მოძებნე პროგრამის შედეგები

სოციალური შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში (35 02 04)

გამოყოფილია 84.3 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი შეღავათების დაფინანსება: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით; ...

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი შეღავათების დაფინანსება: მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისათვის დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით; სოციალური პაკეტის მიმღებთათვის დანამატი სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით; დანამატი, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალზე (ექიმისთვის პენსიის ორმაგი ოდენობით, ექთნისთვის - პენსიის ერთმაგი ოდენობით). ასევე, აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურება (არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა).

გაუმჯობესდება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ოჯახების სოციალური მდგომარეობა, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერები/სოციალური პაკეტის მიმღები პირები მიიღებენ სახელმწიფო გასაცემელს გაზრდილი ოდენობით.
·   პენსიის/სოციალური პაკეტის დანამატით უზრუნველყოფილია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სტატუსის მქონე პენსიონერი/სოციალური პაკეტის მიმღები პირი, მაღალმთიან დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული/დაკონტრაქტებული სამედიცინო პერსონალი. ასევე, ანაზღაურებულია მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 50%.
1 საბაზისო მაჩვენებელი - მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები/სოციალური პაკეტის მიმღები პირები უზრუნველყოფილნი არიან დანამატით და გაცემა ხდება დროულად; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დანამატის დროულად გაცემის მაჩვენებელი; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 2%
1.საბაზისო მაჩვენებელი-მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები/სოციალური პაკეტის მიმღები პირები უზრუნველყოფილნი არიან დანამატით და გაცემა ხდება დროულად; მიზნობრივი მაჩვენებელი - შენარჩუნდება დანამატის დროულად გაცემის მაჩვენებელი; მიღწეული მაჩვენებელი - სახელმწიფო პენსიის დანამატი მიიღო დაახლოებით 67 ათასზე მეტმა პენსიონერმა, სოციალური პაკეტის დანამატი მიიღო 13 000-ზე მეტმა პირმა, ელექტროენერგიის შეღავათით უზრუნველყოფილი იქნა 74 000-მდე ოჯახი.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 25.01.2019

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019