შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; ...
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი; შრომის, სოციალური და ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მარეგულირებელი აქტების მომზადება და მათზე ზედამხედველობა; სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება; ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული რეგულირება; სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი; სოციალური დახმარებების, პენსიებისა და სხვადასხვა ფულადი თუ არაფულადი სახელმწიფო (მ.შ. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული) ბენეფიტების მიმღებთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება; ქვეყანაში შრომის ბაზრის პოლიტიკისა და დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარება/განხორციელება; შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ შესაბამისი სტანდარტების შემუშავება/გადასინჯვა; სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების ზედამხედველობა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენცია; საზოგადოების გარკვეული ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საჭიროებებისათვის გამიზნული პროგრამების შემუშავება, დამტკიცება, განხორციელების კონტროლი და შედეგების მონიტორინგი; ეპიდსაწინააღმდეგო და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა; სახელმწიფო ზრუნვის, ადამიანთა ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მართვა; საქართველოს ტერიტორიულ ერთეულებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების მართვა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019