„კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყნის სამუზეუმო სისტემის საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრაციის, მისი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების და დღეს არსებული ...
„კულტურის სტრატეგია - 2025“ დოკუმენტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქვეყნის სამუზეუმო სისტემის საერთაშორისო სამუზეუმო სივრცეში ინტეგრაციის, მისი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების და დღეს არსებული პრობლემური ასპექტების მოწესრიგების უზრუნველყოფა; საქართველოს მუზეუმების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მუზეუმებში დაცული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის პრევენციული ზომების მიღება, ღონისძიებების გატარება მუზეუმების პოპულარიზაციისთვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მართვის სისტემის ჩამოყალიბება. საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულებების შესრულება. ეროვნულ უმცირესობათა კულტურის წარმოჩენა; უნარშეზღუდულ პირთა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ინტეგრირების ხელშეწყობა; საქართველოს არქიტექტურული კომპლექსების კულტურული მემკვიდრეობის ცალკეული ნიმუშების დაცვა და საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების წარმართვა-განვითარება კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, გამოცდილების გაზიარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით; UNESCO-ს ვალდებულებების შესრულება, მათ შორის UNESCO-ს „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ კონვენციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და მენეჯმენტის გეგმის მომზადება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის; არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების ინვენტარიზაცია, დაცვისა და სისტემატიზაციის მექანიზმების შემუშავება. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო სისტემის/სივრცის შექმნის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ერთიანი ბაზის მუდმივი განახლება და გაფართოება; ქართული სპორტის წარმატებების ამსახველი მასალების შეკრება, დაკომპლექტება, აღრიცხვა, შენახვა-დაცვა; კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე უნებართვო სამუშაოების აღკვეთა; კულტურული ტურიზმის განვითარებისა და მისთვის მიმზიდველი გარემოს შექმნისათვის ხელშეწყობა.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო
ბოლო განახლება: 15.08.2022
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019