მოძებნე პროგრამის შედეგები

ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირება (24 02)

გამოყოფილია 98.03 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირების დახვეწა, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება DCFTA-ით გათვალისწინებული პერიოდის შესაბამისად (ევროპული ახალი და გლობალური მიდგომის 16 დირექტივასთან ...

ტექნიკური და სამშენებლო სფეროს რეგულირების დახვეწა, საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება DCFTA-ით გათვალისწინებული პერიოდის შესაბამისად (ევროპული ახალი და გლობალური მიდგომის 16 დირექტივასთან დაახლოება და ასევე, მათი იმპლემენტაცია);საქართველოში სამრეწველო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის შექმნის მიზნით, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ინსტიტუციური განვითარების გეგმის შემუშავება;ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შემუშავება და ასევე, სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით განსაზღვრულ სამრეწველო პროდუქტებზე, ზედამხედველობის პროაქტიულ (გეგმიური) სისტემასთან ერთად რეაქტიული (ინსპექტირება რისკის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე) სისტემის დანერგვა;განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენებაზე ნებართვების გაცემის ელექტრონული (ონლაინ) სისტემის დანერგვა;

საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნებთან;ბაზარზე უსაფრთხო პროდუქტის განთავსების ხელშეწყობა; ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება;სამრეწველო პროდუქტის ბაზარზე რეაქტიული და პროაქტიული ფორმით ზედამხედველობა;სანებართვო დოკუმენტაციის ანალიზისა და ნებართვების გაცემის დროს შემცირება;სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება.
·         ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების გათვალისწინებით გაუმჯობესდა ტექნიკური და სამშენებლო სფეროების საკანონმდებლო ბაზა; ·         განხორციელდა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ინსპექტირება.
მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ავარიული/უბედური შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი ; განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა ; ევროდირექტივების შესაბამისი ქართული ტექნიკური რეგლამენტების რაოდენობა
·         მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე ავარიული/უბედური შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებელი - 2015 წელს შახტებსა და მაღაროებში დაფიქსირდა 4 უბედური შემთხვევა (დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 3 ადამიანი), ხოლო 2014 წელს მოხდა 5 უბედური შემთხვევა შახტებსა და მაღაროებში (დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 9 ადამიანი) და 2 უბედური შემთხვევა - ამწე მოწყობილობებზე (დაიღუპა 2 ადამიანი). აღნიშნულიდან გამომდინარე 2015 წლის სტატისტიკური მაჩვენებელი გაუმჯობესებულია წინა წელთან შედარებით. ·         ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები - განხორციელდა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი 1440 ობიექტის ინსპექტირება, რის შედეგადაც უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის დაჯარიმდა 181 ობიექტი. 2014 წელთან შედარებით შემოწმებული ობიექტების რაოდენობა გაიზარდა 90%-ით; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 29 ობიექტი; ·         განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობისა და სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების თაობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა - გაცემულ იქნა სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების 26 ნებართვა, ხოლო განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის - 90 ნებართვა, მათ შორის 17 მშენებლობის თაობაზე შეთანხმება, რაც 2014 წლის მაჩვენებლებს აღემატება შესაბამისად 41%-თა და 70%-ით.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019