მოძებნე პროგრამის შედეგები

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (24 05)

გამოყოფილია 87.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე; ...

საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე; ახალი ტურისტული პროდუქტის განვითარება და არსებულის დივერსიფიკაცია (მარშუტების შემუშავება, პროდუქტის ბეჭდვური-საინფორმაციო მასალის მომზადება); მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, გაზრდილი ცნობადობა და საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ქვეყნის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა; საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოპულარიზაციის შედეგად, ქვეყანაში შესაბამისი მიზნით ჩამოსული ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა; საქართველოს საკურორტო რესურსების შესახებ ამალებული ცნობადობა და ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდა.
·         საერთაშორისო და შიდა ბაზარზე გაიზარდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, მიმართ ინტერესი, რაც გამოიხატება ვიზიტორების რაოდენობის ზრდით და საქართველოს საკურორტო რესურსების შესახებ მსოფლიოს ცნობილ ჟურნალებში დაბეჭდილი სტატიებით და ტელევიზიების მიერ მომზადებული გადაცემებით; ·         გამოცემა „Buying Business Travel“-ის მიერ გამართულ ყოველწლიურ საქმიანი ტურიზმის სფეროში გამოჩენილი მიღწევებისა და ინოვაციების დაჯილდოება „Business Travel Awards“-ზე საქართველომ მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო MICE მიმართულება“; ·         შეიქმნა ღვინის გზის კატალოგი; ·         გაუმჯობესებულ და მოწყობილ იქნა მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ: დამონტაჟდა ღვინის გზის საგზაო მანიშნებლები და ხევსურეთში საინფორმაციო დაფები; ·         გადამზადდა 1 254 ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანი.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს დაფიქსირდა 6,350,825 საერთაშორისო ვიზიტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021 წლებში მოხდება 2016 წლის მაჩვენებლის გაუმჯობესება 35%-ით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 30%; შესაძლო რისკები - სამიზნე ჯგუფების დაბალი აქტივობა
1. საბაზისო მაჩვენებელი - 2016 წელს დაფიქსირდა 6 350 825 საერთაშორისო ვიზიტორი; მიზნობრივი მაჩვენებელი - 2018-2021 წლებში მოხდება 2016 წლის მაჩვენებლის გაუმჯობესება 35%-ით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - 2018 წელს საქართველოს ესტუმრა 8 679 544 საერთაშორისო მოგზაური, რაც 2017 წლის მაჩვენებელს აღემატება 9.8%-ით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019