გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

სახაზინო ვალდებულებები და ობლიგაციებიფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდები, რომელთა ემისია და დაფარვა ხდება ყოველწლიურად.

ეროვნული ბანკის მიმართ ვალი - ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სახელმწიფოს ვალი, რომლის დაფარვაც იგეგმება 2030 წლისათვის.

მაჩვენებელი არ ითვალისწინებს ისტორიული ვალის პირობით მოცულობას, რომელიც წარმოადგენს საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგადად დაზარალებული მოსახლეობის მიმართ არსებულ ვალს, რომლის მოცულობაც ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირებულია.

 

მონაცემთა წყაროსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:  04.04.2025

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში შედის სახაზინო ვალდებულებები და სახაზინო ობლიგაციები.

სახაზინო ვალდებულება წარმოადგენს ერთ წლამდე ვადის მქონე ფასიან ქაღალდს.

სახაზინო ობლიგაციები წარმოადგენენ ერთ წელზე მეტი ვადის მქონე ფასიან ქაღალდებს, რომლებზეც 6 თვეში ერთხელ ხდება კუპონის (პროცენტის) გადახდა.

 

მონაცემთა წყაროსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:   04.04.2025

გრაფიკზე წარმოდგენილია ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაცია მფლობელების მიხედვით, რომელმაც ფასიანი ქაღალდები შეიძინეს პირველად ან მეორად ბაზარზე.

 

 

მონაცემთა წყაროსაქართველოს ეროვნული ბანკი

ბოლო განახლება 04.04.2025

წლიური საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი - წლის განმავლობაში ყველა ტიპის სახაზინო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის საშუალო შეწონილი.

 

მონაცემთა წყაროსაქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბოლო განახლება:   04.04.2025