მოძებნე პროგრამის შედეგები

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების პროგრამა (32 04)

გამოყოფილია 98237700 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ; სსიპ – საქართველოს სოფლისმეურნეობის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ; სსიპ – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ; სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი ; სსიპ – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი ; სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ; სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აპარატი

პროგრამის აღწერა და მიზანი

უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო ...

უმაღლესი განათლების სფეროში განსახორციელებელი რეფორმების მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივად გამოყენება, ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობა, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა, სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ინტეგრირებისათვის ხელშეწყობა;უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის ინტეგრაციის ხელშეწყობა;ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ხელშეწყობა, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება;უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხულ საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების უზრუნველყოფა;სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დაფინანსების უზრუნველყოფა;წარჩინებული სტუდენტების სტიპენდიით უზრუნველყოფა;წარმატებული სტუდენტების სწავლისა და ცხოვრების დაფინანსება მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში;განსაკუთრებით ნიჭიერი სტუდენტების ხელშეწყობა;აკადემიური პერსონალის მობილობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება;სამეცნიერო გრანტების დაფინანსებით ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების განხორციელების ხელშეწყობა;მეცნიერების აღდგენისა და განვითარებისათვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ხელშეწყობა;სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის განსხვავებული ფორმების ამოქმედება;მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება;სამეცნიერო კვლევების მართვის ოპტიმალური სქემის შემუშავება;საინოვაციო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა განათლებისა და მომზადების მაღალი დონე; ახალგაზრდა მეცნიერთა განვითარებისათვის შესაბამის სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება; ახალი სამეცნიერო პროდუქტების დანერგვა.
დაფინანსებული საგრანტო კონკურსების და მეცნიერების რაოდენობა ; ქართველ მეცნიერთა მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე ; ქართული უმაღლესი საგანმანთლებლო პროგრამების შესაბამისობა მსოფლიო სტანდარტებთან ; მეცნიერებად ტევად დარგებში ადგილობრივი სპეციალისტების რაოდენობა

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019