1. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - პრევენციული და საგამოძიებო ღონისძიებების მეტი ეფექტიანობისთვის ქვეყნის მასშტაბით ვიდეოსამეთვალყურეო სისტემაში ჩართულია 1000 ე.წ. „ჭკვიანი“ კამერა;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - ქსელში ჩართული დამატებით 1 500 კამერა;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანგარიშო პერიოდში ქსელში ჩაირთო დამატებით 1 407 კამერა;
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - დარჩენილი 93 კამერის ჩართვა ქსელში ვერ მოხერხდა, ვინაიდან კამერის ქსელში ჩართვა დამოკიდებულია ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის მიყვანაზე შესაბამის წერტილებთან, რაც ვერ განხორცილედა ვინაიდან საანაგრიშო პერიოდის განმავლობაში გადაიხედა კამერების ლოკაციები და დაზუსტდა მათი განთავსების ადგილები შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებით არაგეგმიური სამუშაოების განხორციელება რამაც შეაფერხა კამერების ქსელში ჩართვის პროცესი.
2. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - სამინისტრო ახორციელებს ეფექტიან საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების გაფორმების და ერთობლივი პროგრამების განხორციელების გზით, დანაშაულის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში ხელშეკრულება გაფორმებულია 29 ქვეყანასთან, უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიისა და უკანონო მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულია 7 ხელშეკრულება და 10 საიმპლემენტაციო ოქმი, საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულია 12 ხელშეკრულება;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების გაზრდილი რაოდენობა, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ერთობლივი პროგრამების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების (სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები და სწავლება) გაზრდილი რაოდენობა.
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანგარიშო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნიდერლანდებში, ქ. ჰააგაში განთავსებულ ევროპოლის შტაბ-ბინაში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდა ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს რობ უეინრაითს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას;
თურქეთის რესპუბლიკის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს;
განხორციელდა საქართველოს ვიცე–პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში. ხელი მოეწერა „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სპეციალისტების ერთობლივი ჯგუფის შექმნის თაობაზე“ ტექნიკურ შეთანხმებას;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმების წარმომადგენლებს საერთაშორისო ტურნირზე „KORD Challenge 2018”;
ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას „საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის დანაშაულის, განსაკუთრებით კი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ზომების შემდგომი გაძლიერების შესახებ“ აღნიშნულ დოკუმენტს ხელმოეწერა ქ. სტოკჰოლმში და ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
3. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - 2015 წლიდან სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამას „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“, რომელშიც სამინისტროს 9 ქვედანაყოფია ჩართული, პროექტის დაწყებიდან 4500-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ შეხვედრებში;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - საინფორმაციო შეხვედრებში ჩართული 2 000 მოსწავლე.
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 2 000-მდე მოსწავლემ.
4. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის (კონტროლირებადი 85%-ის) დაცვა, საჭიროა განხორციელდეს სასაზღვრო სექტორების ჩართვა მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ქსელში, აუცილებელია საზღვრის რისკების შფასების ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბება და ინფორმაციის გაცვლის საერთო პლატფორმის შექმნა (საინფორმაციო ბაზა). ასევე, სასაზღვრო სექტორების აღჭურვა ვიდეოდაკვირვებისა და სამართალდარღვევათა აღმოჩენის სენსორული ტექნოლოგიებით, სასაზღვრო ინფსრასტრუქტურის ნაწილი შესაბამისობაში არის მოსაყვანი თანამედროვე სტანდარტებთან. სასაზღვრო სექტორების ნაწილი არ არის ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებული, რაც აფერხებს სექტორების ჩართვას ინტერნეტ ქსელში და ზამთრის პერიოდში გართულებულია მათი გათბობის შესაძლებლობა;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომა სექტორების 70 %-სათვის, სახელმწიფო საზღვრის