მოძებნე პროგრამის შედეგები

ეროვნული უმცირესობების პროფესიული გადამზადება (32 03 02)

გამოყოფილია 112.78 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

პროგრამის აღწერა და მიზანი

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ...

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის ცოდნის დონისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობებისა და საჯარო სკოლების ადმინისტრაციების თანამშრომელთა გადამზადება;

საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორ¬განოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულ თანამშრომელთა ქართული ენის ცოდნის ამაღლება.
·         გადამუშავდა სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამა საჯარო მოხელეებისათვის; ·         მომზადდა და განხორციელდა ახალი დარგობრივი კურსები; ·         სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, განხორციელდა საჯარო მოხელეების მომზადება სახელმწიფო ენის სასწავლო პროგრამით; ·         ,,საჯარო მართველობა და ადმინისტრირება“ პროგრამის ფარგლებში გადამზადება გაიარა საქართველოს მაღალმთიანი და ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებში მცხოვრებმა საჯარო მოხელეებმა.
საჯარო მოხელეთა რაოდენობა, რომლებმაც რეალურად გაიარეს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები ; კვალიფიკაცია ამაღლებულ საჯარო მოხელეთა კარიერული განვითარების მაჩვენებლები
·         გაზრდილი მომზადებული და განახლებული სასწავლო პროგრამების რაოდენობა; ·         სხვადასხვა სასწავლო პროგრამა გავლილი ბენეფიციართა რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3%-ით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019