დიაგრამაზე წარმოდგენილია რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსებული პროექტების შესრულების სტატუსი.
დასრულებული პროექტი - მუნიციპალიტეტმა სრულად ჩაიბარა პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები. ამასთან, დასრულებულის სტატუსი პროექტს ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.
მიმდინარე პროექტი - მონაცემების მიღების მომენტში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარეობს.
შეწყვეტილი/შეჩერებული პროექტი - რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით პროექტი დაფინანსდა, მაგრამ სამუშაოების დაწყების შემდგომ რაღაც ეტაპზე შეჩერდა ან შეწყდა სამუშაოების შესრულება და მონაცემების მიღების მომენტში არ არის განსაზღვრული მისი განახლების თარიღი.
ინფორმაცია პროექტების შესრულების შესახებ წარმოდგენილია 2018 წლის 10 მარტის მდგომარეობით.
წყარო: მუნიციპალიტეტები
ბოლო განახლება: 18.05.2018