მოძებნე პროგრამის შედეგები

შემოსავლების მობილიზება და გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესება (23 02)

გამოყოფილია 97.19 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - შემოსავლების სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი

საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის და პროცედურების დახვეწის გაგრძელება, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული მომსახურების განვითარება;საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი გამარტივება, მათ შორის ...

საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის და პროცედურების დახვეწის გაგრძელება, გადამხდელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ელექტრონული მომსახურების განვითარება;საგადასახადო ადმინისტრირების შემდგომი გამარტივება, მათ შორის სრულყოფილი კონტროლის პროცედურების დანერგვის მიზნით საბაჟო გამშვები პუნქტების პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება, ტვირთის გაფორმების დროისა და ხარჯების შემცირების მიზნით დეკლარირების პროცედურების გამარტივება და აქციზური მარკების მოძრაობისა და აღრიცხვის ახალი საინფორმაციო სისტემის შექმნა;მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საგადასახადო და საბაჟო კუთხით მომუშავე თანამშრომელთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, ინფრასტრუქტურის განახლება;საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტების და ბროშურების სისტემატურად გამოცემა, საგადასახადო პოლიტიკაში დაგეგმილი რეფორმების შესახებ საზოგადოებისა და გადამხდელთა სისტემატური ინფორმირება და საჯაროობის ამაღლება;საგადასახადო დავების მექანიზმების დახვეწა და მედიაციის საბჭოს ფუნქციონირების გაუმჯობესება;საგადასახადო დავალიანებების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება და ხარვეზების აღმოფხვრა.

ძლიერი, ეფექტიანი და გადამხდელებზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა.
·         ელექტრონული მომსახურების განვითარებითა და კადრების კვალიფიკაციის ამაღლების შედეგად, გაუმჯობესდა გადამხდელთა მომსახურების პროცესი; ·         გამარტივდა საგადასახადო ადმინისტრირების პროცესი; ·         დაიხვეწა საგადასახადო დავების მექანიზმები და გაუმჯობესდა მედიაციის საბჭოს ფუნქციონირება; ·         უზრუნველყოფილია საგადასახადო საკითხების საჯაროობა.
შემოსავლების ზრდა ; პროცედურების გამართივება, ელექტრონული მომსახურების განვითარება ; სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა
·         ელექტრონული მომსახურების სერვისების სასწავლო გარემოს ეტაპობრივი მოწყობის (6 ეტაპი) განხორციელებული 4 ეტაპი; ·         საგადასახადო და საბაჟო მომსახურების მიმართულებით შეიქმნა და დაინერგა ორი ახალი პროგრამა და ორი მოდული, შშმ პირებისათვის განხორციელდა საიტის (rs.ge) ადაპტირება; ·         გადამხდელთა მომსახურების ორ ყველაზე დიდ ობიექტზე (ვაკე-საბურთალოს სერვის-ცენტრი და სგპ „თბილისი“) დაინერგა მომსახურების ახალი მოდელები (საქონლის წინასწარი დეკლარირების პროცედურის კიდევ უფრო გამარტივება და ყვითელი დერეფნის ზონაში მოხვედრილი საქონლის პროცედურების გამარტივება); ·         თამბაქოს მწარმოებლებისათვის და იმპორტიორებისათვის შეფუთვის მოცულობა შემცირდა 10-ჯერ; ·         საბაჟო და საგადასახადო მიმართულებით ტრენინგი გაიარა 496 თანამშრომელმა; ·         საგადასახადო დავები შემცირებულია დაახლოებით 20%-ით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019