მოძებნე პროგრამის შედეგები

პროფესიული განათლება (32 03)

გამოყოფილია 77.4 c

პროგრამის განმახორციელებლი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი; სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა; სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი; პროფესიული კოლეჯები

პროგრამის აღწერა და მიზანი

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების და პროფესიული კარიერის ხელშეწყობა; ...

მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნილების დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების და პროფესიული კარიერის ხელშეწყობა; პროფესიული განათლებისა და მომზადების ერთიანი, ხარისხიანი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა; პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა; სახელმწიფოს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით დაფუძნებულ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებშიპროფესიული სტუდენტების სრული სახელმწიფო დაფინანსება; პროფესიული განათლების განვითარების 2013–2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელება; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადება.

გაზრდილია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და ხარისხი; მომზადებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალა; უზრუნველყოფილია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების დასაქმების ხელშეწყობა; უზრუნველყოფილია პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის (შშმპ, სსსმპ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილები და ა.შ); გაზრდილია ადაპტირებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა; შემუშავებულია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ პირების პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩართვის მექანიზმები; ქვეყნის რეგიონული და ეკონომიკური განვითარების შესაბამისად ჩამოყალიბებულია ახალი და არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ფუნქციონირებადი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.
·         გადამუშავდა პროფესიული სტანდარტები, შემუშავდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 100-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შეესაბამება შრომის აზრის არსებულ და სამომავლო მოთხოვნებს, სისტემაში დანერგილი პროგრამების 70% მოდულურია; ·         მომზადებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალა და პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევის თანახმად 2017 წლის კურსდამთავრებულთა 60% დასაქმებულია; ·         გაუმჯობესდა პროფესიულ განათლებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; ·         პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის (შშმპ, სსსმპ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, დევნილები, პატიმრები, პრობაციონერები, განათლების სისტემის მიღმა დარჩენილები და ა.შ); ·         ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადების მიზნით ჩატარებულია ტრენინგები. პროგრამით განხორციელებული საქმიანობა პასუხობს: SDG-ის 4.3 და 4.4 ამოცანებს:   გლობალური ამოცანა 4.3: - 2030 წლისთვის ყველა ქალისა და მამაკაცისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ტექნიკური, პროფესიული და საშუალო და უმაღლესი განათლების, მათ შორის საუნივერსიტეტო განათლების, უზრუნველყოფა.   გლობალური ამოცანა 4.4: - 2030 წლისთვის იმ ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვნად გაზრდა, რომელთაც აქვთ დასაქმებისთვის, ღირსეული სამუშაოსთვის და მეწარმეობისთვის შესაფერისი უნარები, მათ შორის ტექნიკური და პროფესიული უნარები.
1 საბაზისო მაჩვენებელი - სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მაჩვენებელი აღწევს 12 000-ს, მ.შ 300-მდე შშმ/სსსმ პირი და 900-მდე დევნილი, ხოლო კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი აჭარბებს 56%-ს; მიზნობრივი მაჩვენებელი - საანგარიშო პერიოდში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მაჩვენებელი გაიზრდება 16%-ით, ხოლო კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 4 % ; შესაძლო რისკები - პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ნაკლები დაინტერესება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით 2 საბაზისო მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სისტემაში დანერგილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 50% არის მოდულური (საიდანაც მინიმუმ 9 არის დუალური), ამოქმედებულია ევროპული მიდგომების შესაბამისად მომზადებული ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სისტემა სრულად გადასულია მოდულურ სწავლებაზე, ასევე გაზრდილია სისტემაში დანერგილი დუალური პროგრამების რაოდენობა. ეროვნული პროფესიული კვალიფიკაციები თავსებადია ევროპულ კვალიფიკაციების სისტემასთან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - მიზნობრივ მაჩვენებელზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს კერძო სექტორის ნაკლებმა ინტერესმა დუალური პროგრამების მიმართ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებების შეფერხებამ; შესაძლო რისკები - კერძო სექტორის ნაკლები ინტერესი დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩასართავად, საკანონმდებლო ცვლილებების შეფერხება 3 საბაზისო მაჩვენებელი - შექმნილია საკანონმდებლო საფუძველი პროფესიული განათლების მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით; მიზნობრივი მაჩვენებელი - პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფილია სრული ზოგადი განათლების დაუფლების, ზრდასრულთა სწავლების - მომზადება-გადამზადების შესაძლებლობა; შესაძლო რისკები - კანონქვემდებარე აქტების მიღების შეფერხება
1.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი სახელმწიფო სასწავლებლებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მაჩვენებელი აღწევს 12 000-ს, მათ შორის 300-მდე შშმ/სსსმ პირია და 900-მდე დევნილი, ხოლო კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი აჭარბებს 56%-ს; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მაჩვენებელი გაიზრდება 16%-ით, ხოლო კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 4 %-ით; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასებისი ნდიკატორი სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მაჩვენებელი შეადგენს 7 267-ს, მათ შორის 350 შშმ/სსსმ პირი, ხოლო კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 60%-ია. ამასთან, 2018 წელს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებოდა 1 508 დევნილი. 2.       დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი პროფესიული განათლების სისტემაში დანერგილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 50% არის მოდულური (საიდანაც მინიმუმ 9 არის დუალური), ამოქმედებულია ევროპული მიდგომების შესაბამისად მომზადებული ხარისხის უზრუნველყოფის მოდელი და ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩო; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი პროფესიული განათლების სისტემა სრულად გადასულია მოდულურ სწავლებაზე, ასევე გაზრდილია სისტემაში დანერგილი დუალური პროგრამების რაოდენობა. ეროვნული პროფესიული კვალიფიკაციები თავსებადია ევროპული კვალიფიკაციების სისტემასთან; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი პროფესიული განათლების სისტემაში დანერგილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების 70% არის მოდულური (საიდანაც 20-ზე მეტი არის დუალური); დაწყებულია სამუშაოები ევროპული მიდგომების შესაბამისად მომზადებული ხარისხის უზრუნველყოფის მოდელისა და ეროვნულიკვალიფიკაციის ჩარჩოს ამოქმედების მიზნით; 3.         დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი შექმნილია საკანონმდებლო საფუძველი პროფესიული განათლების მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით; დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფილია სრული ზოგადი განათლების დაუფლების, ზრდასრულთა სწავლების - მომზადება-გადამზადების შესაძლებლობა; მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი ძალაში შევიდა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია, რომელიც საფუძველს უქმნის პროფესიული განათლების ფარგლებში ზოგადი განათლების მიწოდებას.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019