ადამიანის განვითარების ინდექსი (HDI) საშუალებას იძლევა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდა, არამედ ადამიანები და მათი შესაძლებლობები იყოს ქვეყნის განვითარების შესაფასებლად გამოყენებული ძირითადი კრიტერიუმები.

ადამიანის განვითარების ინდექსი არის ადამიანის განვითარების ისეთი ძირითადი მიმართულებების შემაჯამებელი საზომი, როგორიცაა ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრება, განათლების ხელმისაწვდომობა და ცხოვრების ღირსეული სტანდარტები.

მოცემული ინდექსი აფასებს 2021 წელს.

წყარო: UNDP
ბოლო განახლება: 28.11.2023
ეკონომიკური თავისუფლებას ინდექსი ეკონომიკურ თავისუფლებას აფასებს 12 მაჩვენებელზე დაყრდნობით, რომელიც 4 მსხვილ კადეგორიადაა დაჯგუფებული. თითოეული მაჩვენებელი ფასდება 0-დან 100-მდე ქულით. ქვეყნის საერთო ქულა გამოიანგარიშება როგორც მაჩვენებელთა ქულების საშუალო. ქყეყნები საერთო ქულის მიხედვით იყოფიან შემდეგ კატეგორიებად:
• თავისუფალი - (100-80);
• ძირითადად თავისუფალი - (79.9-70);
• ზომიერად თავისუფალი - (69.9-60);
• თავისუფლებას მოკლებული - (59.9-50);
• რეპრესირებული - (49.9-40).

მოცემული ინდექსი აფასებს 2023 წელს.

წყარო: http://www.heritage.org/index/country/georgia
ბოლო განახლება: 28.11.2023
გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 4.0, კვლევა აფასებს 140 ქვეყნის ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობას, გვიჩვენებს ქვეყნების ეკონომიკური ზრდისა და მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის წარმართველ ფაქტორებს. ინდექსი ერთიანად აფასებს იმ ფაქტორებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნების პროდუქტიულობას - როგორც ცხოვრების დონის განმსაზღვრელ ძალას გრძელვადიან პერიოდში. ფაქტორები დაჯგუფებულია 12 სვეტად და 4 კატეგორიად (ხელშემწყობი გარემო, ადმიანური კაპიტალი, ბაზრები და ინოვაციური ეკოსისტემა. (GCI)

მოცემული ინდექსი აფასებს 2018 წელს

წყარო: გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2018.
ბოლო განახლება: 01.03.2019
ღია ბიუჯეტის გამოკითხვა იყენებს 109 ინდიკატორს, რათა შეაფასოს ბიუჯეტის გამჭვირვალობა. ინდიკატორები აფასებს რამდენად დროულად ხდის ხელისუფლება ძირითად საბიუჯეტო დოკუმენტებს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს, არის თუ არა აღნიშნულ დოკუმენტებში მოცემული ინფორმაცია ამომწურავი და სასარგებლო. ამ მიმართულებით თითოეულ ქვეყანას ფასდება 0-დან 100-მდე ქულით, რომელიც განსაზღვრავს მის პოზიციას ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) რეიტინგში.

მოცემული ინდექსი აფასებს 2020 წელს.

წყარო: www.internationalbudget.org
ბოლო განახლება: 15.08.2022
სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება განსაზღვრავს რამდენად უწყობს ხელს საჯარო ფინანსების მართვის სისტემა, პროცესები და ინსტიტუტები სასურველი საბიუჯეტო შედეგის მიღწევას: საერთო ფისკალურ დისციპლინას, რესურსების სტრატეგიულ განაწილებასა და მომსახურების ეფექტიან მიწოდებას.

PEFA აფასებს და აღწერს საჯარო ფინანსების მართვის ძლიერ და სუსტ მხარეებს 31 ინდიკატორზე დაყრდნობით, რომელიც 7 კატეგორიაშია გაერთიანებული.
თითოეული ინდიკატორი ფასდება ოთხსაფეხურიანი შკალის მიხედვით - A -დან D -მდე. უმაღლესი ქულა (A) მინიჭებული იქნება საერთაშორისოდ აღიარებული კარგი შესრულების დონის მიღწევის შემთხვევაში. D ქულა მიუთითებს, რომ შესრულება საბაზისო დონეზე ქვემოთაა.

წყარო: pefa.org
ბოლო განახლება: 03.08.2018
კარგი მმართველობის მაჩვენებლები აფასებს 200-ზე მეტი ქვეყნის მმართველობის დონეს ექვსი ძირითადი მიმართულების მიხედვით:
• გამოხატვის თავისუფლება და ანგარიშვალდებულება
• პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის აღმოფხვრა
• ეფექტური მმართველობა
• რეგულირების ხარისხი
• კანონის უზენაესობა
• კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
მაჩვენებლები ეფუძნება 30-ზე მეტი წყაროდან მიღებულ მონაცემებს (როგორებიცაა კვლევითი ინსტიტუტები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო სექტორი).

კარგი მმართველობის თითოეული მაჩვენებელი აღნიშნავს კონკრეტული ქვეყნის პოზიციას მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის - 0 მიუთითებს ყველაზე დაბალ, ხოლო 100 ყველაზე მაღალ რანგს.

მოცემული ინდექსი აფასებს 2022 წელს.

წყარო: The World Bank
ბოლო განახლება: 28.11.2023

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ეფუძლება 10 ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებელს, რომელიც 4 მსხვილ კადეგორიადაა დაჯგუფებული. თითოეული ფაქტორი ფასდება ქულით 0-დან 100-მდე. ქვეყნის საერთო ქულა გამოიანგარიშება როგორც თანაბარი წონით აღებული მაჩვენებლების ქულის საშუალო. ქყეყნები საერთო ქულის მიხედვით ხვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

თავისუფალი - (100-80)

ძირითადად თავისუფალი - (79.9-70)

ზომიერად თავისუფალი - (69.9-60)

ძირითადად თავისუფლებას მოკლებული - (59.9-50)

რეპრესირებული - (49.9-40)