მოძებნე პროგრამის შედეგები

სანერგე მეურნეობის სისტემის ჩამოყალიბება და მართვა (38 05)

გამოყოფილია 126.74 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა

პროგრამის აღწერა და მიზანი

მაღალი ხარისხის სარგავი მასალის (ნერგები) გამოყვანა ტყისა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისათვის, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქგამწვანების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო მოთხოვნების ...

მაღალი ხარისხის სარგავი მასალის (ნერგები) გამოყვანა ტყისა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა-განაშენიანებისათვის, მუნიციპალიტეტებისა და ქალაქგამწვანების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის; ტყის ჯიშთა სარგავი მასალის გამოყვანისათვის ტრადიციული მეთოდისა (ღია გრუნტში) და ასევე კონტეინერული მეთოდის (სასათბურე მეურნეობაში) გამოყენება; გამოყვანილი ნერგების სახეობების ზრდა;ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობებისა და მაგისტრალური მილსადენების დაცვის ზონების უსაფრთხო ფუნქციონირების ფარგლებში საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღებით (ჭრით) გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესარბილებლად მათი დაცვა-აღდგენის ხელშეწყობა.

ტყისა და ქარსაფარი ზოლების აღდგენა/განაშენიანება;მუნიციპალიტეტებისა და ქალაქგამწვანების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო მოთხოვნების დაკმაყოფილება მაღალი ხარისხის სარგავი მასალით (ნერგებით);საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მერქნიანი მცენარეების დაცვა-აღდგენის განხორციელება.
·         ღია გრუნტში დაითესა 1 ტონაზე მეტი თესლი; ·         აქცია ,,მწვანე მომავლის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გაიცა 6 927 ნერგი; ·         დედოფლისწყაროს რაიონში ქარსაფარი ზოლის გაშენებაზე დაირგო 2 000 ნერგი, ხოლო მუნიციპალიტეტებზე უსასყიდლოდ გაიცა 181 559 ცალი ნერგი; ·         შესრულდა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მათ შორის მოეწყო 4 500 მ3 მოცულობის სარწყავი წყლის სარეზერვო აუზი.
გამოყვანილი ნერგების რაოდენობა (300 ათასიდან 500 ათასამდე) ; განაშენიანებისთვის მიწოდებული ნერგების რაოდენობა ; საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღებით (ჭრით) გარემოსთვის მიყენებული ზემოქმედების საკომპენსაციოდ, აღნიშნული სახეობების დაცვა-აღდგენის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები
·         2014 წელთან შედარებით 5-ჯერ გაზრდილი ნერგწარმოება; ·         თესლების აღმოცენების მაჩვენებლის ზრდა; ·         გაზრდილი ნერგწარმოების შედეგად, მეურნეობის შემოსავლის ზრდა; ·         რეალიზებული 14 078 ცალი ნერგი, უსასყიდლოდ გაცემული 181 559 ცალი ნერგი; ·         შექმნილი და განახლებული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს, წითელი ნუსხის ხე-მცენარეთა წარმოების ყოველწლიურად 2.5-ჯერ ზრდას; ·         გამოყვანილი ნერგების სიმრავლე, რაც საშუალებას იძლევა ბუნებრივ გარემოში მათი სისტემატიური გადარგვისა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს წითელი ნუსხის მცენარეთა გადაშენების საფრთხეს;

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019