მოძებნე პროგრამის შედეგები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები (31 06)

გამოყოფილია 143.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“

პროგრამის აღწერა და მიზანი

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით:მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საშუალებებით უზრუნველყოფა (ფუტკრის სკები, საწურები და სხვა); ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში ...

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მიზნით:მეფუტკრე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საწარმოო საშუალებებით უზრუნველყოფა (ფუტკრის სკები, საწურები და სხვა); ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვებში კოოპერატივების მონაწილეობის ხელშეწყობა; საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა; კოოპერატივების ბრენდირება; რძის მწარმოებელ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე რძის საწარმოსთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობის გადაცემა; მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებზე ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის საჭირო დანადგარებისა და მოწყობილობების გადაცემა; თაფლის საწარმოს მშენებლობა, აღჭურვა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე იჯარით გადაცემა; მაღალმთიანი რეგიონების მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობა; კოოპერატივებში ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ჩართულობის სტიმულირება; კოოპერატივების მეპაიეთა კვალიფიკაციის ამაღლება და ტრეინინგების ჩატარება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის ზრდა; კოოპერატივების კონკურენტუნარიანობის ზრდა; ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის დონის ამაღლება კოოპერაციულ წარმოებაში;
·         გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა; ·         ამაღლებულია კოოპერატივების კონკურენტუნარიანობა; ·         ამაღლებულია ქალთა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის დონე კოოპერაციულ წარმოებაში;
1 საბაზისო მაჩვენებელი - საერთაშორისო სტანდარტი (Global Gap, ISO22, HACAP) დაინერგა 10 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში, 2 კოოპერატივის სავაჭრონიშნის რეგისტრაცია, 2 გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება; მიზნობრივი მაჩვენებელი - კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა; თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რძის მწარმოებელი, ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი და მაღალმთიან რეგიონებში მესაქონლეობის კოოპერატივების რაოდენობა; კოოპერატივების, რაოდენობა რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს (GLOBAL GAP, HACAP დასხვა); ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 5-10%; შესაძლო რისკები - ბენეფიციარი კოოპერატივების დაბალი აქტივობა
საბაზისო მაჩვენებელი ·         სტატუსი მიენიჭა 124 კოოპერატივს, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაეთო 16 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მათ შორის პროგრამის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა 14-მა კოოპერატივმა. აღნიშნულთაგან სააგენტოსთან გამოფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულა 10-მა კოოპერატივმა, რომელთაც გადაეცათ რძის საწარმოსათვის განკუთვნილი აღჭურვილობა; ·         ერთიანი საწარმოო ციკლისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს ჩამოყალიბების მიზნით, პროგრამაში ჩაერთო 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, საანგარიშო პერიოდში დასრულდა საწარმოს შენობა-ნაგებობის მშენებლობა, სააგენტოს მიერ განხორციელდა ღვინის საწარმოსათვის განკუთვნილი, პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის შესყიდვა და მონაწილეთათვის გადაცემა/მონტაჟი; ·         67 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა 4592 სკა. გარდა აღნიშნულისა, 21 მონაწილემ პროგრამის ფარგლებში მიიღო 21 თაფლის საწური (ციბრუტი) , 22 მონაწილეს გადაეცა 22 ფიჭის ასათლელი დანა და 25 მონაწილეს გადაეცა 675 ცალი თაფლის შესანახი ავზები - სულ 55 000 ლიტრი ტევადობის ·         მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 29 მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებულ 29 კოოპერატივს გადაეცა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ·         მეფუტკრე კოოპერატივების მიერ ნაწარმოები თაფლის რაოდენობა შეადგენს 400 ტონას, რძის მწარმოებელი კოოპერატივების მიერ გადამუშავებული რძის რაოდენობამ დაახლოებით შეადგინა 491 291 ლიტრი, ხოლო ყველის რაოდენობამ - 70 000 ტონა, მეღვინეობის პროგრამაში მონაწილე კოოპერატივების მიერ გადამუშავებული იქნა 216 ტონა ყურძენი და  რეალიზებული იქნა 128 ტონა ღვინომასალა. შენიშვნა: საბაზისო მაჩვენებელი დაზუსტდა 2017 წლის ფაქტიური შესრულების მიხედვით, მიზნობრივი მაჩვენებელი ·         კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა; ·         თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი რძის მწარმოებელი და ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერატივების რაოდენობა; ·         კოოპერატივების რაოდენობა, რომლებიც აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს (GLOBAL GAP, HACAP და სხვა); ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმემდო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: 15-მდე კოოპერატივს გადაეცემა სატრანსპორტო მისაბმელი სკების გადაადგილებისათვის; 2 გამოფენა გაყიდვის მოწყობა; უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კოოპერატივისათვის აშენდება და ტექნიკით აღიჭურვება რძის გადამამუშავებებლი საწარმო. მიღწეული მაჩვენებელი ·         საანგარიშო პერიოდში სტატუსი მიენიჭა 117 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. აღნიშნულ პერიოდში კოოპერატივის სტატუსი შეუწყდა 265 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს. აღნიშნული თარიღის მდგომარეობით სულ საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულია 1106 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ·         მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 2 კოოპერატივი. საერთო ჯამში მოთხოვნილია 3 მისაბმელი. ·         გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების 2 გამოფენა-გაყიდვა; ·         10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა ყურძნის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმოს შექმნისათვის საჭირო მანქანა-დანადგარები; ·         განხორციელდა თანამედროვე ტიპის თაფლის საწარმოს აშენება და მიმდინარეობდა მოპირკეთებები; ·         რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 9 მაღალმთიან რეგიონში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა რძის საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობები; ·         შესყიდული იქნა დადგენილებით განსაზღვრული რძის გადამამუშავებელი საწარმოებისათვის რძის ჩამოსასხმელი ხაზები და სხვა არჭურვილობა. ·         განხორციელდა 3 რძის გადამამუშავებელი საწარმოს საპროექტო სამუშაოების შესყიდვა; ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: 2 გამოფენა გაყიდვის გამართვა, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 56.1 ათასი ლარი; სათანადო ტექნიკით აღიჭურვება 15 კოოპერატივი; აღიჭურვა 19 კოოპერატივი, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 6 863.0 ათასი ლარი; უკანა ფშავში აშენდა და მიმდინარეობდა საწარმოს მოპირკეთების სამუშაოები, რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 3 322.9 ათასი ლარი; ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შუალედურ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე: ·         2018 წლის დასაწყისში, მეფუტკრე კოოპერატივებთან შეხვედრის გამართვის შემდგომ, დადგა საჭიროება ფუტკრის სკების ნაცვლად, მათი გადასაზისდი ლაფეტების შესყიდვისა, რის შედეგადაც მიზანშეწონილად იქნა მიღებული სკების ნაცვლად შეძენილი ყოფილიყო სკების გადასატანი ლაფეტები იმის გამო, რომ პროგრამაში რეგისტრაცია დაემთხვა მეფუტკრეებისათვის აქტიურ პერიოდს, პროგრამაში განაცხადი შემოიტანა 4-მა კოოპერატივმა, საიდანაც ჩაერთო მხოლოდ 2 კოოპერატივი. ამავე პროგრამის ფარგლებში, ვერ მოეწრო ტენდერების გამოცხადება, სკების გადასატანი ლაფეტების შეძენისათვის, რაც განპირობებული იყო, შესათანხმებელი CPV კოდებზე პროცედურების გაჭიანურებით (ამასთან, სოფლის განვითარების 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 2018 წლის მაჩვენებელი: პროგრამაში ჩაერთო 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, (რისთვისაც 2018 წელს მიიმართა 0 ლარი)); ·         2018 წლის დეკემბერში სტანდარტებისა და ბრენდირების პროგრამაში, პროგრამის ბრენდირების ნაწილში ჩაერთო 4 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, მაგრამ მათთვის მომსახურების გაწევა ვერ მოესწრო; ·         რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მონაწილე კოოპერატივებისათვის აღჭურვილობა შეძენილი იქნა მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამიდან, იქიდან გამომდინარე, რომ 9-ვე კოოპერატივი რეგისტრირებული იყო მაღალმთიან რეგიონში; ·         მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წალკის, დმანისისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში ასაშენებელი რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობის ტენდერები გამოცხადდა 2018 წლის დეკემბერში, მაგრამ შესყიდვების პროცედურების ვადების გამო, ვერ მოეწრო მათი განხილვა, რის შედეგადაც იქნა მიღებული ტენდერების შეწყვეტის გადაწყვეტილება; ·         მაღალმთიან რეგიონებში სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესასყიდი იყო ისეთი დანდგარები, რომელთა ნაწილიც მოითხოვდა მთავრობასთან შესაბამისი CPV კოდების წინასწარ თანხმობას აღნიშნულ აღჭურვილობაზე შესათანხმებელი პროცედურების გაჭიანურების გამო განკარგულებაზე ხელი მოეწერა 10 დეკემბერს, რამაც არ მისცა კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საშუალება გამოეცხადებინა ტენდერები; ·         მეპაიეთა კვალიფიკაციისა და ტრეინინგების პროგრამის ფარგელბში არსებული რესურსები მიმართული იქნა სხვა პროგრამაში, იქიდან გამომდინარე რომ, 2019 წელს აღნიშნულ პროექტს განახორციელებს სსიპ „ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“. შენიშვნა: ამასთან, საბაზისო მაჩვენებელი დაზუსტდა 2017 წლის ფაქტიური შესრულების მიხედვით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019