მოძებნე პროგრამის შედეგები

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (26 10)

გამოყოფილია 3646880 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა და აღნიშნული სერვისების ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა; ...

სახელმწიფო სერვისების განვითარების ხელშეწყობა, ახალი და ინოვაციური სერვისების დანერგვა და აღნიშნული სერვისების ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომობა; მრავალმოსახლე და მუნიციპალური ცენტრიდან მოშორებულ სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების აშენება, სოფლიდან გაუსვლელად როგორც სახელმწიფო (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, სოციალური მომსახურების სააგენტოს და სხვ.), ისე კერძო სექტორის (საბანკო, სატელეკომუნიკაციო და სხვ.) მომსახურების უზრუნველყოფა. მუნიპიცალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობებში ელექტრონული მმართველობის სისტემის (მმს) დანერგვა; სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწის, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის მიზნით, თითოეული მოქალაქის რეგისტრაციის მონაცემების დაკავშირება ახალ მისამართებთან, სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია და სააგენტოს ბიზნეს პროცესების უსაფრთხოების დონის ამაღლება; ახალი, ცენტრალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, რომელიც ერთიან ჩარჩოში მოაქცევს სააგენტოში მიმდინარე ყველა ბიზნესპროცესს და შექმნის უფრო თანამედროვე პლატფორმას. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და განვითარების გზით სერვისებზე უფრო მაღალი ხელმისაწვდომობის და ახალ მოთხოვნილებებზე სწრაფი რეაგირების უზრუნვეყოფა. ციფრული ხელმოწერის, ციფრული შტამპის, დროის აღნიშვნის, ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვა და გაუმჯობესება; მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შესაძლებლობათა განვითარების მიზნით, კომისიის როგორც ანალიტიკური, ასევე, ადმინისტრაციული მხარდაჭერა, მიმდინარე წლის მიგრაციის სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და შეფასება, შემდგომი წლების სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება.

სააგენტოს არსებული და ახალი სერვისების განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე; ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, საქართველოში მიგრაციის მართვის მექანიზმების გაუმჯობესება.
·   განვითარებული არსებული და ახალი სერვისები და გაზრდილი ხელმისაწვდომობა როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე; ·   გაუმჯობესებული მიგრაციის მართვის მექანიზმები ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის ფუნქციონირებს 50 საზოგადოებრივი ცენტრი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს ფუნქციონირებს 65 საზოგადოებრივი ცენტრი, 2019 წელს - 70 საზოგადობრივი ცენტრი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 4 საზოგადოებრივი ცენტრი; შესაძლო რისკები - მზაობისა და შესაძლებლობების ნაკლებობა მუნიციპალიტეტის მხრიდან 2 საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მიერ გაიცემა 100-ზე მეტი სერვისი; მიზნობრივი მაჩვენებელი - დანერგილია მინიმუმ 4 ახალი და განვითარებულია მინიმუმ 8 არსებული სერვისი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1 სერვისი; შესაძლო რისკები - ადამიანური რესურსების ნაკლებობა; პროექტთა პრიორიტეტიზაციის ცვლილება; სახელმწიფო და კერძო უწყებების მზაობისა და შესაძლებლობების ნაკლებობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის დასრულდება 2016-2020 წ.წ. მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წ.წ. სამოქმედო გეგმის 2017 წლის მონიტორინგი და დაიწყება შეფასების პროცესი; დამტკიცდება მიგრაციის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2019 წლის სამოქმედო გეგმა; 2019 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2020 წლის სამოქმედო გეგმა; 2020 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგია და მისი 2021 წლის სამოქმედო გეგმა; 2021 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა; შესაძლო რისკები - შესაბამისი უწყებების ჩართულობის ნაკლებობა
1.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის ფუნქციონირებს 50 საზოგადოებრივი ცენტრი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს ფუნქციონირებს 65 საზოგადოებრივი ცენტრი, 2019 წელს - 70 საზოგადობრივი ცენტრი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს ფუნქციონირებს 59 საზოგადოებრივი ცენტრი. 2.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სააგენტოს მიერ გაიცემა 100-ზე მეტი სერვისი; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - დანერგილია მინიმუმ 4 ახალი და განვითარებულია მინიმუმ 8 არსებული სერვისი; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს დაინერგა 4 ახალი სერვისი (დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, დროის კვალიფიციური აღნიშვნა); განვითარდა 8 არსებული სერვისი (განცხადებების ელექტრონული რეესტრი, დაბადების განმეორებითი მოწმობა, ქორწინების განმეორებითი მოწმობა, გარდაცვალების განმეორებითი მოწმობა, განქორწინების განმეორებითი მოწმობა, შვილად აყვანის განმეორებითი მოწმობა, სახელის ან/და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობა, მამობის დადგენის განმეორებითი მოწმობა). 3.   დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის ბოლოსათვის დასრულდება 2016-2020 წ.წ. მიგრაციის სტრატეგიის 2016-2017 წ.წ. სამოქმედო გეგმის 2017 წლის მონიტორინგი და დაიწყება შეფასების პროცესი; დამტკიცდება მიგრაციის სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმა; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2019 წლის სამოქმედო გეგმა; 2019 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2020 წლის სამოქმედო გეგმა; 2020 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგია და მისი 2021 წლის სამოქმედო გეგმა; 2021 წელს - შემუშავდება და დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს შემუშავდა და დამტკიცდა 2019 წლის სამოქმედო გეგმა. ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - 2018 წლის ბოლოსთვის ფუნქციონირებს 59 საზოგადოებრივი ცენტრი. საანგარიშო პერიოდში მშენებლობა/აღჭურვის დასრულების მიუხედავად ვერ მოესწრო 3 საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის ღონისძიება (ადიგენი, ახალსოფელი, მუხრანი), ხოლო 1 საზოგადოებრივი ცენტრის (უდაბნო) - აღჭურვა (ზემოაღნიშნული ცენტრები გაიხსნა 2019 წელს). გარდა ამისა, სამშენებლო პროცესში ცვლილებების შეტანის საჭიროების გამო 1 საზოგადოებრივი ცენტრი (საწირე) გაიხსნა 2019 წლის 25 თებერვალს, ხოლო დამატებით 1 ცენტრი (შუახევი) გაიხსნება 2019 წლის 20 აპრილს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019