რისკების შეფასება ერთიანი მეთოდოლოგიის შესაბამისად და ჩართული სასაზღვრო ინციდენტების რეგისტრაციის (მოხსენების) სისტემა სექტორების 70%-ზე, ფოტო-ვიდეო დაკვირვებისა და სამართალდარღვევათა აღმოჩენის სენსორული ტექნოლოგიებით აღჭურვილი 2 მაღალი რისკის მქონე სასაზღვრო სექტორი, გაზიფიცირებული და ელექტროფიცირებული სასაზღვრო სექტორების რაოდენობა, რეაბილიტირებული სასაზღვრო სექტორების რაოდენობა;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფილი N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორი „ბულდაზორი“, გაზიფიცირებული N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორი “სადახლო“ და ელექტროფიცირებული N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორი „ლოქჯანდარი“, აშენებული N2 სამმართველოს (ახალციხე) სექტორი „ჭარალი“ და რეაბილიტირებული N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორი „გუგუთი“;
ცდომილების მაჩვენებელი (%/აღწერა) და განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე - ფოტო-ვიდეო დაკვირვებისა და სამართალდარღვევათა აღმოჩენის სენსორული ტექნოლოგიებით 2 მაღალი რისკის მქონე სასაზღვრო სექტორი არღჭურვა არ შესრულებულა, ვინაიდან აღნიშნული სექტორების აღჭურვა დონორის (დიტრა) 2018-2019 წლების გეგმაში იქნა შეტანილი (ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა), მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო საზღვრის რისკების შეფასების ერთიანი მეთოდოლოგიისა და სასაზღვრო ინციდენტების რეგისტრაციის (მოხსენების) სისტემა „BORS”-ის სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად, აღნიშნულ სისტემაში სატესტო რეჟიმში ჩართულია N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) სექტორები: „ირგანჩაი“, „გუგუთი“, „ლოქჯანდარი“, „ახკერპი“, „ბულდაზორი“, „სადახლო“, „კასუმლო“, „წითელი ხიდი“, „ვახტანგისი“, „ჭანარი“, „ჯანდარა“, „უდაბნო“
5. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით გასაახლებელია სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის 70%;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - 15%-ით განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - საანაგრიშო პერიოდში მატერიალურ ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით შეძენილია: 844 ცალი სტანდარტული პერსიონალური კომპიუტერის კომპლექტი, რადიო-სარელეო ქსელური აპარატურა, შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად უწყვეტი კვების წყაროების კომპლექტების (თანმდევი მომსახურებით - კონკრეტულ ბოძებზე განთავსებით), 35 ცალი ფოტო ხაფანგი, 648 ცალი მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი, 665 ცალი სტანდარტული უწყვეტი კვების წყარო, 10 ცალი ლეპტოპი, 50 ცალი ერთფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერი, შესაძლებლობებისა და ფუნქციონალის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა და 400 (ოთხასი) ცალი მუდმივმოქმედი ლიცენზია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისთვის განკუთვნილი სამხრე კამერების კომპონენტების შესყიდვა (სერვერული ინფრასტრუქტურის და შემნახველი მასივის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და პირველად გამართვა), 1 300 ცალი სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ვიდეოკამერის ვიდეოანალიტიკურ პროგრამა ISS SecureOS-ში ეფექტურად ფუნქციონირებისთვის საჭირო სერვერები თანმდევი მომსახურებით, ვიდეო მენეჯმენტ პროგამა მაილსტოუნის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის საჭირო სერვერული ტექნიკა, ქსელის კაბელების შესყიდვა, შსს ერთობლივი ოპერაცის ცენტრის ბაზაზე დანერგილი ვიდეო-ანალიტიკური პროგრამებისთვის განკუთვნილი ქსელური აპარატურა, ციმციმა ხმამაღლა მოლაპარაკე მოწყობილობები, სპექტრალური ლუმინესცენტური მიკროსკოპი, 20 ცალი კამერა, 20 ცალი საავტომობილო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, 30 ცალი სკანერი, 325 ცალი გორგოლაჭიანი და საოფისე სავარძელი, საქართველოს მასშტაბით 17 ადმინისტრაციული შენობისთვის (მ.შ. პოლიციის შენობები და დროებითი დაკავების იზოლატორები) ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემები (მონტაჟით), საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის ლუმინესცენტური მიკროსკოპი, ჰაბიტოსკოპიური სისტემის - "POLYFACE"-ის პროგრამული უზრუნველყოფა, ვტოსაგზაო შემთხვევის ვირტუალური რეკონსტრუქციის პროგრამა "Virtual Crash 2.2„, პროგრამული უზრუნველყოფის "Magnet Forensics"-ის (IEF USB, IEF Module - Mobile Artifacts, IEF Module- Business Application & OS Artifacts, SMS- IEF, SMS - IEF Module - Mobile Artifacts, SMS - IEF Module - Business Application & OS Artifacts), ბალისტიკური ავტომატური საძიებო საიდენტიფიკაციო სისტემა.
