მოძებნე პროგრამის შედეგები

მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარება (35 02 02)

გამოყოფილია 94.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობების, მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური პაკეტის, ლტოლვილთა-დევნილთა და ...

მიზნობრივი სოციალური ჯგუფების მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობების, მიზნობრივი ჯგუფებისთვის სოციალური პაკეტის, ლტოლვილთა-დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემწეობების, რეინტეგრაციის შემწეობის, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ფულადი ბენეფიტების, ორსულობის და მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარების გაცემა დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად; შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

მიზნობრივი სოციალური ჯგუფებისათვის სოციალური ტრანსფერის გაცემა.
·   ბენეფიციართა 100% უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გასაცემლით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (მიმღებთა რაოდენობა 459 699 პირი, მათ შორის პენსიონერთა, შშმ პირთა და ბავშვთა რაოდენობა 50%); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარებების დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა 2 საბაზისო მაჩვენებელი - მიზნობრივი ჯგუფები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური პაკეტით და გაცემა ხდება დროულად (მიმღებთა რაოდენობა 166 572 მათ შორის, 62.6% მამაკაცი, 37.4% - ქალი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება სოციალური პაკეტის დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა 3 საბაზისო მაჩვენებელი - დევნილი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსი მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან შემწეობით და გაცემა ხდება დროულად (მიმღები სულ 229 627 მათ შორის 46,1% მამაკაცი, 53,9% ქალი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება სოციალური პაკეტის დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა 4 საბაზისო მაჩვენებელი - სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბავშვის ოჯახში დაბრუნების შემდეგ ბიოლოგიური ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან რეინტეგრაციის შემწეობით და გაცემა ხდება დროულად (რეინტეგრაციის შემწეობის მიმღებთა რაოდენობა - 426); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება რეინტეგრაციის შემწეობის დროულად გაცემის მაჩვენებელი (დაახლოებით 500); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5%; შესაძლო რისკები - ბიოლოგიური ოჯახების არასაკმარისი მზაობა, არაკეთილსაიმედო ოჯახური გარემო ბავშვისთვის 5 საბაზისო მაჩვენებელი - ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (11185 ბენეფიციარი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა, შობადობის კლება 6 საბაზისო მაჩვენებელი - დასაქმებული ქალები უზრუნველყოფილნი არიან დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (მიმღები 1212 პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა, პროგრამის ცვლილება 7 საბაზისო მაჩვენებელი - შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირები უზრუნველყოფილნი არიან ზიანის ანაზღაურების დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (მიმღები 1000 პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა 8 საბაზისო მაჩვენებელი - სხვადასხვა სოციალური კატეგორიები უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიით და გაცემა ხდება დროულად (მიმღებთა რაოდენობა 27076 პირი, მათ შორის 34% მამაკაცი, 66% - ქალი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%; შესაძლო რისკები - ნაკლები მიმართვიანობა 9 საბაზისო მაჩვენებელი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უზრუნველყოფილნი არიან ფულადი დახმარებით (1210 პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება გასაცემლით უზრუნველყოფის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%
1. საბაზისო მაჩვენებელი - სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (მიმღებთა რაოდენობა 459 699 პირი, მათ შორის პენსიონერთა, შშმ პირთა და ბავშვთა რაოდენობა 50%); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარებების დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - საარსებო შემწეობა სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 440 ათასამდე პირზე. შენარჩუნებულია მიმღებთა შორის პენსიონერთა, შშმ პირთა და ბავშვთა რაოდენობა 50%; 2. საბაზისო მაჩვენებელი - მიზნობრივი ჯგუფები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური პაკეტით და გაცემა ხდება დროულად (მიმღებთა რაოდენობა 166 572 მათ შორის, 62.6% მამაკაცი, 37.4% - ქალი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება სოციალური პაკეტის დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - სოციალური პაკეტი სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 165 ათასზე მეტ პირზე. სოციალური პაკეტის მიმღებთა გადანაწილება სქესობრივ ჭრილში შენარჩუნებულია, მიმღებთა დაახლოებით 37.2% ქალია; 3. საბაზისო მაჩვენებელი - დევნილი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები უზრუნველყოფილნი არიან შემწეობით და გაცემა ხდება დროულად (მიმღები სულ 229 627 მათ შორის 46,1% მამაკაცი, 53,9% - ქალი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება შემწეობის დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - დევნილი, ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა შემწეობა სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 228 ათასზე მეტ პირზე. შემწეობის მიმღებთა გადანაწილება სქესობრივ ჭრილში შენარჩუნებულია, მიმღებთა დაახლოებით 53,7 % ქალია; 4. საბაზისო მაჩვენებელი - სპეციალიზებული დაწესებულებიდან ბავშვის ოჯახში დაბრუნების შემდეგ ბიოლოგიური ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან რეინტეგრაციის შემწეობით და გაცემა ხდება დროულად (რეინტეგრაციის მიმღებთა რაოდენობა - 426); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება შემწეობის დროულად გაცემის მაჩვენებელი (დაახლოებით 500); მიღწეული მაჩვენებელი - რეინტეგრაციის შემწეობა სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 450 ოჯახზე. 5. საბაზისო მაჩვენებელი -ოჯახები უზრუნველყოფილნი არიან დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (11 185 ბენეფიციარი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული ორივე კომპონენტის ფარგლებში დახმარება სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 11 ათასზე მეტ ბენეფიციარზე. 6. საბაზისო მაჩვენებელი - დასაქმებული ქალები უზრუნველყოფილნი არიან დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (მიმღები 1212 პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო დახმარება სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ ათასზე მეტ ბენეფიციარზე. 7. საბაზისო მაჩვენებელი - შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირები უზრუნველყოფილნი არიან ზიანის ანაზღაურების დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (მიმღები 1000 პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - შრომითი მოვალეობის შესრულებისას დაზარალებული პირებისთვის დახმარება სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 947 ბენეფიციარზე. 8. საბაზისო მაჩვენებელი - სხვადასხვა სოციალური კატეგორიები უზრუნველყოფილნი არიან საყოფაცხოვრებო სუბსიდიით და გაცემა ხდება დროულად (მიმღებთა რაოდენობა 27076 პირი, მათ შორის 34% მამაკაცი, 66% -ქალი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დახმარების დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - საყოფაცხოვრებო სუბსიდია სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული პირთა წრისათვის სრულად და დროულად გაიცემოდა თვეში საშუალოდ 25 ათასზე მეტ ბენეფიციარზე. 9. საბაზისო მაჩვენებელი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები უზრუნველყოფილნი არიან ფულადი დახმარებით (1210 პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება გასაცემლით უზრუნველყოფის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა რაოდენობა, რომელზეც გაიცა ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 691 პირს. 10. საბაზისო მაჩვენებელი - სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში ყოველწლიურად უარყოფითი ბუნებრივი მატების რეგიონებში და ასევე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ბავშვები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური დახმარებით და გაცემა ხდება დროულად (ბენეფიციართა რაოდენობა 11 ათასზე მეტი პირი); მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება გასაცემლით უზრუნველყოფის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ბავშვებისათვის სრულად და დროულად გაიცემოდა სოციალური დახმარება თვეში საშუალო 11 ათასზე მეტ ბენებიციარზე. ცდომილების მაჩვენებელი (% აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებაზე: ·      2018 წლის 1 ივნისიდან საარსებო მინიმუმად აღებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაანგარიშებული 2018 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელი - 175 ლარი, გარდა ამისა, კომუნალური მომსახურების კოეფიციენტი შემცირდა 3%-ით. შესაბამისად, 2018 წლის მეორე ნახევრიდან იმატებს საარსებო შემწეობის მიმღებთა ყოველთვიური რაოდენობა; ·      ბიოლოგიიური ოჯახების არასაკმარისი მზაობის, რიგ შემთხვევებში კი ბავშვ(ებ)ისათვის არაკეთილსაიმედო ოჯახური გარემოს გამო ვერ მოხერხდა მათი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება; ·      შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარება შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირთა წრისათვის უკვე დანიშნულია და ახალი დანიშვნები თითქმის აღარ ხორციელდება; ·      საყოფაცხოვრებო სუბსიდია შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირთა წრისათვის უკვე დანიშნულია და ახალი დანიშვნები თითქმის აღარ ხორციელდება. ·      მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა გარდაცვალების მაღალი მაჩვენებლის გამო, 2018 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა მიმღებთა რაოდენობა.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019