საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილი განიკარგება სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად (2024 წელს კომისიისთვის გადაცემულმა რესურსმა 500 მლნ ლარი შეადგინა). სამთავრობო კომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის უმრავლესობას გზების, ხიდების მშენებლობა/რეაბილიტაციასთან და ნაპირსამაგრ/სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებული პროექტები წარმოადგენს. ხოლო ფონდის დარჩენილი ნაწილი საქართველოს მთავრობის განკარგულებებით გადაეცემათ მხარჯავ უწყებებს, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებს, საჭიროებისამებრ, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად; მათ შორის, სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
დიაგრამაზე წარმოდგენილია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული წლიური გეგმა და ფონდიდან დახარჯული თანხების ფაქტობრივი ოდენობა.
მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბოლო განახლება: 04.04.2025
დიაგრამაზე წარმოდგენილია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დახარჯული თანხების განაწილება მათი მიზნობრიობის მიხედვით.
წყარო: ფინანსთა სამინისტრო
ბოლო განახლება: 04.04.2025
დიაგრამაზე წარმოდგენილია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული პროექტების მოცულობა.