6. დაგეგმილი საბაზისო მაჩვენებელი - რეაბილიტირებული და თავიდან აშენებულია სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობების 60%;
დაგეგმილი მიზნობრივი მაჩვენებელი - დამატებით აშენებული და გარემონტებული პოლიციის შენობების საერთო რაოდენობის 15%;
მიღწეული საბოლოო შედეგის შეფასების ინდიკატორი - განხორციელდა ქ. თბილისში, გულუას ქუჩა N6-სა და N8-ს შორის მდებარე შსს ბალანსზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოების მეორე ფაზა (დაიწყო 2017 წელს) - რკინა-ბეტონის კარკასის დასრულების სამშენებლო სამუშაოები;
განხორციელდა ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. N38-ში განთავსებულ ადმინისტრაციულ შენობაში საპატრულო პოლიციის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მოწყობის სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. თბილისში გულუას ქ.N6-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფასადის შეფუთვის და მე-5 სართულის სარემონტო სამუშაოები;
განხორციელდა ქ. ზუგდიდში, გორის ქ. N 3-ში მდებარე, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ადმინისტრაციული შენობაშის სარემონტო სამუშაოები (დაიწყო 2017 წელს);
განხორციელდა ქ. თბილისში, ი. ცურტაველის ქუჩა N29-ში შსს ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოწყობის, ყაზარმის სარემონტო სამუშაოები და ქ. თბილისში, კ. ჩალაძის ქ. N1-ში მდებარე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და ტერიტორიაზე გადახურული ფარდულის მოწყობის სამუშაოები (დაიწყო 2017 წელს);
განხორციელდა ქ. თბილისში, პოლიციის ქ. N10-ში მდებარე შენობა-ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო და ახალი ავტოფარეხის სამშენებლო სამუშაოები (დაიწყო 2017 წელს);
განხორციელდა ქ. თბილისში, ნოე რამიშვილის ქ. N38-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული მოედნის და ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. N5-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიარაღების სამმართველოს სახელოსნო-საწყობის სარემონტო სამუშაოები (დაიწყო 2017 წელს);
განხორციელდა ქ.თბილისი, გულუას ქ.N10-ში მდებარე, შსს ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე, ოფიციალური ბრიფინგების ჩასატარებლად დარბაზის მოწყობის სამუშაოები;
განხორციელდა ქ. ზუგდიდში, სოხუმის ქუჩა N1-ში მდებარე, პოლიციის სამმართველოს შენობის სარემონტო სამუშაოების, ქ. ზუგდიდში, სოფელ ანაკლიაში მდებარე, პოლიციის განყოფილების სარემონტო სამუშაოების, ქ. ზუგდიდში, ბერანძის ქუჩა N9-ში მდებარე, გდდ-ს ტერიტორიაზე ავტოფარეხის სამშენებლო სამუშაოების და ქ. ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩა N146-ში მდებარე, პოლიციის განყოფილების სარემონტო სამუშაოები;
განხორციელდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ოძისში მდებარე შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალგორის რაიონული სამმართველოს საოკუპაციო საზღვრის გამტარ პუნქტზე სველი წერტილის მოწყობის და სასადილოს სარემონტო სამუშაოების, ქ. გორში, მშვიდობის ქ. N2-ში მდებარე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში სარემონტო სამუშაოების და ქ. გორში, სუხიშვილის ქ. N2-ში მდებარე შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში სარემონტო და შენობის ცენტრალური შესასვლელი კიბის მოპირკეთების სამუშაოები;
განხორციელდა ქ. თბილისში, გოგოლის ქუჩა N11-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები;
განხორციელდა ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. N5-ში მდებარე შს სამინისტროს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე მდებარე N1/1 საწყობის შენობის დემონტაჟი და ახალი სასაწყობე შენობის სამშენებლო სამუშაოები;
