ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის; ...
ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის; საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების აუცილებელი ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა; მასწავლებელთა კვალიფიკაციის დონის ამაღლების ხელშეწყობა; ეროვნული შეფასებების, ეროვნული სასწავლო გეგმის შემუშავების და აკრედიტაციის სისტემების ჩამოყალიბება, სწავლების ხარისხის დადგენისა და შეფასების მეშვეობით ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა და მართვა; საჯარო სკოლის ყველა კლასის მოსწავლეებისათვის და კერძო სკოლის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი სხვა კატეგორიების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა; სკოლებში იმ მოსწავლეების ტრანსპორტირების პროცესის ხელშეწყობა, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ დასახლებულ პუნქტებში (სოფელი, დაბა) სადაც არ ფუნქციონირებს სკოლა და მანძილი სოფლებს შორის შესამჩნევია, ასევე აქვთ შეზღუდული შესაძლებლობები; ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა; სასკოლო ინიციატივების წახალისება; ქცევითი და ემოციური პრობლემების მქონე სკოლის მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების კვალიფიციური ფსიქო-სოციალური მომსახურებით უზრუნველყოფა; საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის აღმოფხვრა და დისციპლინის გაუმჯობესება; საქართველოს საჯარო სკოლების ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა. ელექტრონული სწავლა-სწავლების ხელშეწყობა; სკოლაში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესისადმი ინტერესის გაზრდა, განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი ამაღლება; მოსწავლეებისათვის მიმზიდველი, საინტერესო და ხალისიანი სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა; მასწავლებლების კარიერული ზრდის ხელშეწყობა მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების გზით; ერთიან საგანმანათლებლო ქსელში ჩართული დაწესებულებების უზრუნველყოფა უწყვეტი და უსაფრთხო ინტერნეტ კავშირით; ოკუპირებულ რეგიონებში საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა; მოსწავლეთათვის შესაბამის საფეხურზე ზოგადი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების უზრუნველყოფა აუცილებელი ფინანსური რესურსებით, სასკოლო სახელმძღვანელოებით, სამუშაო რვეულებით; რიგი რაიონის სკოლის მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირებით; თავისუფალი გაკვეთილების დანერგვა ყველა საჯარო სკოლაში; ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისთვის განხორციელებული სხვადასხვა ხელშემწყობი ღონისძიებები; სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დანერგვის ხელშეწყობა, სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა;
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019