მოძებნე პროგრამის შედეგები

ერთიანი აგროპროექტი (31 05)

გამოყოფილია 106.6 c

პროგრამის განმახორციელებლი

პროგრამის აღწერა და მიზანი

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის რგოლების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; ...

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების გადამუშავების და შენახვა-რეალიზაციის რგოლების უზრუნველყოფა იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით; აგროსექტორში დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა; სანერგე მეურნეობების მოწყობის და მრავალწლიანი კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობა; კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება.

სოფლის მეურნეობის დარგში ახალი საწარმოების შექმნა; სოფლის მეურნეობის საწარმოებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტის ხელმისაწვდომობის ზრდა; აგროდაზღვევის განვითარება; სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების ზრდა; ჩაის წარმოების ზრდა;
·         პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო იაფი ფულადი რესურსების ხელმისაწვდომობას, რის შედეგადაც შეიქმნა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები; ·         გაიზარდა პირველადი წარმოება; ·         აგროდაზღვევის ბენეფიციარების მხრიდან აქტივობა მზარდია, რაც ხელს უწყობს დარგის განვითარებას; განხორციელდა გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; ·         გაშენდა თანამედროვე ხეხილის ბაღები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - შეიქმნა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები; შეიქმნა აგროდაზღვევის სისტემა; გაშენდა ახალი ბაღები; განხორციელდა ზოგიერთი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი - შეიქმნება ახალი და გადაიარაღდება არსებული საწარმოები; გაგრძელდება აგროდაზღვევის სისტემის განვითარება; გაშენდება ახალი ბაღები; ჩაის მწარმოებელი კოოპერატივები აღიჭურვება საწარმოო დანადგარებით
საბაზისო მაჩვენებელი ·         შეიქმნა ახალი და გადაიარაღდა არსებული საწარმოები; ·         შეიქმნა აგროდაზღვევის სისტემა; ·         გაშენდა ახალი ბაღები; განხორციელდა ზოგიერთი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია; მიზნობრივი მაჩვენებელი ·         შეიქმნება ახალი და გადაიარაღდება არსებული საწარმოები; ·         გაგრძელდება აგროდაზღვევის სისტემის განვითარება; ·         გაშენდება ახალი ბაღები; ·         ჩაის მწარმოებელი კოოპერატივები აღიჭურვება საწარმოო დანადგარებით. მიღწეული მაჩვენებელი ·         შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით საანგარიშო პერიოდში შეიქმნა 8 ახალი და გადაიარაღდა 66 საწარმო. სულ პროექტის დაწყებიდან შექმნილია 145 ახალი და გადაიარაღებული/მოდერნიზებულია 911 საწარმო. ·         აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გაიცა 12 574 პოლისი, დაზღვეული მოსავლის ღირებულება შეადგენს 85 781.3 ათას ლარს, სააგენტოს გადასახდელი პრემიის წილი 4 474.9 ათას ლარს. დაზღვეული მოსავლის ფართობი - 11 557 ჰექტარს. ·         პროექტი „დანერგე მომავლი“-ს ფარგლებში საანგარიშო პერიოდში დამტკიცებულია 2 053 ჰა-ზე გასაშენებელი 302 ბაღის პროექტი, სააგენტოს თანადაფინანსება განისაზღვრა 11 923.2 ათასი ლარით. ·         პროექტი „ქართული ჩაი“- ს ფარგლებში საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულება გაუფორმდა 15 ბენეფიციარს, პლანტაციების ჯამური ფართობი შეადგენს 325 ჰექტარს, თანადაფინანსების მოცულობა 557.3 ათას ლარს. ·         სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში გაიხსნა 13 ახალი საწარმო. ·         სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროექტის - ფარგლებში საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 115 ხელშეკრულება, თანადაფინანსების მოცულობამ შეადგინა 4 979.9 ათასი ლარი, ხოლო ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 12 790.0 ათას ლარს.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019