განხორციელდა სოფელ ავრალოში მდებარე, წალკის რაიონული სამმართველოს ავრანლოს განყოფილების შენობასა და შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების შენობაში სარემონტო და შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის პოლიციის განყოფილების ტერიტორიაზე საშხაპის, სველი წერტილის და საკანალიზაციო ჭის მოწყობის სამუშაოები;
განხორციელდა შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს და გორის რაიონის სოფელ დიცში მდებარე, ქურთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობების სარემონტო სამუშაოები;
სარემონტო სამუშაოები განხორციელდა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ დროებითი მოთავსების იზოლატორში (განყოფილება) (ქ.მცხეთა);
მოეწყო სამედიცინო ოთახები საგარეჯოსა და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში.
დაიწყო და გრძელდება ქ. ბოლნისში, აღმაშენებლის ქუჩა N62-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებით სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. თბილისში გულუას ქ. N6-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფასადის შეფუთვის სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. რუსთავში, XII მ/რაიონის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე შს სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის სამშენებლო სამუშაოები;
განხორცილედა ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. N1-ში მდებარე, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა N4 (1)-ზე მიშენების სამუშაოები და ქ. თბილისში, პოლიციის ქ. N10-ში მდებარე, შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სახურავის შეცვლის სამუშაოები;
განხორციელდა ქ. თბილისში, გულუას ქ. N10-ში მდებარე შსს ადმინისტრაციულ შენობაში მე-2 სართულზე ოფიციალური შეხვედრებისთვის საკონფერენციო ოთახის მოწყობის სამუშაოები და ამავე შენობის მე-6 სართულზე სველი წერტილის სარემონტო სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქ. შესახვევის II, N2 ს/კ 01.11.05 .029.181 სასროლეთის (ტირი) შენობის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთიმოწყობის სამუშაოებო;
დაიწყო და გრძელდება ქ. თბილისში გულუას ქ. N6-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. თბილისში, გულუას ქ. N6-ში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის სარდაფში, სასროლეთის (ტირის) მოწყობის სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ 71.52.03.094 შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, დუშეთის რაიონული სამმართველოს, ჟინვალის პოლიციის განყოფილების შენობის სამშენებლო სამუშაოები
დაიწყო და გრძელდება ქ.თბილისში ქერჩის ქ. N6-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. თბილისში, ავჭალის ქ. N17-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 72.12.06.634) შსს დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. თბილისში, გულუას ქ. N8-ში შსს ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართულზე სარემონტო სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ.ბათუმში, აბუსერიძის ქ. N11-ში მდებარე შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის შენობის სარემონტო სამუშაოები, ასევე, ქ.ბათუმში აბუსერიძის ქ. N11-ში მდებარე შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისთვის ნივთმტკიცების ოთახის მოწყობის სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ.მარტყოფში მდებარე შსს მიგრაციის დეპარტამენტის თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრის "ა" კორპუსის (ს/კ 81.10.09.339) სარემონტო სამუშაოები;
დაიწყო და გრძელდება ქ. ფოთში, მშვიდობის ქ. N6-ში მდებარე, შსს სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობის სარემონტო სამუშაოები და ქ. სამტრედიაში, რუსთაველის ქ.29-ში მდებარე, შსს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის, სამტრედიის დროებით მოთავსების იზოლატორის სარემონტო სამუშაოები.