მოძებნე პროგრამის შედეგები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (32 02 02)

გამოყოფილია 80.67 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

პროგრამის აღწერა და მიზანი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება;სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის განმსაზღვრელი მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, ...

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლება;სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის განმსაზღვრელი მაღალი სტანდარტის დამკვიდრება, მასწავლებლის პროფესიის სტატუსის ამაღლება, მათთვის საგანმანათლებლო სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ცოდნის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებისადმი და მოთხოვნებისადმი გათანაბრება; ქართული ენის გაძლიერებული სწავლების პროცესის გაგრძელება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში;საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით უცხოური ენების სწავლების გაძლიერება;

მასწავლებელთა ეტაპობრივი პროფესიული განვითარება და კლავალიფიკაციის ხარისხის ამაღლება;სერთიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა; ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლება, რაც შესაძლებელს გახდის მათ ჩართვას, როგორც საქართველოს საგანმანათლებლო, ასევე სამუშაო სექტორში; მოსწავლეების გაუმჯობესებული უცხო ენების ცოდნის დონე;
·         სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მივლენილი მოხალისე პედაგოგების დახმარებით გაუმჯობესებულია ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლა/სწავლების ხარისხი; ·         ქართველი მოსწავლეების უცხო ენის სწავლების გაძლიერების მიზნით განხორციელდა უცხო ენის მოხალისე მასწავლებლების ჩამოყვანა საქართველოში და მათი გადანაწილება საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში, რომლებიც ქართველ მასწავლებლებთან ერთად ახორციელებდნენ სწავლებას, ადგილობრივი ინგლისური ენის პედაგოგები გაგზავნილ იქნენ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მაღალმთიან რეგიონებში; ·         პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მასწავლებლებისათვის ჩატარებულია სხვადასხვა ტრეინინგები მოდულურ სწავლებაში ინკლუზიური პროფესიული განათლების, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებით; ·         განახლებული და დამტკიცებულია მასწავლებლის პროფესიული და საჯარო სკოლის დირექტორთა თანამდებობრივი სტანდარტები; ·         „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა" ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის, რომელიც ნათარგმნია აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე; ·         პროფესიული განვითარების სქემაში მონაწილე მასწავლებლების შეფასების მიზნით შექმნილია მასწავლების შეფასების ელექტრონული სისტემა eschool, რომელშიც განთავსდა შესაფასებელი დოკუმენტაცია და შეფასების შედეგები; ·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული სკოლების მასწავლებელთა 97%-მა უზრუნველყო თვითშეფასების კითხვარის შევსება. სქემაში ჩართული სკოლების 95%-ში არჩეულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების ფასილიტატორები, ხოლო თითქმის 99%-ში ჩამოყალიბდა მასწავლებლის შეფასების ჯგუფები. მომზადებული და დამტკიცებულია მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი. ტრენინგები ჩაუტარდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ყველა ფასილიტატორს.
დატრენინგებული მასწავლებლების რაოდენობა ; სახელმძღვანელოების და ტესტების მომზადება ელექტრონული სახით, მათი ჩაწერა კომპაქტ-დისკზე (500 ცალი) და დარიგება იმ უმაღლეს სწავლებლებსა და ცენტრებში,, სადაც ქართული ისწავლება როგორც უცხო ენა ; ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეების მაღალი მომზადების დონე სხვადასხვა გამოცდებსა თუ ოლიმპიადებში ; სერთიფიცირებული მასწავლებლების რაოდენობა ; საქართველოს საგანმანათლებლო და სამუშაო სექტორში ჩართული ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა
·         საჯარო სკოლაში დასაქმებული 74.7% პრაქტიკოსი მასწავლებელი, 25 % - უფროსი მასწავლებელი და 0,3 % - წამყვანი მასწავლებელი; ·         არაქართულენოვანი სკოლების (სადაც ჩართული იყო პროგრამა ,,ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა“) მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების შედეგები გაუმჯობესდა 15%-ით; ·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით, საქართველოს მასშტაბით, თბილისის და ქუთაისის მასწავლებლის სახლების მეშვეობით პროფესიული გადამზადება გაიარა 16 700 - ზე მეტმა ბენეფიციარმა; ·         „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა“ ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების 250 - ზე მეტი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლებისათვის.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019