მოძებნე პროგრამის შედეგები

სრულყოფილი პრობაციის სისტემა (27 02 02)

გამოყოფილია 103.54 c

პროგრამის განმახორციელებლი

სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო

პროგრამის აღწერა და მიზანი

სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში პრობაციონერების ჩართულობა;სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება;დამატებით ერთი ...

სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება და მათში პრობაციონერების ჩართულობა;სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება;დამატებით ერთი თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების მშენებლობის დაწყება.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ფუნქციონირებით მსჯავრდებულების რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია, ასევე დაწესებულების ბაზაზე არსებულ საწარმოებში მათი დასაქმება;სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადების კურსებით, თავისუფლება შეზღუდული პირების სამუშაო ბაზარზე კონკურენტულ კადრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა;სარეაბილიტაციო პროგრამების განვითარებით პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში უმტკივნეულო რეინტეგრაცია, ასევე ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე პრობაციონერთა ჩართულობა საჭირო პროგრამებში.
·         ფუნქციონირებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის ეფექტური განხორციელებისათვის არსებობს სხვადასხვა სახელობო კურსების შემსწავლელი პროგრამები, სპორტული მოედნები და სატრენაჟორო დარბაზი. დაწესებულების ბაზაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული იყო 7 ადამიანი. ·         სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადების კურსებში ჩართული პრობაციონერთა რაოდენობამ შეადგინა - 225 ადამიანი; ·         სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართული პირობით მსჯავრდებულების რაოდენობამ შეადგინა 8 238 ადამიანი.
აღსასრულებელ საქმეთა რაოდენობა თითოეულ ოფიცერზე - არაუმეტეს 150 საქმე ; თავისუფლების შეზღუდვის არსებული დაწესებულების სრული დატვირთვით ამოქმედება ; სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართული პრობაციონერთა არანაკლებ 2%
·         აღსასრულებელ საქმეთა რაოდენობა თითოეულ ოფიცერზე იყო 113 საქმე; ·         თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება ფუნქციონირებს და მზადაა თავისუფლებაშეზღუდული 100 პიროვნების სრულფასოვანი მომსახურეობისათვის; ·         სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართულ პრობაციონერთა რაოდენობა -13.5%.

გადაატრიალეთ თქვენი მოწყობილობა!

დიაგრამაზე წარმოდგენილია პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული და ფაქტობრივად დახარჯული თანხების დინამიკა. 

 

მონაცემთა წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინსიტრო

ბოლო განახლება: 15.08.2022

მოცემული ანალიტიკა საშუალებას გაძლევთ მთავრობის პრიორიტეტების მიხედვით იხილოთ პროგრამების/ქვეპროგრამების ფარგლებში დასახული მოსალოდნელი და რეალურად მიღწეული შედეგები

 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - პროგრამული დანართი

ბოლო განახლება: 25.01.2019