიმია და რადიოფიზიკა (ხმაურის გაზომვები); მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ დამატებით განახლებული 3 ლაბორატორია: 2018 წელს - 1 ლაბორატორია; 2019 წელს - 1 ლაბორატორია; 2021 წელს - 1 ლაბორატორია; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 18%; შესაძლო რისკები - აღჭურვილობის დროული ვერ შეძენა ტექნიკური სპეციფიურობიდან გამომდინარე 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის იანვრის მდგომარეობით სულ საქართველოს სტანდარტად მიღებულია 9400 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 11400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად - 2018წ.; 13400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად-2019წ.; 15400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად - 2020წ.; 17400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად - 2021წ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 20%; შესაძლო რისკები - შესაძლოა შეიზღუდოს საერთაშორისო/ევროპულ სტანდარტების ბაზაზე ხელმისაწვდომობა ამ ორგანიზაციებში წევრობის შეფერხებით ან ამავე ორგანიზაციების მიერ სტანდარტების გაუქმება 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სტანდარტების დეპარტამენტთან არსებობს 6 ტექნიკური კომიტეტი: ტკ 1-ელექტროტექნიკური კომიტეტი; ტკ 2-მენეჯმენტი და შესაბამისობის შეფასება; ტკ 3-სასურსათო პროდუქცია; ტკ 4-ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები; ტკ 5 "მშენებლობა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები"; ტკ 6 "ბუნებრივი გაზი"; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 6 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2018წ.; ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 7 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2019წ.; ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 8 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2020წ.; ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 9 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2021წ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - შესაბამისი კვალიფიკაციის მქონი პირების დაბალი აქტივობა 5 საბაზისო მაჩვენებელი - ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მეტროლოგიის სფეროში მისაღები 2 დირექტივისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება - 2019წ.; მეტროლოგიის სფეროში მისაღები 2 დირექტივისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება- 2020წ; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 50%; შესაძლო რისკები - საკანონმდებლო დაახლოების პროცესის გაჭიანურება პასუხისმგებელი უწყების მიერ
1. საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამი მეტროლოგიური ლაბორატორია; მიზნობრივი მაჩვენებელი - აღიარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება-2018წ; აღიარების მიღწევა დამატებით 2 სფეროში და უკვე აღიარებულ 1 სფეროში დიაპაზონის გაფართოება - 2019წ; აღიარების მიღწევა დამატებით 5 სფეროში - 2020წ.; აღიარების მიღწევა დამატებით 5 სფეროში - 2021წ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საერთაშორისო აღიარება მიღწეულ იქნა შემდეგ მიმართულებებში: გეომეტრია (სიგრძის გაზომვები), მასა, მცირე მოცულობა, წნევა, ტემპერატურა და ტენიანობა, ელექტროგაზომვები, მაიონიზებელი გამოსხივება (8 ლაბორატორია); მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საგენტომ 2018 წელს მიაღწია საერთაშორისო აღიარებას გაზომვების შემდეგ მიმართულებებში: 1) გეომეტრია (სიგრძის გაზომვები); 2) წნევა; 3) ტენიანობა; 4) მაიონიზებელი გამოსხივება; 5) მცირე მოცულობა. აგრეთვე, უკვე აღიარებულ სფეროებში გეგმიური შემოწმების შედეგად შენარჩუნებულ იქნა საერთაშორისო აღიარება უკვე აღიარებულ სფეროებში: 1) ელექტრობა; 2) მასა; 3) ტემპერატურა. 2. საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მეტროლოგიის ინსტიტუტში აღჭურვილი და განახლებულია ლაბორატორიები შემდეგი 9 მიმართულებით: წნევა, ტენიანობა, სიგრძე, დიდი მასები, მცირე მოცულობა, რადიოფიზიკა, ნივთიერებათა ხარჯი (აირის საწარმოო მრიცხველები), ფიზ-ქიმია და რადიოფიზიკა (ხმაურის გაზომვები); მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021წწ დამატებით განახლებული 3 ლაბორატორია: 2018 წელს - 1 ლაბორატორია; 2019 წელს - 1 ლაბორატორია; 2021 წელს - 1 ლაბორატორია; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განახლებულია მეტროლოგიური ლაბორატორიების აღჭურვა 3 მიმართულებით: ფიზ-ქიმიური, ელექტროობის და რადიოფიზიკის ლაბორატორიები. 3. საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის იანვრის მდგომარეობით სულ საქართველოს სტანდარტად მიღებულია 9400 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 11 400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად - 2018წ.; 13400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად-2019წ.; 15400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად - 2020წ.; 17400 საერთაშორისო და ევროპულის სტანდარტის მიღება საქართველოს სტანდარტად - 2021წ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წლის ბოლოსათვის 13 660 საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი მიღებულია საქართველოს სტანდარტად (2018 წლის განმავლობაში მიღებულია 1 940 საერთაშორისო/ევროპული სტანდარტი). 4. საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სტანდარტების დეპარტამენტთან არსებობს 6 ტექნიკური კომიტეტი: ტკ 1-ელექტროტექნიკური კომიტეტი; ტკ 2-მენეჯმენტი და შესაბამისობის შეფასება; ტკ 3-სასურსათო პროდუქცია; ტკ 4-ტურიზმი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები; ტკ 5 "მშენებლობა და მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტები"; ტკ 6 "ბუნებრივი გაზი"; მიზნობრივი მაჩვენებელი - ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 6 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2018წ.; ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 7 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2019წ.; ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 8 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2020წ.; ქვეყნის ეკონომიკური პრიორიტეტების შესაბამისად დამატებით 9 ტექნიკური კომიტეტის შექმნა - 2021წ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს შეიქმნა 1 კომიტეტი (ენერგოეფექტურობის შესახებ); ცდომილების მაჩვენებელი - ცდომილება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რეალურად დაგეგმილი იყო არა დამატებით 6 ახალი კომიტეტის შექმნა, არამედ კომიტეტების რაოდენობის 6-მდე შენარჩუნება. 2018 წლის დასაწყისში უკვე არსებობდა 6 ტექნიკური კომიტეტი, ხოლო 2018 წლის დეკემბერში მოხდა დამატებით 1 ტექნიკური კომიტეტის შექმნა. 5. საბაზისო მაჩვენებელი - ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოება; მიზნობრივი მაჩვენებელი - მეტროლოგიის სფეროში მისაღები 2 დირექტივისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება - 2019წ.; მეტროლოგიის სფეროში მისაღები 2 დირექტივისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება - 2020წ; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - აქტივობები დაიწყება 2019 წლიდან.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019