სამინისტროების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი და მასში წარმოდგენილი ინფორმაცია ხარისხობრივ გაუმჯობესებას საჭიროებს.
მხარჯავი დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი პროგრამების მოსალოდნელი შედეგების წარმოდგენა ხშირ შემთხვევაში ხდება აგრეგირებულად და არ ითვალისწინებს მათ დეტალიზაციას ქვეპროგრამებად. 2018 წლის პროგრამულ დანართში წარმოდგენილი 133 პროგრამიდან მხოლოდ 15 პროგრამა (11%) არის ჩაშლილი ქვეპროგრამებად.
საბოლოო/შუალედური შედეგების ნაწილს არ გააჩნია მიზნობრივი მაჩვენებლები. რაც ანგარიშგების ეტაპზე შეუძლებელს ხდის პროგრამების მიერ მიღწეული შედეგებისა და ამ ქვეპროგრამების ეფექტიანობის შეფასებას. შედეგად, არ ხდება ანგარიშგება დაგეგმილ და ფაქტიურად მიღებულ შედეგს შორის არსებული განსხვავებების შესახებ.
ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის შეფასების ინდიკატორების ნაწილი ვერ უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების გაზომვას და პროგრამის ეფექტიანობის შეფასებას, ამასთანავე პროგრამებისა და ქვეპროგრამების ნაწილი შეფასებისათვის საჭიროებს დამატებით ინდიკატორს, რათა სრულყოფილად იქნეს შეფასებული მიღწეული შედეგები. გარკვეულ შემთხვევებში არასრულად ხდება ცდომილების ალბათობისა და შესაძლო რისკების მაჩვენებლების განსაზღვრა.
შესრულების შესახებ ანგარიშგება სრულად არ მოიცავს ინფორმაციას ყველა პროგრამის/ქვეპროგრამის შესახებ, რომლისთვისაც დაგეგმვის ეტაპზე განისაზღვრა მოსალოდნელი შედეგები და შედეგების შეფასების ინდიკატორები;
გარკვეული პროგრამების შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი განმარტება დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე, ან მოცემული განმარტება ზოგადი ხასიათისაა და შეუძლებელია დადგინდეს თუ რა იყო გადახრის გამომწვევი მიზეზი.
გარკვეული პროგრამების შემთხვევებში სრულად არ ხდება მიღწეული შედეგების შესახებ ანგარიშგება ან შედეგების შეფასება წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებთან მიმართებაში;
ზოგიერთი პროგრამის/ქვეპროგრამის შემთხვევაში მიღწეული შედეგების წარმოდგენა ხორციელდება დაგეგმვის ეტაპზე განსაზღვრულ მაჩვენებლებთან შეუსაბამოდ, განსხვავებული სახით/ფორმატით, რაც ართულებს ან შეუძლებელს ხდის დაგეგმილი და მიღწეული შედეგების ერთმანეთთან შედარებას.
გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!
2012 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მზადდება პროგრამული ფორმატით, რაც ბიუჯეტირების შედეგზე ორიენტირებულ მიდგომას წარმოადგენს. ტრადიციული (ორგანიზაციული) ფორმატის ბიუჯეტირებისგან განსხვავებით, პროგრამული ბიუჯეტირების ამოსავალ წერტილს არა მხარჯავი უწყებისათვის გამოყოფილი რესურსების ოდენობა, არამედ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შედეგად მიღწეული შედეგები წარმოადგენს.
პროგრამული ბიუჯეტირება ხელს უწყობს, ერთი მხრივ, ანგარიშვალდებულების ზრდას დაინტერესებული მხარეებისადმი, ხოლო მეორე მხრივ, რესურსების ეფექტიანი განაწილების შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას.
ინფოგრაფიკაზე წარმოდგენილია პროგრამული ბიუჯეტირების დაგეგმვისა და შესრულების ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილი სისტემური ხასიათის ხარვეზები.
დამატებით ინფორმაცია პროგრამულ ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქვემოთ მოცემულ ანგარიშებში.
მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები.
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი
ბოლო განახლება: 25.01.2019