მოძებნე პროგრამის შედეგები

საფინანსო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება (23 05)

გამოყოფილია 124 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ფინანსთა სამინისტროს აკადემია

პროგრამის აღწერა და მიზანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელების ხელშეწყობისა და გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროექტების განხორციელების გზით, ასევე, ...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციის ამაღლება ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელების ხელშეწყობისა და გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროექტების განხორციელების გზით, ასევე, პროფესიულ განვითარებაზე მიმართული პროგრამების ორგანიზების საშუალებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების ხელშეწყობა ახალი კადრების შერჩევაში პროფესიული და საკვალიფიკაციო ტესტირების პროცესების ორგანიზების გზით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების ხელშეწყობა მათ დანერგვასთან დაკავშირებული ტრენინგების ორგანიზების საშუალებით; კერძო სექტორის განვითარების, ასევე, საბიუჯეტო დაფინანსებზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული სასწავლო - შემეცნებითი, სემინარული და საკონფერენციო ტიპის პროექტების განხორციელება; პროფესიული ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან და სასწავლო დაწესებულებებთან ერთად სასწავლო პროგრამების შემუშავება-განხორციელება, მათ შორის, ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად განხორციელებული სასწავლო პროგრამის ფარგლებში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა უზრუნველყოფილია სათანადოდ მომზადებული/გადამზადებული კადრებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა, ასევე, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები უზრუნველყოფილი არიან სწორად შერჩეული კადრებით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების წარმატებით დანერგვის მიზნით, საფინანსო სექტორში დასაქმებულები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი სასწავლო პროგრამებით/ ტრენინგებით; საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციები უზრუნველყოფილი არიან საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული მომზადება/გადამზადების და სხვა სასწავლო პროექტებით; საჯარო ფინანსების მართვის საკითხების სწავლების მიმართულებით, გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა, საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო ტრენინგები, საქართველო ყალიბდება რეგიონალურ ცენტრად საფინანსო მიმართულების სწავლების განხორციელების კუთხით.
·   ფინანსთა სამინისტროს სისტემა და ასევე, სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები უზრუნველყოფილი არიან სათანადოდ მომზადებული/გადამზადებული და სწორად შერჩეული კადრებით. ·   ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების წარმატებით დანერგვის მიზნით, საფინანსო სექტორში დასაქმებულები უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი სასწავლო პროგრამებით/ტრენინგებით. ·   საბიუჯეტო და კერძო ორგანიზაციები უზრუნველყოფილი არიან საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული მომზადება/გადამზადების და სხვა სასწავლო პროექტებით. ·   საჯარო ფინანსების მართვის საკითხების სწავლების მიმართულებით გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება და ცოდნა საქართველოში ხორციელდება საერთაშორისო ტრენინგები საქართველო ყალიბდება რეგიონალურ ცენტრად საფინანსო მიმართულების სწავლების განხორციელების კუთხით.
1 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში ფინანსთა სამინისტროს სისტემის 955 გადამზადებული თანამშრომელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობის 5%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1,5%; შესაძლო რისკები - ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი გადასამზადებელი თანამშრომლების რაოდენობის შემცირება 2 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და სხვა ორგანიზაციებისთვის ჩატარებული 28 ტესტირება; მიზნობრივი მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემაში და სხვა ორგანიზაციებში განხორციელებული ტესტირებების რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - კადრების გადინებისა და კონკურსების რაოდენობის შემცირება, შესაძლო ცვილელებები საჯარო მოსამსახურეთა შერჩევის პროცესში 3 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში - ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 30 მსმენელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - გადამზადებული პირების რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - საჯარო სექტორში გადამზადებულთა რაოდენობა დამოკიდებულია რეფორმების რაოდენობასა და მასშტაბებზე 4 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში გადამზადდა 2282 მსმენელი (მათ შორის ფიზიკური პირების, კერძო სექტორისა და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები); მიზნობრივი მაჩვენებელი - გადამზადებული პირების რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - საჯარო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგების განხორციელება დამოკიდებულია დაფინანსების წყაროებსა და შესყიდვების პროცედურებზე 5 საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, ადგილობრივ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების ფარგლებში გადამზადდა 216 მსმენელი; მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, ადგილობრივ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტებში მონაწილეთა რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით; ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 1%; შესაძლო რისკები - საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტრენერთა დატვირთულობამ შესაძლებელია გამოიწვიოს განსახორციელებელ ღონისძიებათა რაოდენობის ცვლილება; ტრენინგების განხორციელება დამოკიდებულია საერთაშორისო და უცხოური ინსტიტუციების გადაწყვეტილებებსა და დაფინანსების საშუალებებზე
დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში ფინანსთა სამინისტროს სისტემის 955 გადამზადებული თანამშრომელი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ფინანსთა სამინისტროს სისტემისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობის 5%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით. მიღწეული მაჩვენებელი - გადამზადებული კადრების რაოდენობა გაიზარდა 53.4%-ით. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სასწავლო კურსების განხორციელება ტრენინგების საჭიროებათა ანალიზის შედეგად შემუშავებული გეგმის მიხედვით ასევე სამუშაო პროცესში გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად (მუდმივი პროცესი); 2017 წელს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადამზადდა 1 263 თანამშრომელი. 2018 წელს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გადამზადდა 1 938 თანამშრომელი. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და სხვა ორგანიზაციებისთვის ჩატარებული 28 ტესტირება. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - სამინისტროს სისტემაში და სხვა ორგანიზაციებში განხორციელებული ტესტირებების რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით. მიღწეული მაჩვენებელი - ფაქტიურად ჩატარებული ტესტირების აპლიკანტების რაოდენობა შემცირდა 7,15 %-ით. 2017 წელს აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა 39 (2963 აპლიკანტი) ტესტირება 2018 წელს აკადემიის ორგანიზებით განხორციელდა 29 (2751 აპლიკანტი). 2017 წლის მაღალი მაჩვენებელი გამოწვეული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში გამოცხადებული კონკურსების მაღალი რაოდენობით. 2018 წელს შექმნილი დანაკლისი ტესტირების და შეფასების კუთხით ნაწილობრივ აღმოფხვრილი იქნა სხვა საჯარო და კერძო დაკვეთებით. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში - ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების ფარგლებში გადამზადდა 30 მსმენელი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - გადამზადებული პირების რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით. მიღწეული მაჩვენებელი - აკადემია ორგანიზებას უკეთებს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებული რეფორმების წარმატებით გავრცელების მიზნით ტრენინგების ორგანიზებას როგორც საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის ასევე კერძო სექტორისთვის. საჯარო და კერძო სექტორისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობა გაიზარდა 16.4%-ით. 2017 წელს აკადემიაში გადამზადდა 750 დაინტერესებული ადამიანი 2018 წელს - 873. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში გადამზადდა 2 282 მსმენელი (მათ შორის ფიზიკური პირების, კერძო სექტორისა და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლები). დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - გადამზადებული პირების რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან. მიღწეული მაჩვენებელი - წლის განმავლობაში აკადემია ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა ტრენინგებს დაინტერესებული პირებისთვის (მათ შორის ფიზიკური პირებისთვის კერძო სექტორისა და სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის) კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2017 წელს აკადემიაში გადამზადდა 3 311 დაინტერესებული ადამიანი 2018 წელს აკადემიაში გადამზადდა 3 070 დაინტერესებული ადამიანი. საჯარო და კერძო სექტორისთვის გადამზადებული კადრების რაოდენობა შემცირდა 7.28%-ით. გადამზადებული კადრების რაოდენობის შემცირება გამოწვეულია დაფინანსების წყაროების შემცირებითა და შესყიდვების პროცედურებით. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2017 წლის 9 თვეში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, ადგილობრივ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტების ფარგლებში გადამზადდა 216 მსმენელი. დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების, ადგილობრივ და უცხოურ სასწავლო დაწესებულებებთან, სტუდენტურ ორგანიზაციებთან ერთად განხორციელებული პროექტებში მონაწილეთა რაოდენობის 2%-იანი ზრდა წინა წლის ფაქტიურ მონაცემებთან შედარებით. მიღწეული მაჩვენებელი - 2017 წელს აკადემიაში საერთაშორისო/უცხოური ინსტიტუციებთან და სტუდენტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით გადამზადდა 449 პირი. 2018 წელს კი - 633 პირი. გადამზადებულ პირთა რაოდენობა გაიზარდა 41%-ით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019